თბილისი:
მანჩესტერი:
10-05-2016, 21:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2189,
კომენტარები: 12
მატა: "რუნის დასამტკიცებელი არაფერი აქვს"
ხუან მატა თანაგუნდელის კრიტიკოსებს პასუხობს.
მატა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა ფიქრობს, რომ უეინ რუნი ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად უნდა მოხვდეს.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის არცთუ სახარბიელო სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, კრიტიკოსები მას ნაკრებს მიღმა დარჩენას უწინასწამეტყველებდნენ და "სამ ლომთა" მთავარ მწვრთნელს ასეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ მატას მიაჩნია, რომ რუნიმ უკვე დაამტკიცა, რამდენად იმსახურებს ნაკრებში თამაშს.

"უეინს დასამტკიცებელი არაფერი აქვს. დიდებული ფეხბურთელია და ყოველთვის ასეთი იყო. მას შეუძლია თამაში თავდასხმელად, ვინგერად და ნახევარმცველად, რაც ბოლო რამდენიმე კვირაში გვაჩვენა.

წარმომიდგენია, რამდენად ბედნიერია როი ჰოჯსონი იმით, რომ რუნი ამდენ პოზიციაზე თამაშობს. ასევე გამოცდილებით, რომელსაც იგი გასახდელ ოთახს სძენს.

"ნორვიჩის" წინააღმდეგ რუნიმ საგოლე გადაცემა გააკეთა და დიდებული მოძრაობები აჩვენა. უეინი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და სულერთია, რა პოზიციაზე თამაშობს",
- განაცხადა ესპანელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: miss devil
11 მაი 2016 07:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
ნამდვილად არ არის ის ძველი რუნი,მაგრამ ინგლისის ნაკრებში 100 პროცენტით უნდა მოხვდეს ევროპაზე....
0
№12
ავტორი: stepno
11 მაი 2016 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეეხ რუნი sad
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top