"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა ფიქრობს, რომ უეინ რუნი ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად უნდა მოხვდეს.
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის არცთუ სახარბიელო სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, კრიტიკოსები მას ნაკრებს მიღმა დარჩენას უწინასწამეტყველებდნენ და "სამ ლომთა" მთავარ მწვრთნელს ასეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ მატას მიაჩნია, რომ რუნიმ უკვე დაამტკიცა, რამდენად იმსახურებს ნაკრებში თამაშს.
"უეინს დასამტკიცებელი არაფერი აქვს. დიდებული ფეხბურთელია და ყოველთვის ასეთი იყო. მას შეუძლია თამაში თავდასხმელად, ვინგერად და ნახევარმცველად, რაც ბოლო რამდენიმე კვირაში გვაჩვენა.
წარმომიდგენია, რამდენად ბედნიერია როი ჰოჯსონი იმით, რომ რუნი ამდენ პოზიციაზე თამაშობს. ასევე გამოცდილებით, რომელსაც იგი გასახდელ ოთახს სძენს.
"ნორვიჩის" წინააღმდეგ რუნიმ საგოლე გადაცემა გააკეთა და დიდებული მოძრაობები აჩვენა. უეინი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და სულერთია, რა პოზიციაზე თამაშობს", - განაცხადა ესპანელმა.