თბილისი:
მანჩესტერი:
7-05-2016, 18:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2693,
კომენტარები: 18
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალის კომენტარი "ნორვიჩის" დამარცხების შემდეგ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ნორვიჩ სიტის" მატჩის შემდეგ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

მნიშვნელოვანი გამარჯვება

დიახ, მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ საქმეში ვართ და ამ საქმეში ყოფნა ჩვენს კონკურენტებზე ზეწოლას ზრდის. ძალიან მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ. ადვილი არ იყო, რადგან "ნორვიჩი" გადარჩენისთვის იბრძვის და უნდა მოგვეგო, რადგან "ლესტერის" წინააღმდეგ ორი ქულა დავკარგეთ. ახლა კვლავ რბოლაში ვართ.

ცხელი ამინდი

ამინდი დიდ სხვაობას იძლევა. გასულ კვირას, მეტ-ნაკლებად სიცივე იყო, ახლა კი 35 გრადუსი. ფეხბურთელებს სახეზე ეტყობათ სიცხე და ძალიანაც დაიღალნენ. მაგრამ მოვიგეთ, ეს კარგია.

"ვესტ ჰემი" შემდეგში

ჯერ კიდევ რთულია. ახლა გასვლაზე "ვესტ ჰემს" უნდა ვეთამაშოთ და ინგლისის თასის მეოთხედფინალში უკვე ვნახეთ, რომ ადვილი არ არის. ასე რომ, ეს გამარჯვება უნდა გავიმეოროთ. "ვესტ ჰემი" კარგი გუნდია- შემთხვევითი არ არის, რომ სატურნირო ცხრილის ტოპ-ექვსეულში იმყოფება. თასზე გაგვიმართლა. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ გაგვიმართლა, რომ "ვესტ ჰემს" ბოლო წუთზე გოლი არ გავატანინეთ.

ბლინდისა და რეშფორდის დასვენების გადაწყვეტილება

ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ გადაწყვეტილების ხელახლა მიღება არ შეგიძლია. ვფიქრობ, მათ დასვენება სჭირდებოდათ და დაინახავდით, რომ სხვებსაც სჭირდებათ. მაგრამ ყველას ვერ დავასვენებ და პრობლემაც სწორედ ეს არის. ასეთი გადაწყვეტილება მატჩის წინ უნდა მიიღო და არა მისი დაწყების შემდეგ. მატჩის მერე რაც გინდა ის გადაწყვიტე, მაგრამ ეს უკვე აღარ ითვლება. ვიფიქრე, რომ დეილისა და მარკუსს უნდა დაესვენათ, რადგან ბევრ მატჩში მიიღეს მონაწილეობა, თითქმის ყველა მატჩში. რეშფორდი ახალგაზრდაა და ბოლო 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ასე რომ, მისთვის ადვილი არ არის და დასვენება სჭირდება. მინდოდა, მას ამ მატჩში არ ეთამაშა. უკვე გვქონდა სირთულე, სანამ მატეო დარმიანს დავკარგავდით, მატჩის წინ ენტონი მარსიალს.

სუპერ სმოლინგი

ის ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რადგანაც მაღალი ფორვარდების წინააღმდეგ ითამაშა- კამერონ ჯერომისა და მერე დეიუმერსი მბოკანის. მაგრამ საწყის წუთებში დე ხეას მიერ განხორციელებული სეივიც ასევე მნიშვნელოვანი იყო.

"არსენალის" გულშემატკივრობა კვირას

ხვალ ასე თუ ისე "მეთოფეთა" გულშემატკივარი ვიქნები, მაგრამ ამ გუნდებს შორის რთული მატჩი შედგება. მით უმეტეს "რეალთან" წაგების შემდეგ, "მანჩესტერ სიტისთვის" ადვილი არ არის თავის ხელში აყვანა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: hemi
7 მაი 2016 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ახლა დამოკიდებული ვართ არსენალის თამაშზე იმედია ნიჩიასაინც გააგორებენ, არადა ლესტერთან რო მოგვეგო მეოთხეზე ვიქნებოდით უკვე და იმედია ვესტ ჰემს მოვუგებთ
0
№12
ავტორი: snatch77
7 მაი 2016 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
ხვალ მთელი იუნაიტედი X2-ს ვგულშემატკივრობთ wink ქამ ონ არსენ wink
0
№13
ავტორი: Malboro463
7 მაი 2016 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ჭკუაზე არა ვაჟკაცი ნორვიჩთან ძლივს მოგებული მატცით კმაყოფილია. წელსაც ლიგის გარესე დარჩება გუნდი ნახე თუ არა
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2016 20:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
თამაშე ვერ ვუყურე და მარსიალს და მოუვიდა? დიდხანს იუქმებს ნეტა?
0
№15
ავტორი: army13
7 მაი 2016 22:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
west hemma suonsistan chaisvara,imedia chventanac analogiurad itamashebs
0
№16
ავტორი: stepno
7 მაი 2016 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ლიგაზე გავალთ ხალხო ნუ ნერვიულობთ და ლუიც წავა მაგაზეც ნუ ინერვიულებთ winked
0
№17
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 მაი 2016 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია დღეს სიტი ვერ მოიგებს winked
0
№18
ავტორი: de gea1
9 მაი 2016 01:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
ციტატა: stepno
ლიგაზე გავალთ ხალხო ნუ ნერვიულობთ და ლუიც წავა მაგაზეც ნუ ინერვიულებთ winked

ღმერთმა გისმინოს ნეტა თასი მოვიგოთ ლიგაზე გავიდეთ და ამ სირმაც ***ას მაურინიო რო მოვიდეს ანჩესტერმა რაც დაკარგა აინაზღაურებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top