თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2016, 08:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2893,
კომენტარები: 13
7 ფაქტი თასის ფინალთან დაკავშირებით
ინგლისის თასის ფინალში ბევრი საინტერესო რამ შეიძლება მოხდეს.
7 ფაქტი თასის ფინალთან დაკავშირებით
ტიტული ყოველ ქვეყანაში

ლუი ვან გაალმა ადრე მოიგო შიდა თასები ჰოლანდიაში, ესპანეთსა და გერმანიაში ანუ ყველგან, სადაც მწვრთნელად უმუშავია. ეს კი გააკეთა "აიაქსის", (KNVB თასი), "ბარსელონასა" (კოპა დელ რეი) და მიუნხენის "ბაიერნის" (DFB-Pokal) თავკაცობისას. ჰოლანდიელს ამ მიღწევის გაგრძელება შაბათს "უემბლიზე" შეუძლია.

"არსენალთან" ჭიდილი

"იუნაიტედმა" თავის ისტორიაში 11-ჯერ მოიგო ინგლისის თასი და "კრისტალ პალასთან" შაბათს გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ "წითლები" "არსენალს" გაუთანაბრდებიან. "მეთოფეებს" ამჟამად ყველაზე მეტჯერ, 12-ჯერ აქვთ მოგებული აღნიშნული ჯილდო.

სიის შევსება

უეინ რუნიმ და მაიკლ კერიკმა მოიგეს პრემიერ ლიგა, ლიგის თასი, ქომუნითი შიდლი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატიც კი "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში. მაგრამ მათ არასდროს მოუგიათ ინგლისის თასი.

რეშფორდის რეკორდი

მარკუს რეშფორდი შეიძლება გახდეს "იუნაიტედის" მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ინგლისის თასის ფინალში გოლს გაიტანს, თუ, რა თქმა უნდა, ამას მოახერხებს. აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი 18 წლის, 6 თვისა და 20 დღის იქნება შაბათს, თუმცა ესეც კი უფროსი ასაკია ნორმან უაითსაიდთან შედარებით, რომელიც 18 წლისა და 19 დღის იყო, როცა 1983 წელს "ბრაიტონს" გაუტანა.

გამეორებითი მატჩი

"იუნაიტედი" და "პალასი" ერთმანეთს 1990 წლის ფინალშიც შეხვდნენ, როცა "უემბლიზე" მატჩი 3-3 დასრულდა, გადათამაშებაში კი "იუნაიტედმა" ლი მარტინის გოლით გაიმარჯვა. ეს სერ ალექს ფერგიუსონის პირველი ტიტული იყო "იუნაიტედში", "არწივების" ამჟამინდელი მწვრთნელი ალან პარდიუ კი მაშინ მოწინააღმდეგე გუნდის რიგებში თამაშობდა.

მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტი

ტიმოთი ფოსუ-მენსა შეიძლება გახდეს "იუნაიტედის" მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს. ჰოლანდიელი შაბათს 18 წლის, 3 თვისა და 19 დღის იქნება. ნორმან უაითსაიდი ამ რეკორდის მფლობელია, მის შემდეგ კი მოდის ალექს დოუსონი, რომელიც 1985 წლის ფინალში 18 წლის, 2 თვისა და 12 დღის იყო.

ორი ნაცნობი სახე

"კრისტალ პალასს" შეიძლება ორი ყოფილი "ეშმაკი" ჰყავდეს თავის რიგებში შაბათს, თუკი უილფრიდ ზაჰასა და ფრეიზერ კემპბელს ათამაშებს.

წყარო: manutd.com
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: jokero89
20 მაი 2016 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
უნდა მოვიგოდ
0
№12
ავტორი: glory28
20 მაი 2016 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ესე თუ ვერ მოვიგეთ ვან გააალი ისედაც გასაშვებია მაგრამ თავისით უნდა წავიდეს
0
№13
ავტორი: stepno
21 მაი 2016 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იმედებს არ გაგვიცრუებთ იმედიაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top