თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2016, 17:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2940,
კომენტარები: 15
"ევერტონთან" მატჩში ლინგარდის თამაშის მოკლე მიმოხილვა
რამდენად კარგია ჯესი ლინგარდი და იმსახურებს თუ არა სასტარტო შემადგენლობაში ყოფნას.
ბოლო პერიოდში ჩვენი საიტის მომხმარებელთა შორის გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ ჯესი ლინგარდი კლუბის დონეს ვერ აკმაყოფილებს და მისი ადგილი სასტარტო შემადგენლობაში არ არის. ეს მოსაზრება კიდევ უფრო გამყარდა "ევერტონთან" მატჩში მის მიერ გამოუყენებელი მომენტების შედეგად. მოდით, გადავხედოთ, როგორ ჩაატარა "იუნაიტედის" აღზრდილმა აღნიშნული შეხვედრა.

"წითლები" 4-1-4-1 სქემით მოქმედებდნენ, ლინგარდი კი მარჯვენა ვინგერს წარმოადგენდა.

"ევერტონთან" მატჩში ლინგარდის თამაშის მოკლე მიმოხილვა


თავდაცვა

თავდაცვისას ლინგარდი ვინგერის სტანდარტულ ფუნქციებს ასრულებდა: მარჯვენა მცველის, ფოსუ-მენსას დასახმარებლად უკან იხევდა, ყურადღებით აკვირდებოდა ლეიტონ ბეინსის ჩართვებს და მოწინააღმდეგეს სახიფათო ზონაში რიცხობრივ უპირატესობას არ აქმნევინებდა.

ნებისმიერ კართან დანიშნული სტანდარტული მდგომარეობის დროს ჯესი საჯარიმოს გარეთ რჩებოდა, რადგანაც სისწრაფე მას უკან სწრაფად დახევის ან კონტრშეტევაზე გაქცევის საშუალებას აძლევს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მისი სიდაბლე და ამის გამო მეორე სართულზე არცთუ ძალიან კარგი მონაცემები.

თავდაცვის მხრივ სიახლეს ვერაფერს ვხედავთ: ლინგარდის მოქმედებები პოზიციის ვალდებულებებითაა ნაკარნახევი. გაცილებით საინტერესოა მისი თამაშის ხილვა თავდასხმაში.

შეტევა

გადავხედოთ ჯესის გადაადგილებას. ზეწოლით ფაზაში "იუნაიტედი" 4-3-3 განლაგებაზე გადადიოდა. როცა თამაში მის ფლანგზე მიმდინარეობდა, სიფართეს ქმნიდა გვერდით ხაზთან გახსნით. მარცხენა ფლანგიდან შეტევისას ინგლისელი ცენტრში იწევდა. ბურთის დიდხანს ფლობის პერიოდში ჯესი "ათიანის" პოზიციას იკავებდა, რაც უეინ რუნის სიღრმეში დახევას და თამაშის კონტროლის საშუალებას აძლევდა, ეს უკანასკნელი კი შეტევის მიმართულებას გრძელი გადაცემებითა და მაიკლ კერიკთან და მარუან ფელაინისთან სამკუთხედების შექმნით ცვლიდა.

ეს აისახა გაშუალედებულ პოზიციაზეც, ასევე სითბურ რუკაზე და ბურთთან შეხების ადგილებზე, გადაცემების შესრულებაზე.

გაშუალედებული პოზიციები (ლინგარდი - №35)

"ევერტონთან" მატჩში ლინგარდის თამაშის მოკლე მიმოხილვა


ლინგარდის სითბური რუკა...

[img]http://carrick.ru/wp-content/uploads/2016/04/Everton-Manchester-United-Live-28-1.jpg[/img


... და რუნი შესაბამისად.

[img]http://carrick.ru/wp-content/uploads/2016/04/Everton-Manchester-United-Live-28-2.jpg[/img]


გამოდის, ჯესი მარჯვენა ვინგერის ან "ათიანის" როლს პირობებზე დამოკიდებულებით ითვისებდა. აღსანიშნავია, რომ ლინგარდი მწვრთნელის დავალებას ასრულებდა, ორივე ზონას წარმატებით კეტავდა და აქტიურად მოქმედებდა მატჩში საერთო სივრცეში.

ამას ამტკიცებს ბურთთან მისი შეხება და გაკეთებული გადაცემები.

ბურთთან შეხების რუკა.

"ევერტონთან" მატჩში ლინგარდის თამაშის მოკლე მიმოხილვა


გაკეთებული პასების რუკა.

"ევერტონთან" მატჩში ლინგარდის თამაშის მოკლე მიმოხილვა


მეტიც, მოტყუების ორივე მცდელობა მან ცენტრალურ ზონაში განახორციელა, სამივე შექმნილი შანსიც იმავე ზონიდან შექმნა.

საგულისხმოა ფეხბურთელის სტატისტიკა. მთელი მატჩის განმავლობაში ჯესი ლინგარდმა:

- გააკეთა 44 ზუსტი პასი 46-დან (ორივე მაჩვენებელის მიხედვით "იუნაიტედში" მხოლოდ კერიკსა და რუნის ჰქონდათ უფრო მეტი)

- პასებს 96%-ანი სიზუსტით იძლეოდა (ყველა ფეხბურთელს შორის უფრო მეტი მხოლოდ ერერას ჰქონდა - 100%).

- შექმნა 3 შანსი (მეტი მხოლოდ მარსიალსა და ქლევერლის ჰქონდათ - 4)

- კარისკენ ორჯერ დაარტყა (როგორც რეშფორდმა, მეტი აქვთ მარსიალს, რუნისა და ფელაინის)

- გამოირჩა 1 ამოტანით, 1 დაბლოკვით (როგორც როხო და კერიკი)

შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელმა ღირსეული მატჩი ჩაატარა: ფარავდა დიდ ტერიტორიას, რამდენიმეჯერ დაეხმარა დაცვას, თითქმის არ ცდებოდა გადაცემებში, პარტნიორებს მომენტებს უქმნიდა და დასარტყმელ პოზიციაზე თვითონაც გავიდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისთვის დროებითი ამპლუის დავალებას წარმატებით გაართვა თავი.

თუმცა, თუ თავად მომენტებს გავიხსენებთ, შექმნილი შანსებისა და დარტყმების მაჩვენებელი სხვა სახეს იძენს. რაც შეეხება გადამწყვეტ პასებს: ორი მიუვიდა დასარტყმელ პოზიციაზე მყოფ რუნის (ერთი - მარცხენა ფეხით პირველ ტაიმში რობლესს ხელებში, მეორე - შორეული დარტყმა მეორე ტაიმში, დაბლოკილი), ერთმა - მარსიალი ერთი-ერთზე გაიყვანა და მან კარს ააცილა. როგოც ვხედავთ, მხოლოდ ფრანგის მომენტისას იმსახურებს შექებას, დანარჩენი ორი პასი მოედნის მცირე მონაკვეთზე გაკეთდა და სტატისტიკაში მხოლოდ რუნის მცდელობის გამო მოხვდა. რაც შეეხება დარტყმეს, აქ მომენტის ხარისხსა და მის პერსპექტივაზე შეიძლება კამათი, მაგრამ ერთი რამ უდავოა: ლინგარდი სწორხაზოვნად და არაცბიერად მოქმედებდა.

"ევერტონთან" მატჩში ლინგარდის თამაშის მოკლე მიმოხილვა


აი რამდენიმე უკვე არც ისე აღმაფრთოვანებელი რიცხვი:

- 2-ჯერ სცადა მოტყუება - 1 წარმატებული (მე-4 ადგილი "იუნაიტედში" რუნისთან ერთად, მეტი აქვს ფელაინის, მარსიალსა და რეშფორდს)

- ბურთი 2-ჯერ დაკარგა (როგორც როხოს, მეტი აქვს მხოლოდ ფელაინისა და რეშფორდს)

- ბურთს 56-ჯერ შეეხო (სასტარტო შემადგენლობაში მყოფთაგან მეტი მხოლოდ მარსიალს, რეშფორდსა და სმოლინგს აქვს)

აქვთ თუ არა ამ რიცხვებს ცალსახად ნეგატიური ხასიათი? არა. დაკარგვა მაინც არ არის ბევრი (რაც კვლავ იმაზე მეტყველებს, რომ ბურთით შეცდომებს პრაქტიკულად არ უშვებს, გარდა დასრულებისა), ბურთთან შეხების სტატისტიკა კი უფრო გუნდის სათამაშო სტილთან არის დაკავშირებული: "იუნაიტედის" ფეხბურთელები იშვიათად აკეთებენ პასს წინ, თუ ადრესატს მისაღებად საკმარისი შესაძლებლობები არ აქვს, შემტევ ტრიოს კი ამის ყველაზე ნაკლები შესაძლებლობა აქვს. ამასთან ვერ ვიტყვით, რომ ფეხბურთელი პრაქტიკულად არ რისკავდა და მეტწილად ახლო მდებარე ფეხბურთელზე თამაშობდა: 46 პასიდან 26 წინ გაკეთდა (მოედნის შემტევ მესამედზე - 28-დან 21).

რა გვაქვს ჯამში: ლინგარდი მწვრთნელის დავალებას ასრულებდა და საერთო გუნდური მექანიზმის საიმედო ნაწილი იყო. ამავდროულად, მისი პირადი წვლილი უფრო წონადი შეიძლებოდა ყოფილიყო და ამ მხრივ ის ჯერ კიდევ გასაზრდელია.

Whoscored-მა ჯესის თამაში 6,9 ქულით შეაფასა და გარკვეულწილად ამას უნდა დავეთანხმოთ. კარგი, მაგრამ არც ისე ნათელი თამაში შრომისმოყვარე და საიმედო, მაგრამ არცთუ ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისა. ვინმე მეტს ელის?

პერსპექტივები

თუ ცუდ რეალიცაზიას არ ჩავთვლით (რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროებს მხედველობაში მიღებას), მე მეტს არ ველი. არის თუ არა ეს მისთვის მაქსიმუმი? ახლა შეგრძნების მხრივ, და არა სტატისტიკის - ყველაფერი ამას მოასწავებს. ზუსტად ახლა ჯესი საჭირო და სასარგებლოა, მაგრამ მარჯვენა ფლანგს რამდენიმე წლით დაიჭერს? ამისათვის შეკითხვათა მთელ რიგს უნდა გავცეთ პასუხი.

შეუძლია ლინგარდს თამაშზე რეგულარული გავლენის ქონა ინდივიდუალური მოქმედებებით? შესწევს "მაგიის" ძალა? ხოლო თუ მოცემული უნარები ახლა არასაკმარისია, ექვემდაბარება თუ არა პერსპექტივები გაზრდას, იგრძნობა თუ არა მომავალში ახალ დონზე ასვლა? ჯესის კოლეგას მარცხენა ფლანგიდან, ენტონი მარსიალს (თუმცა დავალებები მათ სხვადასხვა აქვთ) ეს ყველაფერი საკმარისად აქვს, რადგან "იუნაიტედის" იმედია. ლინგარდი კი, როგორც ამ მატჩში, "აუცილებლობის შემთხვევაში" საიმედო ვარიანტს წარმოადგენს. "ტოპ-კლუბის სტანდარტების" ხსენების გარეშეც კი არ არის ეს ის, რაც გულშემატკივართა მოლოდინს გაამართლებს.

ავტორი: რომან ლოსკუტოვი
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
30 აპრილი 2016 17:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაც არ უნდა მიმტკიცონ რომ საჭირო კაცია და რაღაცები, მე ამის ადგილს ძირითადში ვერ ვხედავ, გუნდიდან გაგდებაზე უბრალოდ იმიტომ არ ვსაუბრობ რომ ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემებია ფლანგზე

მაქსმუმია რასაც აკეთებს და არ მჯერა რომ მეტის შემოთავაზება შეუძლია. დრო იმაზე მეტი ჰქონდა ვიდრე უნდა ჰქონოდა

თუ მომენტებს ჰქმნის (რაც ძაან იშვიათია) თვითონ სამჯერ მეტს აფუჭებს, კაცის მოტყუებასა და რაიმე ღირებულის შექმნას ვინ ჩივის. არ შეიძლება ამ კაცის იმით "გაპრავება" რომ უკეთესები არ გვყავს, ვალენსია უფრო კრეატიულია მგონი
0
№2
ავტორი: RojoDiablo
30 აპრილი 2016 17:58
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სულ ვარსკვლავები რომ მოწყვიტოს, ამაზე ჩემი აზრი მაქვს და მას არ შევიცვლი.

დარბის, შრომობს, დაცვას ეხმარება, ამას არავინ უკარგავს, მაგრამ მაგარი უფანტაზიო ფეხბურთელია. მე რომ მე ვარ და პროფესიონალურ ფეხბურთთან მხოლოდ მაყურებლის დონის კავშირი მაქვს, მეც კი ვხვდები, რას იზამს ამა თუ იმ ეპიზოდში. ძალიან ბევრჯერ მახსოვს, ელემნტარული პასი ვერ გაუკეთებია საჯარიმოში და იყო ეპიზოდებიც, როცა საჯარიმოში უფრო მეტს ხიფათს რეშფორდი წარმოადგენდა (თუმცა მარკუსი პასის გაკეთების მომენტში თავს საერთოდ არ სწევს).

23 წლისაა, არც ისეთი პატარაა, როგორც სხვები და რაღაც სასწაულ პერსპექტივებს ვერ ვხედავ (ჩემი მოკრძალებული აზრია, რა თქმა უნდა), მაგრამ უკეთესის სურვილს ესეც ტოვებს და მის პოზიციაზე მოსასვლელი სხვა ფეხბურთელიც.

ერთი კია, სიტისთან ათიანზე ძალიან მაგრად ითამაშა, თუმცა ის იყო და ის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Memphis_Depay
30 აპრილი 2016 17:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ai sheidzleba bevrs arafers afuchebs mara didad arc sargebeli moaqvs ... vinme marsialisnairi gvinda rom orive flangidan dinamiuri shetevebit ufro advilad gavtexot dacva ... lingardi ki atianisken ufro iwevs vidre marjvena vingerobisken da amitom mirchevnia depaym itamashos marjvena flangze da sakutari tavis rwmenas ro daibrunebs bevrad ufro kreatiuli da tamashis tavis tavze amgebia depay
0
№4
ავტორი: shotkin
30 აპრილი 2016 18:06
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: General
რაც არ უნდა მიმტკიცონ რომ საჭირო კაცია და რაღაცები, მე ამის ადგილს ძირითადში ვერ ვხედავ, გუნდიდან გაგდებაზე უბრალოდ იმიტომ არ ვსაუბრობ რომ ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემებია ფლანგზე

მაქსმუმია რასაც აკეთებს და არ მჯერა რომ მეტის შემოთავაზება შეუძლია. დრო იმაზე მეტი ჰქონდა ვიდრე უნდა ჰქონოდა

თუ მომენტებს ჰქმნის (რაც ძაან იშვიათია) თვითონ სამჯერ მეტს აფუჭებს, კაცის მოტყუებასა და რაიმე ღირებულის შექმნას ვინ ჩივის. არ შეიძლება ამ კაცის იმით "გაპრავება" რომ უკეთესები არ გვყავს, ვალენსია უფრო კრეატიულია მგონი

გაუმარჯოს :Dდ შენ ისარახარ ვალენსიას ეს როგირჩევნია? :DD ადრე ვკამათობდით და ეხლა გამახსენდა სწორ აზზრზე დამდგარხარ კაია სწორხაზვანია ვალეც ამრა შედეგი მოაქ პრასტრემლებს მაიც აკეთებს ამაზე სწრაფია და ჯანზეა
0
№5
ავტორი: Iunaitedi
30 აპრილი 2016 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ხო ძაან მაინტერესებს ვისუფრო მეტი სათამაშო დრო ქონდა იუნაიტედში. ალბათ დეხეას შემდეგ მეორე ან მესამე მაინც იქნება ამ მხრივ და შედეგი არაფერი. როცარო ყოველი თამაშის მერე უნდა მოუმატო ეს პირიქით.
0
№6
ავტორი: mutlismokvaruli
30 აპრილი 2016 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
უვნებელი და უსარგებლო ამაზეა ნათქვამი
0
№7
ავტორი: safaridze
30 აპრილი 2016 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
მემფისი მინდა ძირითადში აიკლებენ ფლანგებიდან მარსიალი და მემფისი

dzaan moomwons kargi bichia magram memfisis donis ara memfisi msoflioshi erterti sauketesoa formashi unda shesvla ai lingardi zamenida kargad chaertoba
0
№8
ავტორი: Iunaitedi
30 აპრილი 2016 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: safaridze
მემფისი მინდა ძირითადში აიკლებენ ფლანგებიდან მარსიალი და მემფისი

dzaan moomwons kargi bichia magram memfisis donis ara memfisi msoflioshi erterti sauketesoa formashi unda shesvla ai lingardi zamenida kargad chaertoba

ხო იმდენი დრო რამდენიც ლინგარდს მისცა ვანგაალმა მემფისისთვის რო მიეცა ვინიცის როგორ ითამაშებდა.
0
№9
ავტორი: GeorgeBest
30 აპრილი 2016 18:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: shotkin
ციტატა: General
რაც არ უნდა მიმტკიცონ რომ საჭირო კაცია და რაღაცები, მე ამის ადგილს ძირითადში ვერ ვხედავ, გუნდიდან გაგდებაზე უბრალოდ იმიტომ არ ვსაუბრობ რომ ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემებია ფლანგზე

მაქსმუმია რასაც აკეთებს და არ მჯერა რომ მეტის შემოთავაზება შეუძლია. დრო იმაზე მეტი ჰქონდა ვიდრე უნდა ჰქონოდა

თუ მომენტებს ჰქმნის (რაც ძაან იშვიათია) თვითონ სამჯერ მეტს აფუჭებს, კაცის მოტყუებასა და რაიმე ღირებულის შექმნას ვინ ჩივის. არ შეიძლება ამ კაცის იმით "გაპრავება" რომ უკეთესები არ გვყავს, ვალენსია უფრო კრეატიულია მგონი

გაუმარჯოს :Dდ შენ ისარახარ ვალენსიას ეს როგირჩევნია? :DD ადრე ვკამათობდით და ეხლა გამახსენდა სწორ აზზრზე დამდგარხარ კაია სწორხაზვანია ვალეც ამრა შედეგი მოაქ პრასტრემლებს მაიც აკეთებს ამაზე სწრაფია და ჯანზეა


არც ერთი არ მირჩევნია. მე უბრალოდ იმას აღვნიშნავ ხოლმე რომ ვალენსიასთან ამის შედარება ანდა პირქით არც ერთს არ აქცევს ამ კლუბის დონის ფეხბურთელებად.
რაც შეეხება უფანტაზიობას ყველაზე სწორხაზოვან ფეხბურთელად ვალენსიას მივიჩნევ და მაგიტომ მოვიყვანე მაგალითად

უბრალოდ არ ვემხრობი იმას რომ ვალენსიას მაინც ჯობიათი უნდა იდგეს ვინმე ძირითადში ან პირიქით
0
№10
ავტორი: hemi
30 აპრილი 2016 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
სტატისტიკის მიხედვით თავისუფკად იტყვი რო კარგად ითამაშა რომ გეყურებინა მატჩისთვის დიდი არაფერი გაუფუჭებია გაცუდებულ მომენტს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ ეს ამის საუკეთესო თამაში იყო მგონი და მაინც ვერაფერი ვერც ჩთაბეჭდილება მოახდინა და არც გუნდს დახმარებია დიდად გოლები კი გააქვს მაგრამ ეგეც იშვიათად და ძაან დაუფიქრებელი ტიპია იმხელა კლასიც არ აქვს რო აუ რას თამაშობსო თქვა, მოკლედ ამის ადგილი ზამენაზეა ეგეც იმიტო რო ვალენსიას გარდა სხვა მარჯვნივ არც არავინ გვყავს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top