თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2016, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2995,
კომენტარები: 20
თუ ვან გაალი წავა, პოსტს აუცილებლად მოურინიო დაიკავებს
ვან გაალის წასვლის შემთხვევაში გიგზს შანსი არ მიეცემა.
თუ ვან გაალი წავა, პოსტს აუცილებლად მოურინიო დაიკავებს
ჟოზე მოურინიოს აცნობეს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ლუი ვან გაალის წასვლის შემთხვევაში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ის დაინიშნება.

მოურინიომ 13 მაისს Sky Sports-ს დაუდასტურა, რომ ჯერჯერობით არავითარი შეთანხმებისთვის არ აქვს მიღწეული და ახლა ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებით არის დაკავებული.

ხოლო, როცა იმავე მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა შეთავაზება "მანჩესტერ იუნაიტედისგან", მან უპასუხა: "არავისგან".

თუმცა Sky-ს წყარო იტყობინება, რომ მოურინიო ცენტრალურ ლონდონში ჟორჟე მენდეშთან და მის ადვოკატთან სადილობისას თავისი მომავლის შესახებ საუბრობდა.

როცა Sky Sports News-მა მენდეშს მოურინიოს შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვა, პორტუგალიელმა აგენტმა უარით უპასუხა და ორშაბათს ღამით ლონდონი დატოვა.

ერთი რამ კი ცხადია, მოურინიო ივლისში აუცილებლად დაუბრუნდება სამწვრთნელო საქმიანობას და როცა მას ამის შესახებ ჰკითხეს, შემდეგი პასუხი გასცა: "ამის შესახებ მართლა არაფერი ვიცი. კლუბი არ მაქვს. ივლისში დავბრუნდები".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" კომენტარი არ გააკეთა.

Sky Sports News იმასაც ადასტურებს, რომ "პარი სენ-ჟერმენის" მხრიდან მოურინიოსადმი ინტერესი არ გამქრალა და ის ლორან ბლანის შემცვლელად მოიაზრება.

პარიზელებმა პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხებისთანავე მიმართეს, მაგრამ მოურიომ მოცდა და "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება გადაწყვიტა, რადგანაც მისთვის პრემიერ ლიგა პრიორიტეტული ჩემპიონატია.

წყარო: skysports
ახალი ამბები
20 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
18 მაი 2016 22:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
ვნახოთ რაღა დარჩა
0
№12
ავტორი: Lalana
18 მაი 2016 22:48
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
აი ვან გაალმა,რომ თასი მოიგოს და მაგის გამო დატოვონ,გავაფრენ რააა.აბა ვერ ვხვდები რატომ აჭიანურებენ და რატომ არის ასე საიდუმლოდ შენახული ეს საქმეე?იმას ხომ არ ფიქრობენ,აი აბა ესეც ვნახოთ იქნებ მოიგოს ეს ტურნირი და დავტოვოთო.ტიპი ყველა გრანდიდან გამოაპანღურეს თავისი ცენზურაობის გამოო და ამათ რა დაემართათ ვერ ვხვდებიი,ასეთი სულელები არიან?აი არ ვიცი რა ვთქვა,ვნახოთ რა იქნება.
0
№13
ავტორი: JuanMata
19 მაი 2016 00:35
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეს მოურინიოც თითქოს ყველა სხვა შეთავაზებაზე უარს ამბობს, ხანდახან შეგრძნება მაქვს, რომ ვუდვორდი და მოუ უკვე მორიგებულები არიან.

დავიჯერო მოუმაც არ იცის მიდის თუ არა ლუი და უბრალოდ ელოდება, ეგება წავიდეს?
0
№14
ავტორი: leqso leqso
19 მაი 2016 00:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ბიცჰებო თქვენი არ ვიცი და მე ფინალსჰი მანიუს წაგება მინდა, რომ 100 პროცენტიტ ამოვისუნთქოთ რადგან ამ სჰემთხვევასჰი ნამდვილად გააგდებენ სირ გაალს
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
19 მაი 2016 01:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
როდემდე უნდა დაიწეროს ათასი ჭორ-მართალი დავიღალეთ :დ
0
№16
ავტორი: shotkin
19 მაი 2016 01:36
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: JuanMata
ეს მოურინიოც თითქოს ყველა სხვა შეთავაზებაზე უარს ამბობს, ხანდახან შეგრძნება მაქვს, რომ ვუდვორდი და მოუ უკვე მორიგებულები არიან.

დავიჯერო მოუმაც არ იცის მიდის თუ არა ლუი და უბრალოდ ელოდება, ეგება წავიდეს?


მე შეგრძნება მქონდა პირველივე დღიდან რო ვუდვორდი ჩამოსხვ\მაა ჯერ მარტო ჰაბიტუსიტ მიხვდები მაგას , უტრაკო კაცია და ვან გაალი ამგრად ამყოფებს ალბათ თავის ფსიქოლოგიური გავლენის ქვეშ
0
№17
ავტორი: de gea1
19 მაი 2016 01:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
მაურინო რო მოვა ეგ ვიცი და ყველაზე აგარი ყლივერპული გაიხაა ვაიმეე საცოდავები მსგავსი ცენზურა გუნი არ მინახია
0
№18
ავტორი: stepno
19 მაი 2016 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძაან ცუდი შეგრძნება მაქ რაა ესეე მგონია თასს თუ მოვიგებთ დატოვებენ ამ დედა ****ს დაა იმედია წავაგებთ
0
№19
ავტორი: Memphis_Depay
19 მაი 2016 13:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
აუ აუცილებლად უნდა მოვიდეს !!! ფერგიუსონის ავტობიოგრაფიულ წიგნში სპეციალური თავი აქვს დათმობილი ჟოზე მოურინიოს!! smile რაც უკვე მიუთითებს რამდენად დიდ პატივს სცემდა ჟოზეს ბაბუ love მსოფლიოში საუკთესო მწვრთნელი ჩემი აზრით ანჩელოტია დღესდღეობით,მაგრამ ეგ ბაიერნმა დაგვასწრო...კლოპი ლივერპულში წავიდა...სიმეონე არ მოვა და არც მაინდამაინც მოერგება იუნაიტედს... გვარდიოლა სიტიში მიდის angry ჟოზე მოურინიოს გარდა ფაქტიურად ვარიანტი არაა ... და თან ამაზე მეტს მაინც ვერ გააფუჭებს რაც ვან გაალმა უკვე 0-ზე დაიყვანა გუნდი
0
№20
ავტორი: -bero
19 მაი 2016 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ვანგაალის ხო დედაცენზურა მარა ამის მოსვლას ვანგაალი იყოს მირჩევნია.. არ მევასება ეს ამაყი ჩოილარი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top