თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2016, 01:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3226,
კომენტარები: 15
ვან გაალმა სტადიონზე შეკრებილ ფანებს მიმართა
ლუი ვან გაალი მატჩის შემდეგ სიტყვით გამოვიდა.
ვან გაალმა სტადიონზე შეკრებილ ფანებს მიმართა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა "ბორნმუთთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილ გულშემატკივარს მიმართა და მათ ინგლისის თასის მოგება აღუთქვა.

"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის 2015/16 წლების სეზონის უკანასკნელ მატჩში საშინაო არენაზე "ბორნმუთს" უმასპინძლეს და შეხვედრა 3-1 მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ "ოლდ ტრაფორდი" ჩვეული ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა და ცარიელი ტრიბუნები მრავლად შეინიშნებოდა, ვან გაალმა შეკრებილ მაყურებლებს მაინც მიმართა.

"მინდა, მადლობა გადიხადოთ ამ სეზონში თქვენი არაჩვეულებრივი მხარდაჭერისთვის. სადაც არ უნდა გვეთამაშა, როგორც არ უნდა განვითარებულიყო მოვლენები მოედანზე, თქვენ არასდროს გვაძლევდით მოდუნების საშუალებას. ამისთვის გმადლობთ და გვინდა, სახლში ინგლისის თასი ჩამოგიტანოთ. ამას იმსახურებთ. გმადლობთ!" - განაცხადა ჰოლანდიელმა მატჩის შემდეგ.

ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
18 მაი 2016 15:53
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
გულშემატკივარმა დაიმსახურა, რომ შენ აღარ დაგინახოს ამ სტადიონზე. wink
0
№12
ავტორი: PLANeta
18 მაი 2016 16:53
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ცენზურაlove
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
18 მაი 2016 17:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
თასი უნდა მოიგონ უეჭველი
0
№14
ავტორი: temo300
18 მაი 2016 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
ნუ იმედია მომავალ სეზონში მოურინიო ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს. ერთი ორი კარგი ფეხბურთელის შეძენით იმედია მომავალში ისევ ძველი იუნაიტედი ვიქნებით
0
№15
ავტორი: devidi
19 მაი 2016 22:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
ციტატა: Legends For Ever
Ras erchirt van gals eg rom Ara arc martiali arc reshfordi arc jecksoni da aravin amitom nu akritikebt

იმედია ხუმრობ ხო ?
თუ მანჩესტერს ერთი ორი წელია გულშემატკივრობ მაშინ მესმის შენი და გირჩევ მანჩესტერის წარსულს გადახედოა და უფრო კარგატ გაიცნობ გუნდს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top