თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2016, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2994,
კომენტარები: 20
თუ ვან გაალი წავა, პოსტს აუცილებლად მოურინიო დაიკავებს
ვან გაალის წასვლის შემთხვევაში გიგზს შანსი არ მიეცემა.
თუ ვან გაალი წავა, პოსტს აუცილებლად მოურინიო დაიკავებს
ჟოზე მოურინიოს აცნობეს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ლუი ვან გაალის წასვლის შემთხვევაში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ის დაინიშნება.

მოურინიომ 13 მაისს Sky Sports-ს დაუდასტურა, რომ ჯერჯერობით არავითარი შეთანხმებისთვის არ აქვს მიღწეული და ახლა ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებით არის დაკავებული.

ხოლო, როცა იმავე მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა შეთავაზება "მანჩესტერ იუნაიტედისგან", მან უპასუხა: "არავისგან".

თუმცა Sky-ს წყარო იტყობინება, რომ მოურინიო ცენტრალურ ლონდონში ჟორჟე მენდეშთან და მის ადვოკატთან სადილობისას თავისი მომავლის შესახებ საუბრობდა.

როცა Sky Sports News-მა მენდეშს მოურინიოს შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვა, პორტუგალიელმა აგენტმა უარით უპასუხა და ორშაბათს ღამით ლონდონი დატოვა.

ერთი რამ კი ცხადია, მოურინიო ივლისში აუცილებლად დაუბრუნდება სამწვრთნელო საქმიანობას და როცა მას ამის შესახებ ჰკითხეს, შემდეგი პასუხი გასცა: "ამის შესახებ მართლა არაფერი ვიცი. კლუბი არ მაქვს. ივლისში დავბრუნდები".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" კომენტარი არ გააკეთა.

Sky Sports News იმასაც ადასტურებს, რომ "პარი სენ-ჟერმენის" მხრიდან მოურინიოსადმი ინტერესი არ გამქრალა და ის ლორან ბლანის შემცვლელად მოიაზრება.

პარიზელებმა პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხებისთანავე მიმართეს, მაგრამ მოურიომ მოცდა და "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება გადაწყვიტა, რადგანაც მისთვის პრემიერ ლიგა პრიორიტეტული ჩემპიონატია.

წყარო: skysports
ახალი ამბები
20 კომენტარი
№1
ავტორი: hemi
18 მაი 2016 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
გააგდონ რა დროზე გაუშვან ლუი
0
№2
ავტორი: Iunaitedi
18 მაი 2016 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
winked am love bully wink angry აესეა საქმე.
0
№3
ავტორი: Jorj
18 მაი 2016 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
თასის მერე უეჭველი უნდა გაუშვან თუ უშვებენ, ტრანსფერებზე რომ კარგად იმუშაოს მოუმ!
0
№4
ავტორი: NUGI
18 მაი 2016 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
გაუშვან ერთი მალე რა
0
№5
ავტორი: LASHQARA
18 მაი 2016 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მაგრად გვჭირდება ეს კაციიი .. ჰაერივით love am
0
№6
ავტორი: Lady in red
18 მაი 2016 20:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
უკვე აღარ ვიცი რას აპირებენ, გაუშვან ის დებილი და დაგვასვენონ
0
№7
ავტორი: shotkin
18 მაი 2016 21:10
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
თასის თამაშის მერე უახლოეს 5 დღეში ან მანამდე თუ არ გააგდეს ლუიკო ესეიგი ტოვებენ იმედია უდიდესი პანღურით მოისვრიან პენსიაზე
0
№8
ავტორი: kaxeti
18 მაი 2016 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
გაიტანეთ ეს სურათი გაიტანეთ და კურბან ბერდიევი დანიშნეთ ოღონდ ეს გააგდეთ აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
0
№9
ავტორი: dybbuk
18 მაი 2016 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ამათი უთავმოყვარეო დედავატირე და ამათი "თუ" ჭკუაც მოვტ ყან, გან გაალი როგორ უნდა დატოვო თუ აზროვნებაში არ გიჭირს ან ამაზე უკეთესი შანსი როდის იქნება რო მოუ მოიყვანონ, მომავალ წელს არც მოუ იქნება და დავრჩებით ვიღაც ჩოილარის იმედზე
0
№10
ავტორი: SirAlexFerg
18 მაი 2016 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 165
drozeeeee raaaa gavafrine ukve too
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top