უეინ რუნიმ პრემიერ ლიგის ეგიდით "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ მატჩებში 100 გოლი გაიტანა.
საიუბილეო გოლი კაპიტანმა "ბორნმუთთან" მატჩში 43-ე წუთზე გაიტანა, რითაც სეზონის უკანასკნელ მატჩში ანგარიში გახსნა.
აღნიშნული გოლი, რომელიც 2 თებერვლის შემდეგ პირველია რუნისთვის, 2004 წელს "ევერტონიდან" "ოცნების თეატრზე" გადარგების შემდეგ მე-100 საშინაო ბურთია.
რუნის "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. 1992/93 წლების, ესე იგი, პრემიერ ლიგის დაარსების დღიდან "წითელმა ეშმაკებმა" საშინაო არენაზე სულ 1005 გოლი გაიტანეს, მათი თითქმის 10% კი რუნის ანგარიშზეა.
ტიერი ანრი პრემიერ ლიგაში ოდესმე მოასპარეზეთაგან ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც თავისი კლუბის საშინაო სტადიონზე უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი - 114 ბურთი "ჰაიბერიზე".
"ბორნმუთი" 35-ე გუნდია, რომელსაც ინგლისის ნაკრების კაპიტანმა პრემიერ ლიგაში გოლი გაუტანა.