თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3303,
კომენტარები: 16
"მე გადაშლილი წიგნი ვარ, რომელსაც ლეგენდები და მედია ერთნაირად კითხულობენ"
ლუი ვან გაალი კრიტიკოსებს არ უფრთხის და თავის შესაძლებლობებისადმი რწმენას ინარჩუნებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მის ირგვლივ არსებული მთელი სპეკულაციები აბრაზებს, მაგრამ ეს მისი შესაძლებლობებისადმი რწმენაში ხელს ვერ შეუშლის.

"წითელი ეშმაკების" მწვრთნელს მთელი სეზონის განმავლობაში აკრიტიკებენ გუნდის არასანახაობრივი სათამაშო სტილისა და ცუდი შედეგების გამო, მის ერთ-ერთ უდიდეს კრიტიკოსად კი "იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი პოლ სქოულზი გვევლინება.

ვან გაალი თვლის, რომ სქოულზის - აწ უკვე BT-ს ექსპერტის - აზრები დიდ გავლენას ახდენს "იუნაიტედის" გულშემატკივრებზე.

"რა თქმა უნდა, ჩემ ირგვლივ ექვსი თვის განმავლობაში აგორებული მთელი ეს ჭორები მაბრაზებს. ეს ბევჯერ, ბევრჯერ გამომავლინე.

თქვენ მეკითხებით, თუმცა ჩემი პასუხი უკვე იცით! რიტორიკაა, მე ვფიქრობ.

მე უკვე გამომავლინე, მე ყველასთვის გადაშლილი წიგნი ვარ.

უკვე ვთქვი, თუმცა მედიის შეტევის - და არა მარტო მედიის, არამედ ლეგენდებისა და სხვა ადამიანების - მიუხედავად ჯერ კიდევ აქ ვარ.

მე მჯერა ჩემი თავის. მჯერა "მანჩესტერ იუნაიტედის". მჯერა ჩემი ფეხბურთელების.

იმედი მაქვს, ყველა ჩემსავით დაიჯერებს, ასე უფრო ადვილი იქნება",
- განაცხადა ჰოლანდიელმა.

ვან გაალს ასევე მიაჩნია, რომ ინგლისის თასის მოგების შემთხვევაში პოსტიდან მისი გათავისუფლება ედ ვუდვორდის მხრიდან სიტყვის შეუსრულებლობა იქნება.

64 წლის სპეცილისტისთვის უკვე ცნობილია, რომ მისი თანამდებობა უსაფრთხო ხელშია და ვუდვორდის მხრიდან მას გაძევება არ ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიოს სახელს აქტიურად უკავშირებენ "წითელ ეშმაკებს".

"ბარსელონასა" და "ბაიერნის" ყოფილ მწვრთნელს მიაჩნია, რომ ვუდვორდის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენაც კი, თუმცა ამის სავსებით რეალური შესაძლებლობა არსებობს.

Sunday People-ის ჟურნალისტი სტივ ბეიტსი კი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ვუდვორდმა ვან გაალს არაერთხელ უთხრა, რომ გუნდში არავითარი ცვლილება არ იგეგმება.

"მე გადაშლილი წიგნი ვარ, რომელსაც ლეგენდები და მედია ერთნაირად კითხულობენ"


"წითლებს" ჯერ კიდევ აქვთ ოთხეულში მოხვედრის შანსი- თუ "მანჩესტერ სიტი" დამარცხდება "ლიბერთი სტედიუმზე", ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედი" მოუგებს "ბონმუთს", მეოთხე პოზიციას სწორედ "წითელი ეშმაკები" დაიკავებენ.

თუმცა უახლოეს კვირებში ვან გაალმა არაერთხელ დაადასტურა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მომდევნო სეზონში მის ყოფნა/არყოფნაზე გავლენას ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შესაძლებლობა ვერ მოახდენს.

"მე ვგრძნობ, რომ აქ ვიქნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იტყოდი იმას, რაც ვთქვი. მაგრამ საფეხბურთო სამყაროში ვერასდროს გამოიცნობ, რა შეიძლება მოხდეს და ეს აქამდეც გამოჩნდა.

ვგრძნობ, რომ ვრჩები, თორემ ამას არ ვიტყოდი. თუმცა, ფეხბურთში ესეც შეიძლება შეიცვალოს",
- აგრძელებს ლუი.

"იუნაიტედის" მწვრთნელმა არ ისურვა დადასტურება ან უარყოფა იმისა, თითქოს მას შეეშალოს ხელი რენატუ სანჩესისთვის "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლაში.

და თუ ასე მოიქცა, ეს თავისთავად არის დასტური იმისა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს გავლენა "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე მოვლენებზე.

"უნდა დამიჯეროთ, თუ მე აქ ვარ, ესე იგი, მე ვხელმძღვანელობ. ასე რომ არ იყოს, წავიდოდი - დამიჯერეთ!

ყოველ კლუბში, სადაც მიმუშავია, ასე ვიქცეოდი. ჰკითხეთ "ბაიერნს", "ბარსელონას" და ჰოლანდიის ფედერაციას.

თუ ფეხბურთელს ვერ ვყიდულობთ, ყოველთვის ჩემი ბრალია, მაგრამ მედიასთან ამის განხილვას არ ვაპირებ, ვწუხვარ. ამას ჩემს ხელმძღვანელობასთან, სკაუტებთან განვიხილავ, რადგან თუ თქვენ მოგიყვებით, ბევრ გულშემატკივარზე გავლენას მოახდენს".


"მე გადაშლილი წიგნი ვარ, რომელსაც ლეგენდები და მედია ერთნაირად კითხულობენ"


"ყველას აქვს თავისი შეხედულება და ასე არ შეიძლება. კლუბს სატრანსფერო დეტალების გაცხადებით ვერ მართავ. შეუძლებელია".

სხვათა შორის, ვან გაალს სჯერა, რომ ინგლისის თასის მოგების შემთხვევაში მას წარმატებული სეზონი ექნება.

"ვფიქრობ, წარმატება აღიბეჭდება თვითმხილველ მამაკაცთა და ქალთა თვალებში.

თუ იმის მოლოდინი გაქვს, რომ "იუნაიტედი" ჩემპიონი უნდა გახდეს, იმედგაცრუებული დარჩები. თუმცა, თუ ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდებით ან ტიტულს მოვიგებთ, მე კმაყოფილი ვიქნები.

თუმცა ზოგიერთი ან ბევრი გულშემატკივრის თვალში ეს საკმარისი არ არის, რადგან ჩემპიონატის მოგება სურთ".


წყარო: mirror
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 მაი 2016 12:06
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ისე ამბობს, თითქოს არ იმსახურებდეს. მედია და ლეგენდები კი არა, პატარა ბავშვისთვისაც კი ცხადია უკვე, რომ საშინალად ვთამაშობთ. 10 წელია ვუყურებ "იუნაიტედის" თამაშებს და ჯერ არ მქონია შემთხვევა, რომ თამაშის დროს ძილის გრძნობას დავეჩაგრე. ახლა კი, სულ მთქნარებაში ვარ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
15 მაი 2016 12:09
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამას არსენლი ხო არ ვგონივართ? მეოთხე ადგილზე გასვლით რომ გვაკმაყოფილეს? ტიპს მოტივაციის უნარი არ აქვს
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
15 მაი 2016 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
sanchesi rato ariyides netaa ha
0
№4
ავტორი: Mufc7
15 მაი 2016 12:30
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვგრძნობ, რომ ვრჩები, თორემ ამას არ ვიტყოდი. თუმცა, ფეხბურთში ესეც შეიძლება შეიცვალოს", - აგრძელებს ლუი.

no
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: temo-scholes
15 მაი 2016 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
მერე შე ნაბოზვაროოო თუ ხვდები რომ ბევრი გულშემატკივარისთვის ეს შედეგები საკმარისი არ არის რატო არ გინდა რო ***ა აქედან ააა??? თუ მაყუთს აკეთებ ა?
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
15 მაი 2016 12:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
რავიცი რაღა უნდა ვთქვა, თვითკმაყოფილების პიკშია ეს კაცი და ასე გონია გულშემატკივარი კმაყოფილი უნდა იყოს ამ მგდომარეობით და თამაშის ხარისხით
0
№7
ავტორი: Lalana
15 მაი 2016 12:46
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
სიმართლე გითხრათ ძაან არ მინდა ეგ თასი მოვიგოთ,არ ეკუთვნის არც ეგ ამ *****სს.თასი რომ მოიგოს მერე ნახეთ თქვენნ საკუთარი თავის ქება და დიდება.ბარსელონადანაც მაგიტომ გამოაგდეს,ჯერ გუნდში როგორი სიტვაცია ჰქონდა,მერე რივალდოს სად ათამაშებდა,ასევე ცხრილის სადღაც შუაში იყვნენნ და მოკლედ კაიი იდიოტიზმები ჩაიდინა როგორც ახლა აქ.ჯობს ამ ყველაფერს მორჩეს და რეალურად მიუდგეს საკითხს,მაგრამ ჩმორი ხელმძღვანელობა გვყავს და ესეც მაგიტომ არის ასე გაბლატავებული.
0
№8
ავტორი: Mike
15 მაი 2016 13:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
აუ ამის ფილოსოფოსი დედასაც ..........
0
№9
ავტორი: GeorgeBest
15 მაი 2016 13:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გადაშლილი წიგნი არა მარა სხვა რამე კი ხარ derphappycry
0
№10
ავტორი: Iunaitedi
15 მაი 2016 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Darches aba haa darches mara gamoasworebs ro tamashis xarisxs da yvela fexburtels tavis adgilas atamashebs da charbenebi agar gveqneba iangis. Iyidis kii ro karg fexburtelebs da ar gaushvebs gundidan aseve karg fexburtelebs am yvelafers tu gamoasworebs darches da darches. Tviton tavis tavs unda ajobos da iunaiteds girseba daubrunos. Ratqmaunda fexburtelebmac unda sheuwyon xeli.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top