თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2016, 15:59
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2942,
კომენტარები: 14
"წითლები" არენდით: უილსონმა და ფლეთჩერმა გაიბრწყინეს
იჯარით წასულმა "იუნაიტედის" ახალგაზრდებმა გოლების გატანა მოახერხეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდებმა, ეშლი ფლეთჩერმა და ჯეიმს უილსონმა, რომლებიც არენდით "ბარნსლისა" და "ბრაიტონში" ასპარეზობენ, უკანასკნელ მატჩში გოლების გატანა მოახერხეს.

უილსონი "ბრაიტონსა" და "დერბის" შორის დაპირისპირებისას, მოედანზე შეცვლაზე შემოვიდა და დამატებით მე-5 წუთზე ანგარიში გაათანაბრა (1:1). ახლა, "ბრაიტონს" "ბარნლის" მსგავსად მომდევნო სეზონში პრემიერ ლიგაზე ასპარეზობისთვის, მხოლოდ სეზონის ბოლო მატჩში, "მიდლსბროს" წინააღმდეგ გამარჯვება მართებს.



რაც შეეხება, ეშლი ფლეთჩერს, რომელიც "ბარნსლიში" ასპარეზობს, "კოლჩესტერის" წინააღმდეგ დაპირისპირებაში, მან დუბლი გაიფორმა. 57-ე წუთზე ახალგაზრდა ინგლისელმა ანგარიში გაათანაბრა, მე-80 წუთზე კი საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა სტუმრებმა დამატებით დროში გოლის გატანა მოახერხეს და ანგარიში გაათანაბრეს. "ბარნსლი" მე-6 ადგილზე იმყოფება, პლეი-ოფში გასასვლელად კი უკანასკნელ ტურში, პირველ ადგილოსანი "უიგანის" დამარცხება მართებს, რომელმაც ჩემპიონშიპის საგზური უკვე მოიპოვა.

ვიდეოები
14 კომენტარი
№1
ავტორი: gela-manchesteri
4 მაი 2016 16:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
love
0
№2
ავტორი: ikeoni
4 მაი 2016 17:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
საღოლ ბიჭებს
0
№3
ავტორი: Lee Sharpe
4 მაი 2016 17:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
უყურებთ ვინმე უილსონს? მოუბრუნდეს ვინმეს ენა და თქვას არ იმსახურებს შანსსო, ჩაიკარგა უილსონიო ხშირად წამიკითხავს... ძაან მაგარი ბიჭია, ახალი რომ გამოჩნდება ძველს ნუ ივიწყებთ ხოლმე, უილიამ კინი ვისაც ახსოვს რა გოლების მანქანა იყო მაგრამ არ გაუმართლა არენდებში ამოხადეს სული, ან 10 წუთი შეუშვებდნენ ათასში ერთხელ, მერე ჯეიმსი წამოვიდა 12-13 ის სეზონი პიკი ქონდა უეფას ახალგაზრდულ ლიგაზეც არ გაახარა ჯგუფში არავინ ახალგაზრდულ პრემიერლიგაშიც ყარა გოლები, დებიუტში იფრინა, ქუინზ პარკსაც შეუგდო თასზეც გაიტანა, სიტის თანატოლებს ახალგაზრდულ ქომუნითი შილდზე პოკერი შეუსრულა თან რა გოლები და იმედია დაუფასებენ გაუშვეს იჯარით და აგერ იქაც კარგათ თამაშობს ბრაიტონს ბევრი თავდამსხმელი ყავს და თანაბრად ანაწილებს დროს ყველაზე თითქმის და ის 4-5 გოლი ჯამში წაადგა, გასაგებია რეშფორდი შესანიშნავი ბიჭია მაგრამ მანამდე ამ კაცმა მიიპყრო ყურადღება და უნდა დაუფასდეს და ამასაც მიეცეს შანსი, 20 წლისაა მეტის არა manunited
0
№4
ავტორი: t123123
4 მაი 2016 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
ვილსონი უნდა დაბრუნდესს!
0
№5
ავტორი: GeorgeBest
4 მაი 2016 17:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ რომ პირადად მე რეშფორდსაც მირჩევნია უილსონი. რეზერვებში მაგის თამაშებს ხშირად ვადევნებდი თვალს და რასაც აკეთებდა იცის უმეტესობამ მაინც. დებიუტი იდეალური ჰქონდა, უბრალოდ ჩაიკარგა ესე უშანსოდ, იმიტომ რომ რაც არ უნდა მიმტკიცონ ამ გუნდში შანსი იქამდე არ ეძლევათ ახალაგზრდებს ვიდრე გამოუვალი სიტუაცია არ შეიქმნება, რეშფორდიც ასე იქნებოდა დარწმუნებული ვარ

ძაან მაგარი ბიჭია და მე მაგრად მომწონს, იმედია დააბრუნებენ და დაამტკიცებს რა შეუძლია. არაა ეს კინივით ცენტრფორვარდი, ზუსტად ის სტილია რაც მარსიალი-რეშფორდის დუეტს აკლია

შეიძლება ძაან გადავაჭარბე, მაგრამ რაც არ უნდა იყოს შანსი დაიმსახურა
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
4 მაი 2016 18:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უილსონიც და ფლეტჩერიც იმსახურებენ შანსს
0
№7
ავტორი: Rosso Diavolo
4 მაი 2016 18:08
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
უილსონი შესანიშნავი ბიჭია, ეს არაერთხელ დაამტკიცა, სადებიუტო მატჩიც გენიალური ქონდა !! love უნდა იმსახურებდეს შანსს, მით უმეტეს, როდესაც რეშფორდს მისცეს ასეთ ცუდ მდგომარეობაში შანსი
0
№8
ავტორი: PLANeta
4 მაი 2016 18:10
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ძაან მაგარია ეს პროსტა რაღაც ჩაქრა არ ვიცი ეს იმ ტურნეს ბრალი იყო ცუდად რომ იასპარეზა თუ რეშფორდის ფაქტორმა იმოქმედა შანსი აუცილებლად უნდა მიიღოს ძალიან საჭირო კაცია. კონტრშეტევაზე ძალიან სახიფათოა. 4-3-3 ის იდეალურია განაპირა (მარჯვენა) თავდასხმელად. როტაციის დროს გამოგვადგება. რეშორდს რაც შეეხება კონკურენცია ძალიან მაღალი იქნება და თუ თვითონ არ უნდა ჩაკვდეს რეზერვებში ჯობია მომავალ სეზონში გავანათხოვროთ რათა უფრო განვითარდეს.
0
№9
ავტორი: hemi
4 მაი 2016 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ვილსონი მართლა კარგი ბიჭია და შანსი უნდა მიეცეს რა კინზე მეც მაგრა მწყდება გული და ანხელო ჰენრიკესიც არ უნდა დაგვავიწყდეს ეგეც სულ უშანსოდ გაუშვეს არადა კარგად ყომარობდა, იანუზაისაც უნდა მისცენ შესაძლებლობა რო დაამტკიცოს რა შეუძლია და მე ბლეკეტი მაკნეირიც მომწონდა ნუ მაგათზე დიდი იმედების დამყარება არ შეიძლება მაგრამ შანსი ყველას უნდა მიეცეს
0
№10
ავტორი: Rio-vidic
5 მაი 2016 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
Wilson magari bichia UNDA mices shansi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top