თბილისი:
მანჩესტერი:
10-05-2016, 10:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2126,
კომენტარები: 13
ვან გაალი გარისკვას არ აპირებს
ლუი ვან გაალის გადაწყვეტილება ექიმების დიაგნოზზეა დამოკიდებული.
ვან გაალი გარისკვას არ აპირებს
ლუი ვან გაალი ენტონი მარსიალის შემთხვევაში არ გარისკავს და თუ საჭირო გახდება, მას "ვესტ ჰემთნ" მატჩის განაცხადში არ შეიყვანს.

ცნობილი გახდა, რომ ფრანგი ორშაბათს გუნდთან ერთად გაემგზავრა, ფიტნეს ტესტის ჩატარების შემდეგ კი გვეცოდინება, მოხვდება თუ არა 18-კაციან განაცხადში.

მარსიალმა "ნორვიჩ სიტისთან" მატჩის წინა გახურებისას მიიღო ტრავმა და მისი ადგილი შემადგენლობაში ანდერ ერერამ დაიკავა.

მიუხედავად იმისა, რომ "ვესტ ჰემთან" მატჩი უდიდეს მნიშვნელობას ატარებს "მანჩესტერ სიტის" მიერ ქულების დაკარგვის შემდეგ, ვან გაალი თავისი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელით გარისკვას არ აპირებს.

"ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგან უნდა მოვიცადოთ. თუ კუნთი კვლავ გაჭიმული ექნება, არ გავრისკავ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია", - განაცხადა ვან გაალმა.

ჰოლანდიელმა ასევე ცხადყო, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა შეიძლება დაისვენოს იმავე მიზეზების გამო, რისთვისაც "ნორვიჩთან" მატჩში დეილი ბლინდი და მარკუს რეშფორდი არ იქნენ გამოყენებული.

"ეს ყოველთვის ჩემი ფიზიკური კონდიციების სპეციალისტის მონაცემებზეა დამოკიდებული.

სახლში დავბრუნდით, კვირა აღდგენის დღე იყო, მომდევნო დღეც ასევე. ფიზიკური კონდიციების სპეციალისტის მონაცემებზე დაფუძნებით უნდა გადავწყვიყო, მას კი ხშირად ვესაუბრები. ყოველთვის ასე ხდება. ფეხბურთელებს, რომლებიც გადაღლილნი არიან, სახლში ხშირად ვტოვებ".


წყარო: guardian
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 მაი 2016 10:40
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
თუ ჯანმრთელი არ არის, რა აზრი აქვს გარისკვას. ფინალშიც დაგვჭირდება და ბორნმუთთანაც. რომ დააყენოს და გარისკოს, არც მაშინ იქნება მოგება გარანტირებული, თორემ მაგის გარანტია რომ მოგვცეს ვინმემ, როგორ არ გარისკავდა.

იანგიც სულ დაკარგა, მაგასაც შეუძლია ფლანგზე კარგად თამაში და ჩემი აზრით, დეპაიზე გაცილებით უკეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: hemi
10 მაი 2016 10:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
არაჩთუ არაა მზად მართლა არ უნდა გამოიყვანოს უარესი არ მოუვიდეს რამე
0
№3
ავტორი: gaga1987
10 მაი 2016 10:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ეს თამაში უეჭველი მოსაგებია და ეს იცის ყველამ ამიტომ ცენზურა გააანძრიეთ და ყველამ გუნდურად ითამაშეთ
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 მაი 2016 11:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძალიან დიდი დანაკლისი იქნება მარსიალი, თუმცა თუ დღეს თამაში ვერ მოვიგეთ მარსიალის არ ყოფნა გასამართლებელი მიზეზი ნამდვილად ვერ იქნება...
0
№5
ავტორი: Iunaitedi
10 მაი 2016 11:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Gariskos ar gariskos faqti ertia ro mosagebia tamashi da vesthemi evropaligit dakmayofildes.
0
№6
ავტორი: snatch77
10 მაი 2016 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
იმედია ბოლო ტურში სუონსის გულშემატკივრობა არ მოგვიწევს troll
0
№7
ავტორი: Iunaitedi
10 მაი 2016 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: snatch77
იმედია ბოლო ტურში სუონსის გულშემატკივრობა არ მოგვიწევს troll

foreveralonehappy
0
№8
ავტორი: Sh-rati
10 მაი 2016 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
1-1 ia es tamashi ki mitydeba mara a batono
0
№9
ავტორი: ikeoni
10 მაი 2016 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
Gariskva ar girs
0
№10
ავტორი: shotkin
10 მაი 2016 14:00
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
რაცარუნდა იყოს ზამენაზე მაინც დასვავს ყოველი შემთხვევისთვის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top