თბილისი:
მანჩესტერი:
1-05-2016, 12:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2264,
კომენტარები: 20
ვან გაალი: "მომავალშიც აქ ვიქნები"
ლუი ვან გაალი "იუნაიტედში" დარჩენაში დარწმუნებულია.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედს" თავად გაწვრთნის და ამაზე გავლენას მიმდინარე სეზონის შედეგები ვერ მოახდენს.

"წითელი ეშმაკები" ოთხეულში შესასვლელად და ინგლისის თასის მოსაგებად იბრძვიან და როგორც ჭორები იუწყება, ამის განუხორციელებლობის შემთხვევაში ჰოლანდიელი კლუბს დატოვებს.

ვან გაალის შეცვლის უმთავრეს კანდიდატად ჟოზე მოურინიო ითვლება, მაგრამ 64 წლის სპეციალისტი თავის მომავალში დარწმუნებულია.

"ვიცი, რომ ასე იქნება. ამიტომაც დამიქირავეს და ამაზე ვისაუბრეთ. ყოველთვის ვიცოდით, რომ პროცესს სამი წელიწადი დასჭირდება. მე კი მხოლოდ 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება მინდოდა.

კლუბს უნდოდა ჩემი დაქირავება სამი წლით და არა მე. მე სამწლიანს მოვაწერე ხელი, ასე რომ, მომავალ წელსაც აქ ვიქნები.

ექვსი თვის განმავლობაში ყოველ კვირაში მაძევებდნენ - და ჯერ კიდევ აქ ვარ. მაგრამ ასეთი რამ ყოველ კლუბში ხდებოდა.

"იუნაიტედშიც" იმავე საქმეს ვაკეთებ, რისთვისაც სხვა კლუბებში მამუშავებდნენ. ხალხმა მხედველობაში უნდა მიიღოს გუნდი, რომელიც მე ჩავიბარე და შეადაროს ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა ამ ასაკისანი გვყავს.

ძალიან დიდი განსხვავებაა ხალხის აზრსა და მედიის აზრს შორის. დიდი განსხვავება. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ჩემი გამოცდილებით, რომ მე ჩემს თავზე არ ვარ დამოკიდებული. მე რეალისტი ადამიანი ვარ და მხოლოდ ფაქტებზე ვლაპარაკობ",
- განაცხადა ვან გაალმა.

ვან გაალმა ფაქტების მოყვანა მომდევნო შეკითხვისას დაიწყო.

"ფაქტი ის არის, რომ გასულ წელს ოთხეულში შევედით. ახლა მეხუთეზე ვართ, მაგრამ მესამეზე გასვლაც შეგვიძლია. 15 მაისს დანამდვილებით გვეცოდინება.

ფაქტი ის არის, რომ ინგლისის თასის ფინალში ვართ. ფაქტი ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვიყავით. გასულ წელს ეს არ გაგვიკეთებია.

ფაქტი ის არის, რომ ლიგის თასზე უფრო შორს გავედით. ასე რომ, ბევრი პლუსია. დიახ, ახლა მეხუთეზე ვართ და ვიბრძვით ერთი პოზიციისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

ჩვენ ასევე საუკეთესო საშინაო შედეგი გვაქვს, მაგრამ ტოპ-გუნდებს შორის ყველაზე ხშირად დამარცხებადი გუნდი ვართ და ეს უნდა გამოსწორდეს".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
20 კომენტარი
№1
ავტორი: Iunaitedi
1 მაი 2016 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Ravici chemiazrit yvelaferi sworad tqva. Am temas bevrnairi kutxit sheidzleba miudge. Magram mainc yvela eryazrzevart ro unda eavides da tu datoves kideda amis kargic mov##an.
0
№2
ავტორი: Rezikomankunia
1 მაი 2016 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
მე მაგალითად კიდევ 1 სეზონით დატოვების მომხრე ვარ
0
№3
ავტორი: RojoDiablo
1 მაი 2016 13:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ოოო, მართლა თუ ეგრეა საქმე და კლუბმა ეხვეწა, სამწლიანი გააფორმეო, აღარ გაუშვებენ და ეგაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: MANUTD1878
1 მაი 2016 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
აუცილებლათ უნდა დარჩეს თუ გუნდის მომავალი უნდათ
0
№5
ავტორი: ikeoni
1 მაი 2016 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
ვნახოთ ვნახოთ
0
№6
ავტორი: Iunaitedi
1 მაი 2016 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: Rezikomankunia
მე მაგალითად კიდევ 1 სეზონით დატოვების მომხრე ვარ

Raga dagimalo da mec momxrevar kide 1 sezonis ro darches. Imito ro cota ragac bolotamashebshi sheicvala gundi. Axalgazrdebtan kargad mushaobs da iqneb am ertwelshi uket da uket aatamashos. Cota azrzec mova da saintereso iqneba. Marto 1 weli. Da tu sxva vinme mova albat aravis jera ro 1 welshi chempionats movigebt da ligis finalamde mainc mival. Es cota rtuli iqneba. 1 weli kiara sheidzleba metic dajirdes xo. Da nelnela ukve ragacas vemsgavsebitsavit ra da mec momxrevar 1 weli kide iyos.
0
№7
ავტორი: gela-manchesteri
1 მაი 2016 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
უნდა ***ას რა
0
№8
ავტორი: GeorgeBest
1 მაი 2016 13:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფაქტი ის არის, რომ გასულ წელს ოთხეულში შევედით. ახლა მეხუთეზე ვართ, მაგრამ მესამეზე გასვლაც შეგვიძლია. 15 მაისს დანამდვილებით გვეცოდინება.

რატო არ კვდები
0
№9
ავტორი: Lady in red
1 მაი 2016 14:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
რა ვთქვა აღარ ვიცი, სეზონის დასრულებას ველოდები, მაგრამ ისიც ფაქტია თუ გაშვება უნდოდათ აქამდე გაუშვებდნენ, დაველოდოთ და ვნახოთ რა იქნება
0
№10
ავტორი: kaxeti
1 მაი 2016 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ფუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top