თბილისი:
მანჩესტერი:
16-05-2016, 19:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2754,
კომენტარები: 11
ჰოჯსონმა რეშფორდის სანაკრებო შანსებზე კომენტარი გააკეთა
"სამ ლომთა" მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდა ფორვარდის შანსებზე საუბრობს.
ჰოჯსონმა რეშფორდის სანაკრებო შანსებზე კომენტარი გააკეთა
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელს მარკუს რეშფორდს ევროპის ჩემპიონატის 23-კაციან განაცხადში მოხვედრის შანსი აქვს.

ჯამში ჰოჯსონმა სულ 26 ფეხბურთელი შეარჩია სამი მოსამზადებელი მატჩისთვის, რომელსაც "სამი ლომი" 22 მაისს "ეტიჰად სტედიუმზე" თურქების, 27 მაისს "სტედიუმ ოფ ლაითზე" აუსტრალიის, ხოლო 2 ივნისს "უემბლიზე" პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს და რეშფორდი მასში მონაწილეობას მიიღებს უეინ რუნისა და კრის სმოლინგთან ერთად.

"ისიც ერთ-ერთი კანდიდატია, რა თქმა უნდა. მას რთული კონკურენციის დაძლევა მოუწევს, ეს ესმის, მაგრამ, ვფიქრობ, შანსს ნამდვილად იმსახურებს, მით უმეტეს, გაფართოებულ შემადგენლობაში.

ძალიან საინტერესო იქნება მისი შესაძლებლობების ხილვა, თუმცა ამის საშუალება მხოლოდ ერთი კვირით ადრე მოგვეცემა იმ დღემდე, როცა 23-კაციანი საბოლოო განაცხადის გაკეთება მომიწევს, რადგანაც თასის ფინალში უნდა ითამაშოს. თუმცა მოხარული ვარ გუნდში ისეთი ვინმეს ყოლით, რომელსაც სეზონის ასეთი დასასრული აქვს, ახალგაზრდა ფეხბურთელით და ფეხბურთელით, რომელსაც ნათელი მომავალი აქვს თუ გაუმჯობესდება და განვითარებას განაგრძობს.

დიდებულია, რომ შემადგენლობაში მოხვდა და არ არსებობს მიზეზი, რატომ ვერ ამოაგდებს ვინმეს შემადგენლობიდან, თუკი ნამდვილად კარგად ითამაშებს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს უფრო რთული იქნება, ვიდრე ვინმეს ჰგონია, რადგანაც ფეხბურთელები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში თამაშობდნენ, კარგ სამუშაოს სწევდნენ და კუალიფიცირებაში გვეხმარებოდნენ, ასე მარტივად გადასალახი ბარიერი არ იქნებიან",
- განაცხადა ჰოჯსონმა.

ჰოჯსონს შემადგენლობაში მაიკლ კერიკის ვერ მოხვედრის შესახებაც ჰკითხეს, რის რაზეც მან უპასუხა: "მაიკლი ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენში დიდ როლს თამაშობდა, მაგრამ არ გაუმართლა ტრავმიანობის გამო. ბევრი რთული გადაწყვეტილების გაკეთება მომიხდა, მაგრამ ვესაუბრე ფეხბურთელებს, რომელთაც ვაფასებ, ვაღმერთებ და ეს გადაწყვეტილებები ისე მივიღე, რადგანაც მხოლოდ 23 ადგილი მაქვს".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: temo-scholes
16 მაი 2016 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
გიუშ როჯერსმა არა ძმა...:) ჰოჯსონმა, მაგრამ ერთი ნაგავია ორთავე... wink fellow
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
16 მაი 2016 20:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
სრულიად შესაძლებელია რო 23 კაციან განაცხადშიც მოხვდეს, მთავარია ამ ამხანაგურებზე გამოიყენოს თავისი შანსი
0
№3
ავტორი: temo-scholes
16 მაი 2016 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
აი ყველაზე მეტად დრინქვოტერზე, ჩემბერლეინზე და უოლკოტზე მწყდება გული..... მეორე სართულზე კი კეროლი აშკარად მაგრად გამოგვადგებოდა, რათქმაუნდა ზამენაზე....
0
№4
ავტორი: shotkin
16 მაი 2016 20:40
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ველბეკია ცოდო ყველაზე ძაან, ვოლკოტი გამიკვირდა რატო არ წაიყვანეს რაცარუნდა იყოს რეაქტიულია ტიპი გამოადგებოდათ მარა ეს შემადგენლობა ძაან კაი ყავს
0
№5
ავტორი: hemi
16 მაი 2016 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ციტატა: shotkin
ველბეკია ცოდო ყველაზე ძაან, ვოლკოტი გამიკვირდა რატო არ წაიყვანეს რაცარუნდა იყოს რეაქტიულია ტიპი გამოადგებოდათ მარა ეს შემადგენლობა ძაან კაი ყავს

ვოლკოტი მეც გამიკვირდა მეგონა წაიყვანდა მაინც, რეშფორდს რო ეძლევა შანსი კაია თასზე თუ მაგრა ითაშა შეიძლება მერე ზენაზეც შემოუშვას ვნახოთ აბა ჩვენ წარმატებები ვუსურვოთ და მერე თვითონ იცის

ბიჭებო ისე ზლატანი რო მიდის რა ხდება ხო არ იცით საით მიდის რას შვება?
0
№6
ავტორი: K1llsw1tch
16 მაი 2016 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ციტატა: temo-scholes
აი ყველაზე მეტად დრინქვოტერზე, ჩემბერლეინზე და უოლკოტზე მწყდება გული..... მეორე სართულზე კი კეროლი აშკარად მაგრად გამოგვადგებოდა, რათქმაუნდა ზამენაზე....

დღეს საიტზე რომ ვნახე დრინკუოტერი არ ეწერა მარა მერე ფბ-ზე გადავამოწმე ინგლისის ნაკრების გვერდზე და იყო შემადგენლობაში.აქ რომ ვნახე მაგრად გამიკვირდა ტიპს რა სეზონი ქონდა ეგ რო არ გამოიძახო შიგ უნდა გქონდეს ადამიანს მარა ნოუბლიც უნდა გამოეძახებინა ამ ყვერს ტიპმა დელფი და ტაუნსენდი გამოიძახა და ნოუბლი მოტეხა
0
№7
ავტორი: RojoDiablo
17 მაი 2016 00:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: temo-scholes
გიუშ როჯერსმა არა ძმა...:) ჰოჯსონმა, მაგრამ ერთი ნაგავია ორთავე... wink fellow

მომიკვდეს თითები ეს რომ დავწერე.

გმადლობ, რომ მითხარი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: temo-scholes
17 მაი 2016 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: temo-scholes
გიუშ როჯერსმა არა ძმა...:) ჰოჯსონმა, მაგრამ ერთი ნაგავია ორთავე... wink fellow

მომიკვდეს თითები ეს რომ დავწერე.

გმადლობ, რომ მითხარი

არფრის ძმა, რისი მადლობა... fellow

ციტატა: K1llsw1tch
ციტატა: temo-scholes
აი ყველაზე მეტად დრინქვოტერზე, ჩემბერლეინზე და უოლკოტზე მწყდება გული..... მეორე სართულზე კი კეროლი აშკარად მაგრად გამოგვადგებოდა, რათქმაუნდა ზამენაზე....

დღეს საიტზე რომ ვნახე დრინკუოტერი არ ეწერა მარა მერე ფბ-ზე გადავამოწმე ინგლისის ნაკრების გვერდზე და იყო შემადგენლობაში.აქ რომ ვნახე მაგრად გამიკვირდა ტიპს რა სეზონი ქონდა ეგ რო არ გამოიძახო შიგ უნდა გქონდეს ადამიანს მარა ნოუბლიც უნდა გამოეძახებინა ამ ყვერს ტიპმა დელფი და ტაუნსენდი გამოიძახა და ნოუბლი მოტეხა

ეგრე თუა ძმა მაშინ მაგარი გამისწორდა... გაიხარე... თანაც კი გამიკვირდა ისე 26 კაციანი სიაო აქ ეწერა და 25 კაცი იყო სიაში 3ჯერ გადავთვალე... wink

ნოუბლი, ჩემბერლეინი და უოლკოტი არ მიგყავს და დელფი-ტაუნსენდი გაჩითა ტიპმა... winked
0
№9
ავტორი: ikeoni
17 მაი 2016 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
Imedia 23 kacshic moxvdebaa
0
№10
ავტორი: giorgiginturi
17 მაი 2016 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
რა კარგები ხართ გენაცვალეთ wink ნეტავ ასე იყოს გუნშიც საუბარი ატმოსფერო და ერთობლიობა როგორც აქ ჩვენ ვართ გულშემატკივრები.... good2
მართლა ორივეს დედაც..... უკვე აღარაფერი მაინტერესებს როდესაც იუნაიტედი ლიგის მიღმა რჩება, და ვიღაც სირები , პროსტა რაუნდა ლესტერს ლიგაზე რაუნდა გააკეთოს, წარმოუდგენელია, და ამათი წესების დედა ვატირე რომ ურთიერთ შეხვედრით სიტის ვჯობნით და ბურთების სხვაობას აქვს უპირატესობა.....
იუნაიტედი მეორე სასტავითაც რომ იყოს საერთოდ რომ არავიონ ყავდეს....მაინც


მანჩესტერ იუნაიტედია........ და დიდი სახე და სტიმული ჩემპიონთა ლიგისა!!!

გემუდარებით აღარვინ არაფერი თქვას რომ ვან გაალს უნდა ვინმემ შანსი მისცეს მესამე სეზონისაო.... no

უბრალოდ ამ კლუბის სახელიც კი მაჟრიალებს ტანში wink ოღონდ მართლა ხანხოოოო....... wink good2
გენაცვალეთ უძვირფასესი გუნდის გულშემატკივრებო..... და ჩემო ძვირფასო მეგობრებო!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top