თბილისი:
მანჩესტერი:
7-05-2016, 18:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2692,
კომენტარები: 18
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალის კომენტარი "ნორვიჩის" დამარცხების შემდეგ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ნორვიჩ სიტის" მატჩის შემდეგ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

მნიშვნელოვანი გამარჯვება

დიახ, მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ საქმეში ვართ და ამ საქმეში ყოფნა ჩვენს კონკურენტებზე ზეწოლას ზრდის. ძალიან მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ. ადვილი არ იყო, რადგან "ნორვიჩი" გადარჩენისთვის იბრძვის და უნდა მოგვეგო, რადგან "ლესტერის" წინააღმდეგ ორი ქულა დავკარგეთ. ახლა კვლავ რბოლაში ვართ.

ცხელი ამინდი

ამინდი დიდ სხვაობას იძლევა. გასულ კვირას, მეტ-ნაკლებად სიცივე იყო, ახლა კი 35 გრადუსი. ფეხბურთელებს სახეზე ეტყობათ სიცხე და ძალიანაც დაიღალნენ. მაგრამ მოვიგეთ, ეს კარგია.

"ვესტ ჰემი" შემდეგში

ჯერ კიდევ რთულია. ახლა გასვლაზე "ვესტ ჰემს" უნდა ვეთამაშოთ და ინგლისის თასის მეოთხედფინალში უკვე ვნახეთ, რომ ადვილი არ არის. ასე რომ, ეს გამარჯვება უნდა გავიმეოროთ. "ვესტ ჰემი" კარგი გუნდია- შემთხვევითი არ არის, რომ სატურნირო ცხრილის ტოპ-ექვსეულში იმყოფება. თასზე გაგვიმართლა. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ გაგვიმართლა, რომ "ვესტ ჰემს" ბოლო წუთზე გოლი არ გავატანინეთ.

ბლინდისა და რეშფორდის დასვენების გადაწყვეტილება

ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ გადაწყვეტილების ხელახლა მიღება არ შეგიძლია. ვფიქრობ, მათ დასვენება სჭირდებოდათ და დაინახავდით, რომ სხვებსაც სჭირდებათ. მაგრამ ყველას ვერ დავასვენებ და პრობლემაც სწორედ ეს არის. ასეთი გადაწყვეტილება მატჩის წინ უნდა მიიღო და არა მისი დაწყების შემდეგ. მატჩის მერე რაც გინდა ის გადაწყვიტე, მაგრამ ეს უკვე აღარ ითვლება. ვიფიქრე, რომ დეილისა და მარკუსს უნდა დაესვენათ, რადგან ბევრ მატჩში მიიღეს მონაწილეობა, თითქმის ყველა მატჩში. რეშფორდი ახალგაზრდაა და ბოლო 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ასე რომ, მისთვის ადვილი არ არის და დასვენება სჭირდება. მინდოდა, მას ამ მატჩში არ ეთამაშა. უკვე გვქონდა სირთულე, სანამ მატეო დარმიანს დავკარგავდით, მატჩის წინ ენტონი მარსიალს.

სუპერ სმოლინგი

ის ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რადგანაც მაღალი ფორვარდების წინააღმდეგ ითამაშა- კამერონ ჯერომისა და მერე დეიუმერსი მბოკანის. მაგრამ საწყის წუთებში დე ხეას მიერ განხორციელებული სეივიც ასევე მნიშვნელოვანი იყო.

"არსენალის" გულშემატკივრობა კვირას

ხვალ ასე თუ ისე "მეთოფეთა" გულშემატკივარი ვიქნები, მაგრამ ამ გუნდებს შორის რთული მატჩი შედგება. მით უმეტეს "რეალთან" წაგების შემდეგ, "მანჩესტერ სიტისთვის" ადვილი არ არის თავის ხელში აყვანა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: mutlismokvaruli
7 მაი 2016 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
.ლეი ხარ
0
№2
ავტორი: PLANeta
7 მაი 2016 18:57
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
მთელი სესონია სულ ამას იმეორებს ჩვენ jer kidev რბოლაში ვართ
0
№3
ავტორი: Iunaitedi
7 მაი 2016 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ამინდი დიდ სხვაობას იძლევა. გასულ კვირას, მეტ-ნაკლებად სიცივე იყო, ახლა კი 35 გრადუსი. ფეხბურთელებს სახეზე ეტყობათ სიცხე და ძალიანაც დაიღალნენ.
როდის გათენდება ისეთი დგე რო შენთვის სასურველი ამინდი იყოს. ეს დედამო#ნული 36 თამაში სუ როგორ ცუდი ამინდია.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
7 მაი 2016 18:58
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რაც არსენალთან, ის დაემართათ აქაც. არსენალთა უფრო მომენტი ჰქონდათ, ვერ გამოიყენეს და 1-0 წააგეს, ჩვენთანაც ჩვენზე კარგი მომენტი ჰქონდათ, ვერ გამოიყენეს და 1-0 წააგეს.

მემგონი მეორე გუნდიც ცნობილია უკვე, რომელიც გავარდება და მესამედ სანდერლენდს ვიხილავდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: gela-manchesteri
7 მაი 2016 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
კაი მოგება იყო
0
№6
ავტორი: shotkin
7 მაი 2016 19:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ყველაფერზე წწუწუნებს ეს ჩემისა რა ამინდი რა ტრანვები ფერგისაც ყავდა ტრანვირებულები და ალბათ მაშინაც ცხელოდა მარა კაცი იყო ესეთ რამეებზზე სალაპარაკოდ დროს არ კარგავდა ეს ვინაა
0
№7
ავტორი: safaridze
7 მაი 2016 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
აუ არსენალი დარწმუნებული ვარ არ წააგებს სიტისთან მაგრამ ჩვენ ვესტხემთან ნიჩიას გავაგორებთ ალბად და ბოლო ტურს მოვიგებთ სიტიც მოიგებს ბოლო ტურს და ბურთებიტ ლიგაზე გავა ნახავთ რა ბედი არ გვაქ ეხლა იჯვამს ვესტხემიაგებს და ჩვენთან ამოისხამს ფრთებს ბუბლიკ
0
№8
ავტორი: ikeoni
7 მაი 2016 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
Mtavaria moviget
0
№9
ავტორი: Mike
7 მაი 2016 19:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
#LVGOUT derphappycry
0
№10
ავტორი: Jorbe-Jorbe
7 მაი 2016 20:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ძალიან ბედნიერი ყოფილა ვან გაალი, ოთხეულისთვის რო ვიბრძვით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top