"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა "ბორნმუთთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილ გულშემატკივარს მიმართა და მათ ინგლისის თასის მოგება აღუთქვა.
"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის 2015/16 წლების სეზონის უკანასკნელ მატჩში საშინაო არენაზე "ბორნმუთს" უმასპინძლეს და შეხვედრა 3-1 მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ "ოლდ ტრაფორდი" ჩვეული ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა და ცარიელი ტრიბუნები მრავლად შეინიშნებოდა, ვან გაალმა შეკრებილ მაყურებლებს მაინც მიმართა.
"მინდა, მადლობა გადიხადოთ ამ სეზონში თქვენი არაჩვეულებრივი მხარდაჭერისთვის. სადაც არ უნდა გვეთამაშა, როგორც არ უნდა განვითარებულიყო მოვლენები მოედანზე, თქვენ არასდროს გვაძლევდით მოდუნების საშუალებას. ამისთვის გმადლობთ და გვინდა, სახლში ინგლისის თასი ჩამოგიტანოთ. ამას იმსახურებთ. გმადლობთ!" - განაცხადა ჰოლანდიელმა მატჩის შემდეგ.