თბილისი:
მანჩესტერი:
19-05-2016, 19:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2983,
კომენტარები: 13
ალექს ფერგიუსონმა აგუეროს გოლი გაიხსენა
"იუნაიტედის" ლეგენდარული მწვრთნელი 2012 წლის შეგრძნებას იხსენებს.
ალექს ფერგიუსონმა აგუეროს გოლი გაიხსენა
სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა, თუ რა იგრძნო 2012 წელს, როცა სერხიო აგუეროს მიერ დამატებით წუთებზე გატანილი გოლით "მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდა.

შოტლანდიელის გუნდმა კონკურენტ "სიტისთან" ტიტული მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდების გამო დათმო. "სიტი" სეზონის ბოლო მატჩში "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" 2-1 მარცხდებოდა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი 2 გოლი გაიტანა და ტიტულს დაეუფლა.

ამის პარალელურად "იუნაიტედმა" "სანდერლენდი" დაამარცხა და "ეტიჰად სტედიუმზე" მხოლოდ სასტვენის ხმასღა ელოდა, რომ მეოცე ჩემპიონობა ეზეიმა, მაგრამ საბოლოოდ მომხდარმა ფაქტმა სერ ალექსსა და მის შეგირდებს მხოლოდ ისღა აუწყა, რომ ტიტული მანჩესტერის ცისფერ მხარეში მიდიოდა.

ფერგიუსონმა დუბლინში ყოფნისას ის მომენტი გაიხსენა და განცდილ გრძნობაზე ისაუბრა.

"30 წამის განმავლობაში ჩემპიონები ვიყავით. გვირაბში რომ შევედი ჯონ ო'ში დამხვდა, მაშინ "სანდერლენდში" თამაშობდა და მხოლოდ ესღა მითხრა: "ბოს, რა გითხრათ?"

გასახდელ ოთახში შევედი და ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ, როცა მედიას ინტერვიუს მისცემდნენ, უბრალოდ "სიტისთვის" მიელოცათ ჩემპიონობა და ეთქვათ, რომ მომდევნო წელს ჩვენ ვიზეიმებდით ჩემპიონობას".


მომდევნო სეზონში "იუნაიტედმა" მართლაც მოიგო ტიტული და "სიტის" 11 ქულით აჯობა, სერ ალექს ფერგიუსონმა კი 26-წლიანი ეპოქა დაასრულა და "ოლდ ტრაფორდი" დატოვა. ახლა ამბობს, რომ ტიტულს თუ ვერ მოიგებდა, "იუნაიტედში" დარჩებოდა.

"კეტის ვუთხარი, რომ პენსიაში გასვლას ვაპირებდი და ის მეუბნება: "დარწმუნებული ხარ?"

მივხვდი, რომ უკვე დამდგარიყო ამის დრო, რადგანაც პირველად, როცა ვუთხარი პენსიაში გავდივარ-მეთქი, ასე მიპასუხა: "არა, არ გახვალ". ჩემპიონატი რომ არ მოგვეგო, არ ვიცი რას ვიზამდი".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
19 მაი 2016 19:15
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აი ნერვები მეშლება კიდე იმაზე რო სიტიმ რაც კამანდა ჩამოაყალიბა და გაძლიერდა სადღაც 2011 წლიდან სახეს გვახევს მნიშვნელოვან თამაშებში და ჯამში სულ გამარჯვებული რჩება..
1.)6:1 მოგვიგეს
2)ჩემპიონატი მოგვიგეს ბურთების შეფარდებით
3)ეხლა 4 ე ადგილიც ბურთების შეფარებით მოგვიგეს

გვეღადავებიან თუ ბედი დაგვცინის არვიცი
0
№2
ავტორი: abrama
19 მაი 2016 19:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Neta ar mogvego 2013 wels chempionati da exla isev chventan iyo. Gvenatrebi babu,mogvxede rame gvishvelaa raaa.
0
№3
19 მაი 2016 19:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
ციტატა: abrama
Neta ar mogvego 2013 wels chempionati da exla isev chventan iyo. Gvenatrebi babu,mogvxede rame gvishvelaa raaa.

მართალია
0
№4
ავტორი: I L C
19 მაი 2016 19:38
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მაგარი კაცია რა yahoo2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№5
ავტორი: RojoDiablo
19 მაი 2016 19:43
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: abrama
Neta ar mogvego 2013 wels chempionati da exla isev chventan iyo. Gvenatrebi babu,mogvxede rame gvishvelaa raaa.

რომ არ მოგვეგო და ჩვენთან ყოფილიყო, რა აზრი ექნებოდა? ამ კაცის ხიბლიც ის იყო, რომ ყველაფერს საჭირო დროს გვაგებინებდა, მაგრამ ეს ერთ-ერთი ხიბლი იყო და სხვა ათასი ჰქონდა კიდევ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: SANDROGRIGA
19 მაი 2016 20:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
იმ სეზონში ისედაც სიტი იმსახურებდა ფაქტია
0
№7
ავტორი: ikeoni
19 მაი 2016 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
ფერგიიი love
0
№8
ავტორი: deqstera
19 მაი 2016 21:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
იმ სეზნში მართლა გვაჯობეს, მაგრამ ფერგი რომც დარჩენილიყო გუნდს ეტყობოდა რომ უკვე ინერციით მიდიოდა და ის მრისხანე შემადგენლობა აღარ ყავდა რომლითაც ყველას ვაშინებდით, ასე რომ სერ ალექსის დარჩენის შემთხვევაშიც ეს ბედი ელოდა გუნდს, მაქსიმუმ 1წლის დაგვიანებით რადგან გუნდის დაშლა დაწყებული იყო!!

ყველაფერი კი 2009 წელს რონალდუს წასვლით დაიწყო!!

მას მალე გუნდის ლიდერები მიყვნენ!! ვან დერ საარმა და ნევილმა(არასდროს ვგიჟდებოდი) კარიერა დაასრულეს, ფერგისთან ერთად წავიდა სქოულზი რომელიც შეუცვლელი იყო მანჩესტერისთვის და იგივეს თქმა შემიძლია გიგზზეც რომელიც უკვე 40 წლის იყო და სქოულზის მსგავსად უკვე დრო ჰქონდა წასვლის, წასული იყო პარკი რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემდი და ძალიან ბევრი გააკეთა იუნაიტედისთვის, ასევე ტევესი რომელიც რუნისთან წყვილში საუკეთესო იყო(პერსის დიდი პატივისცემის მიუხედავად)...

ვან დერ საარი, ნევილი, გიგზი, სქოულზი, პარკი, ტევესი წავიდნენ, უკვე ასაკში იყვნენ და კარიერას ასრულებდნენ ევრა-რიო-ვიდა და ამ დროს საჭირო არის მათი სრულფასოვანი შემცვლელების შოვნა და ვინ მოვიდა სანაცვლოდ??
ერთადერთი ვან პერსი დანარჩენი თუნდაც ჰარგრივზის დონის ვინ მოვიდა?? ვალენსია, იანგი თუ კაგავა?? ჯონსი-სმოლინგი ნიჭიერები იყვნენ მაგრამ მათ გვერდში ერთი გამოცდილი მცველი მაინც უნდოდათ რომელიც სტაბილურად ითამაშებდა და არა ლეგენდები რომელიც მათ დაზღვევას ვეღარმოახერხებდნენ შეცდომის შემთხვევაში!!

ჰქონდა ფერგიუსონს ახალი გუნდის აშენების სურვილი მაგრამ უკვე ასაკში იყო და არგამოსდიოდა, ყველა ვინც მოიყვანა არგაამართლა და ამის ნათელი მაგალითი ბევრია!!
ობერტანი, ტოშიჩი, მაჩედა, დიუფი, ბიუნტნერი, გიბსონი, ბებე, ზაჰა, პაუელი და კიდე ძალიან ბევრი მაგრამ რომელმა გაამართლა??
სპეციალურად არდავწერე კლუბის აღზრდილები რომლებსაც თავისდროზე აღარ ანდობდა ძირითადში ადგილს, ქლევერლი და ველბეკი რომლებიც მართლა ნიჭიერები იყვნენ მაგრამ ქლევერლის ნორმალური შანსი მხოლოდ 22წლისას მიეცა, ველბეკს კი 21 წლისას!! მაშინ კი როცა ფეხბურთელი 21-22წლამდე დუბლებში ან დაბალი ლიგის გუნდში არიან რთულია რამე მოსთხოვო!! იგივე ელოდა პოგბასაც დროზე რომ არეშველა თავისი თავისთვის და არწასულიყო, იგივე იყო იანუზაის ბედი მოიესს რომ არდაეწინაურებინა მაგრამ რადგინდა მოვიდა ვან გაალის და სულ არია ბავშვი...
0
№9
ავტორი: GeorgeBest
19 მაი 2016 21:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მიუხედავად იმისა რომ სიტიმ ძალიან მაგრად დაგვჩაგრა მაგ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტი იყო ალბათ რაც ფეხბურთს ვუყურებ recourse დიდი სხვაობა იყო ქულებში და ძაან უაზროდ ანიავეს
0
№10
ავტორი: Lee Sharpe
19 მაი 2016 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ბოლო დროს სიტი ფეხებსაც ვერ გვჭამს წელსაც ჩვენზე ნაკლებად იმსახურეენ ლიგას უსამართლობაა რომ პრემიერლიგაში ურთიერთშეხვედრებზე არაა დამოკიდებული ადგილების გადანაწილება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top