თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2016, 17:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2948,
კომენტარები: 15
"ევერტონთან" მატჩში ლინგარდის თამაშის მოკლე მიმოხილვა
რამდენად კარგია ჯესი ლინგარდი და იმსახურებს თუ არა სასტარტო შემადგენლობაში ყოფნას.
ბოლო პერიოდში ჩვენი საიტის მომხმარებელთა შორის გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ ჯესი ლინგარდი კლუბის დონეს ვერ აკმაყოფილებს და მისი ადგილი სასტარტო შემადგენლობაში არ არის. ეს მოსაზრება კიდევ უფრო გამყარდა "ევერტონთან" მატჩში მის მიერ გამოუყენებელი მომენტების შედეგად. მოდით, გადავხედოთ, როგორ ჩაატარა "იუნაიტედის" აღზრდილმა აღნიშნული შეხვედრა.

"წითლები" 4-1-4-1 სქემით მოქმედებდნენ, ლინგარდი კი მარჯვენა ვინგერს წარმოადგენდა.

"ევერტონთან" მატჩში ლინგარდის თამაშის მოკლე მიმოხილვა


თავდაცვა

თავდაცვისას ლინგარდი ვინგერის სტანდარტულ ფუნქციებს ასრულებდა: მარჯვენა მცველის, ფოსუ-მენსას დასახმარებლად უკან იხევდა, ყურადღებით აკვირდებოდა ლეიტონ ბეინსის ჩართვებს და მოწინააღმდეგეს სახიფათო ზონაში რიცხობრივ უპირატესობას არ აქმნევინებდა.

ნებისმიერ კართან დანიშნული სტანდარტული მდგომარეობის დროს ჯესი საჯარიმოს გარეთ რჩებოდა, რადგანაც სისწრაფე მას უკან სწრაფად დახევის ან კონტრშეტევაზე გაქცევის საშუალებას აძლევს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მისი სიდაბლე და ამის გამო მეორე სართულზე არცთუ ძალიან კარგი მონაცემები.

თავდაცვის მხრივ სიახლეს ვერაფერს ვხედავთ: ლინგარდის მოქმედებები პოზიციის ვალდებულებებითაა ნაკარნახევი. გაცილებით საინტერესოა მისი თამაშის ხილვა თავდასხმაში.

შეტევა

გადავხედოთ ჯესის გადაადგილებას. ზეწოლით ფაზაში "იუნაიტედი" 4-3-3 განლაგებაზე გადადიოდა. როცა თამაში მის ფლანგზე მიმდინარეობდა, სიფართეს ქმნიდა გვერდით ხაზთან გახსნით. მარცხენა ფლანგიდან შეტევისას ინგლისელი ცენტრში იწევდა. ბურთის დიდხანს ფლობის პერიოდში ჯესი "ათიანის" პოზიციას იკავებდა, რაც უეინ რუნის სიღრმეში დახევას და თამაშის კონტროლის საშუალებას აძლევდა, ეს უკანასკნელი კი შეტევის მიმართულებას გრძელი გადაცემებითა და მაიკლ კერიკთან და მარუან ფელაინისთან სამკუთხედების შექმნით ცვლიდა.

ეს აისახა გაშუალედებულ პოზიციაზეც, ასევე სითბურ რუკაზე და ბურთთან შეხების ადგილებზე, გადაცემების შესრულებაზე.

გაშუალედებული პოზიციები (ლინგარდი - №35)

"ევერტონთან" მატჩში ლინგარდის თამაშის მოკლე მიმოხილვა


ლინგარდის სითბური რუკა...

[img]http://carrick.ru/wp-content/uploads/2016/04/Everton-Manchester-United-Live-28-1.jpg[/img


... და რუნი შესაბამისად.

[img]http://carrick.ru/wp-content/uploads/2016/04/Everton-Manchester-United-Live-28-2.jpg[/img]


გამოდის, ჯესი მარჯვენა ვინგერის ან "ათიანის" როლს პირობებზე დამოკიდებულებით ითვისებდა. აღსანიშნავია, რომ ლინგარდი მწვრთნელის დავალებას ასრულებდა, ორივე ზონას წარმატებით კეტავდა და აქტიურად მოქმედებდა მატჩში საერთო სივრცეში.

ამას ამტკიცებს ბურთთან მისი შეხება და გაკეთებული გადაცემები.

ბურთთან შეხების რუკა.

"ევერტონთან" მატჩში ლინგარდის თამაშის მოკლე მიმოხილვა


გაკეთებული პასების რუკა.

"ევერტონთან" მატჩში ლინგარდის თამაშის მოკლე მიმოხილვა


მეტიც, მოტყუების ორივე მცდელობა მან ცენტრალურ ზონაში განახორციელა, სამივე შექმნილი შანსიც იმავე ზონიდან შექმნა.

საგულისხმოა ფეხბურთელის სტატისტიკა. მთელი მატჩის განმავლობაში ჯესი ლინგარდმა:

- გააკეთა 44 ზუსტი პასი 46-დან (ორივე მაჩვენებელის მიხედვით "იუნაიტედში" მხოლოდ კერიკსა და რუნის ჰქონდათ უფრო მეტი)

- პასებს 96%-ანი სიზუსტით იძლეოდა (ყველა ფეხბურთელს შორის უფრო მეტი მხოლოდ ერერას ჰქონდა - 100%).

- შექმნა 3 შანსი (მეტი მხოლოდ მარსიალსა და ქლევერლის ჰქონდათ - 4)

- კარისკენ ორჯერ დაარტყა (როგორც რეშფორდმა, მეტი აქვთ მარსიალს, რუნისა და ფელაინის)

- გამოირჩა 1 ამოტანით, 1 დაბლოკვით (როგორც როხო და კერიკი)

შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელმა ღირსეული მატჩი ჩაატარა: ფარავდა დიდ ტერიტორიას, რამდენიმეჯერ დაეხმარა დაცვას, თითქმის არ ცდებოდა გადაცემებში, პარტნიორებს მომენტებს უქმნიდა და დასარტყმელ პოზიციაზე თვითონაც გავიდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისთვის დროებითი ამპლუის დავალებას წარმატებით გაართვა თავი.

თუმცა, თუ თავად მომენტებს გავიხსენებთ, შექმნილი შანსებისა და დარტყმების მაჩვენებელი სხვა სახეს იძენს. რაც შეეხება გადამწყვეტ პასებს: ორი მიუვიდა დასარტყმელ პოზიციაზე მყოფ რუნის (ერთი - მარცხენა ფეხით პირველ ტაიმში რობლესს ხელებში, მეორე - შორეული დარტყმა მეორე ტაიმში, დაბლოკილი), ერთმა - მარსიალი ერთი-ერთზე გაიყვანა და მან კარს ააცილა. როგოც ვხედავთ, მხოლოდ ფრანგის მომენტისას იმსახურებს შექებას, დანარჩენი ორი პასი მოედნის მცირე მონაკვეთზე გაკეთდა და სტატისტიკაში მხოლოდ რუნის მცდელობის გამო მოხვდა. რაც შეეხება დარტყმეს, აქ მომენტის ხარისხსა და მის პერსპექტივაზე შეიძლება კამათი, მაგრამ ერთი რამ უდავოა: ლინგარდი სწორხაზოვნად და არაცბიერად მოქმედებდა.

"ევერტონთან" მატჩში ლინგარდის თამაშის მოკლე მიმოხილვა


აი რამდენიმე უკვე არც ისე აღმაფრთოვანებელი რიცხვი:

- 2-ჯერ სცადა მოტყუება - 1 წარმატებული (მე-4 ადგილი "იუნაიტედში" რუნისთან ერთად, მეტი აქვს ფელაინის, მარსიალსა და რეშფორდს)

- ბურთი 2-ჯერ დაკარგა (როგორც როხოს, მეტი აქვს მხოლოდ ფელაინისა და რეშფორდს)

- ბურთს 56-ჯერ შეეხო (სასტარტო შემადგენლობაში მყოფთაგან მეტი მხოლოდ მარსიალს, რეშფორდსა და სმოლინგს აქვს)

აქვთ თუ არა ამ რიცხვებს ცალსახად ნეგატიური ხასიათი? არა. დაკარგვა მაინც არ არის ბევრი (რაც კვლავ იმაზე მეტყველებს, რომ ბურთით შეცდომებს პრაქტიკულად არ უშვებს, გარდა დასრულებისა), ბურთთან შეხების სტატისტიკა კი უფრო გუნდის სათამაშო სტილთან არის დაკავშირებული: "იუნაიტედის" ფეხბურთელები იშვიათად აკეთებენ პასს წინ, თუ ადრესატს მისაღებად საკმარისი შესაძლებლობები არ აქვს, შემტევ ტრიოს კი ამის ყველაზე ნაკლები შესაძლებლობა აქვს. ამასთან ვერ ვიტყვით, რომ ფეხბურთელი პრაქტიკულად არ რისკავდა და მეტწილად ახლო მდებარე ფეხბურთელზე თამაშობდა: 46 პასიდან 26 წინ გაკეთდა (მოედნის შემტევ მესამედზე - 28-დან 21).

რა გვაქვს ჯამში: ლინგარდი მწვრთნელის დავალებას ასრულებდა და საერთო გუნდური მექანიზმის საიმედო ნაწილი იყო. ამავდროულად, მისი პირადი წვლილი უფრო წონადი შეიძლებოდა ყოფილიყო და ამ მხრივ ის ჯერ კიდევ გასაზრდელია.

Whoscored-მა ჯესის თამაში 6,9 ქულით შეაფასა და გარკვეულწილად ამას უნდა დავეთანხმოთ. კარგი, მაგრამ არც ისე ნათელი თამაში შრომისმოყვარე და საიმედო, მაგრამ არცთუ ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისა. ვინმე მეტს ელის?

პერსპექტივები

თუ ცუდ რეალიცაზიას არ ჩავთვლით (რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროებს მხედველობაში მიღებას), მე მეტს არ ველი. არის თუ არა ეს მისთვის მაქსიმუმი? ახლა შეგრძნების მხრივ, და არა სტატისტიკის - ყველაფერი ამას მოასწავებს. ზუსტად ახლა ჯესი საჭირო და სასარგებლოა, მაგრამ მარჯვენა ფლანგს რამდენიმე წლით დაიჭერს? ამისათვის შეკითხვათა მთელ რიგს უნდა გავცეთ პასუხი.

შეუძლია ლინგარდს თამაშზე რეგულარული გავლენის ქონა ინდივიდუალური მოქმედებებით? შესწევს "მაგიის" ძალა? ხოლო თუ მოცემული უნარები ახლა არასაკმარისია, ექვემდაბარება თუ არა პერსპექტივები გაზრდას, იგრძნობა თუ არა მომავალში ახალ დონზე ასვლა? ჯესის კოლეგას მარცხენა ფლანგიდან, ენტონი მარსიალს (თუმცა დავალებები მათ სხვადასხვა აქვთ) ეს ყველაფერი საკმარისად აქვს, რადგან "იუნაიტედის" იმედია. ლინგარდი კი, როგორც ამ მატჩში, "აუცილებლობის შემთხვევაში" საიმედო ვარიანტს წარმოადგენს. "ტოპ-კლუბის სტანდარტების" ხსენების გარეშეც კი არ არის ეს ის, რაც გულშემატკივართა მოლოდინს გაამართლებს.

ავტორი: რომან ლოსკუტოვი
სტატიები
15 კომენტარი
№11
ავტორი: The Special One
30 აპრილი 2016 19:36
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ვერ ვხვდები ამ უფანტაზიოს რატომ აძლევს ამდენ დროს და ჩემ პერეირას რატო მიჩაგრავს recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№12
ავტორი: Mufc7
30 აპრილი 2016 20:03
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ციტატა: General

რაც შეეხება უფანტაზიობას ყველაზე სწორხაზოვან ფეხბურთელად ვალენსიას მივიჩნევ და მაგიტომ მოვიყვანე მაგალითად

ჰმ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№13
ავტორი: PLANeta
30 აპრილი 2016 20:32
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ზამენა smoke
0
№14
ავტორი: shotkin
30 აპრილი 2016 22:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: General
ციტატა: shotkin
ციტატა: General
რაც არ უნდა მიმტკიცონ რომ საჭირო კაცია და რაღაცები, მე ამის ადგილს ძირითადში ვერ ვხედავ, გუნდიდან გაგდებაზე უბრალოდ იმიტომ არ ვსაუბრობ რომ ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემებია ფლანგზე

მაქსმუმია რასაც აკეთებს და არ მჯერა რომ მეტის შემოთავაზება შეუძლია. დრო იმაზე მეტი ჰქონდა ვიდრე უნდა ჰქონოდა

თუ მომენტებს ჰქმნის (რაც ძაან იშვიათია) თვითონ სამჯერ მეტს აფუჭებს, კაცის მოტყუებასა და რაიმე ღირებულის შექმნას ვინ ჩივის. არ შეიძლება ამ კაცის იმით "გაპრავება" რომ უკეთესები არ გვყავს, ვალენსია უფრო კრეატიულია მგონი

გაუმარჯოს :Dდ შენ ისარახარ ვალენსიას ეს როგირჩევნია? :DD ადრე ვკამათობდით და ეხლა გამახსენდა სწორ აზზრზე დამდგარხარ კაია სწორხაზვანია ვალეც ამრა შედეგი მოაქ პრასტრემლებს მაიც აკეთებს ამაზე სწრაფია და ჯანზეა


არც ერთი არ მირჩევნია. მე უბრალოდ იმას აღვნიშნავ ხოლმე რომ ვალენსიასთან ამის შედარება ანდა პირქით არც ერთს არ აქცევს ამ კლუბის დონის ფეხბურთელებად.
რაც შეეხება უფანტაზიობას ყველაზე სწორხაზოვან ფეხბურთელად ვალენსიას მივიჩნევ და მაგიტომ მოვიყვანე მაგალითად

უბრალოდ არ ვემხრობი იმას რომ ვალენსიას მაინც ჯობიათი უნდა იდგეს ვინმე ძირითადში ან პირიქით



ნუ არსებული რესურსებიდან ვამბობდი მეც ვალენსია მარჯვენა ფლანგზე საუკეთესოათქო ამ გუნდში
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
2 მაი 2016 20:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დარჩა მარად პერსპექტიული
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top