ლუი ვან გაალი ენტონი მარსიალის შემთხვევაში არ გარისკავს და თუ საჭირო გახდება, მას "ვესტ ჰემთნ" მატჩის განაცხადში არ შეიყვანს.
ცნობილი გახდა, რომ ფრანგი ორშაბათს გუნდთან ერთად გაემგზავრა, ფიტნეს ტესტის ჩატარების შემდეგ კი გვეცოდინება, მოხვდება თუ არა 18-კაციან განაცხადში.
მარსიალმა "ნორვიჩ სიტისთან" მატჩის წინა გახურებისას მიიღო ტრავმა და მისი ადგილი შემადგენლობაში ანდერ ერერამ დაიკავა.
მიუხედავად იმისა, რომ "ვესტ ჰემთან" მატჩი უდიდეს მნიშვნელობას ატარებს "მანჩესტერ სიტის" მიერ ქულების დაკარგვის შემდეგ, ვან გაალი თავისი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელით გარისკვას არ აპირებს.
"ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგან უნდა მოვიცადოთ. თუ კუნთი კვლავ გაჭიმული ექნება, არ გავრისკავ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია", - განაცხადა ვან გაალმა.
ჰოლანდიელმა ასევე ცხადყო, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა შეიძლება დაისვენოს იმავე მიზეზების გამო, რისთვისაც "ნორვიჩთან" მატჩში დეილი ბლინდი და მარკუს რეშფორდი არ იქნენ გამოყენებული. "ეს ყოველთვის ჩემი ფიზიკური კონდიციების სპეციალისტის მონაცემებზეა დამოკიდებული.
სახლში დავბრუნდით, კვირა აღდგენის დღე იყო, მომდევნო დღეც ასევე. ფიზიკური კონდიციების სპეციალისტის მონაცემებზე დაფუძნებით უნდა გადავწყვიყო, მას კი ხშირად ვესაუბრები. ყოველთვის ასე ხდება. ფეხბურთელებს, რომლებიც გადაღლილნი არიან, სახლში ხშირად ვტოვებ".