თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2016, 02:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2736,
კომენტარები: 11
რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" საიუბილეო გოლი გაიტანა
უეინ რუნის მორიგი მიღწევა.
რუნიმ
უეინ რუნიმ პრემიერ ლიგის ეგიდით "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ მატჩებში 100 გოლი გაიტანა.

საიუბილეო გოლი კაპიტანმა "ბორნმუთთან" მატჩში 43-ე წუთზე გაიტანა, რითაც სეზონის უკანასკნელ მატჩში ანგარიში გახსნა.

აღნიშნული გოლი, რომელიც 2 თებერვლის შემდეგ პირველია რუნისთვის, 2004 წელს "ევერტონიდან" "ოცნების თეატრზე" გადარგების შემდეგ მე-100 საშინაო ბურთია.

რუნის "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. 1992/93 წლების, ესე იგი, პრემიერ ლიგის დაარსების დღიდან "წითელმა ეშმაკებმა" საშინაო არენაზე სულ 1005 გოლი გაიტანეს, მათი თითქმის 10% კი რუნის ანგარიშზეა.

ტიერი ანრი პრემიერ ლიგაში ოდესმე მოასპარეზეთაგან ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც თავისი კლუბის საშინაო სტადიონზე უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი - 114 ბურთი "ჰაიბერიზე".

"ბორნმუთი" 35-ე გუნდია, რომელსაც ინგლისის ნაკრების კაპიტანმა პრემიერ ლიგაში გოლი გაუტანა.

წყარო: goal.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: devidi
19 მაი 2016 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
რუნი სანამ კარიერას დაასრულებს იმედია მანამდე მანცესტერში იქნება სა თუ იყო უეჯველი აჯობებს ანრის feel
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top