თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2016, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2478,
კომენტარები: 15
ლუკ შოუ დაბრუნებაზე საუბრობს
ახალგაზრდა მცველი თავის შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს.
ლუკ შოუ დაბრუნებაზე საუბრობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი ლუკ შოუ "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას ესაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში გულშემატკივართა კიდევ ერთხელ ხილვა სურს.

შოუმ სეზონი შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ სათამაშო ფორმა მოედანზე გასვლის შანსთან ერთად დაკარგა, როცა სექტემბერში ჩემპიონთა ლიგის მატჩში პსვ-ს წინააღმდეგ ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო.

დარბაზსა და საცურაო აუზში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ 20 წლის მცველი ღია ცის ქვეშ ვარჯიშებს 4 აპრილს დაუბრუნდა, თუმცა ჯერ მხოლოდ ფიზიოთერაპევტთან ვარჯიშობს.

Manchester United Foundation-ზე დასწრების შემდეგ ინგლისელი კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას გაესაუბრა.

ლუკ, დიდებულია ვარჯიშებზე დაბრუნება და რომ კარგად გამოიყურები...

"ღია ცის ქვეშ ვარჯიშებს ახლა დავუბრუნდი, ჯერ კიდევ ფიზიოთერაპევტთან ერთად, მაგრამ დღითი დღე უკეთ ვხდები და ფორმაში ვდგები. ამიერიდან სეზონის ბოლომდე ასე გავაგრძელებ და ვნახავ, რა მოხდება. ამჟამად ყოველთვის, როცა გარეთ გავდივარ, ფეხებზე დისკომფორტს არ ვგრძნობ. დასაწყისში ყრუ ტკივილები მქონდა, მაგრამ ახლა ისიც გაქრა. ახლა მხოლოდ მძიმე შრომაზე გადასვლაღა დარჩა და იმედი მაქვს, გულშემატკივარს სეზონის დასრულებამდე კიდევ ვიხილავ."

როცა ფეხბურთელი ტრავმას იღებს, მისთვის რთული უნდა იყოს გასახდელი ოთახის გარემოსთან განშორება, ასე რომ, დიდებულია გასახდელ ოთახში კიდევ ერთხელ დაბრუნება?


"დიახ, რა თქმა უნდა. ფეხბურთი ძალიან მენატრებოდა. ძალიან მიჭირდა მისი ყურება, რადგან ძალიან მენატრებოდა და უბრალოდ იქ ყოფნა მინდოდა. ახლა დაბრუნების პროცესში ვარ და შემიძლია, ყურებითაც დავტკბე, რადგან მოედანზე მალე ისევ გავალ ბიჭებთან ერთად. მათთან ერთად გასახდელ ოთახში ყოფნა დიდებულია, ასე რომ, მოუთმენლად ველი".

სამედიცინო შტაბი როგორ გეპყრობოდა გამოჯანრმთელების პროცესში?

"ჰო, ბრწინყვალედ. როგორც ვთქვი, მათთვისაც არ იყო ადვილი, რადგან ხანდახან ჩემს უხასიათობას უნდა გამკლავებოდნენ, მაგრამ ეს მომენტი ყველამ წარმატებით გამოვიარეთ. უღრმესი მადლობა მათ! ჯერ არ გავსულვარ, მაგრამ ჩემი დატვირთვა კვლავ გრძელდება. მთელ შტაბს მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეს და რაც ბოლო შვიდ თვეში ჩადეს".



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: lefty
30 აპრილი 2016 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ევროპაზე მიყავთ ნეტა?
0
№2
ავტორი: temo-scholes
30 აპრილი 2016 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ლუკ მოუთმენლად გელოდებით! love გადაგვარჩინე იმ საშინელების ყურებას რასაც როხოს ვითომ და თამაში ქვია.... wink winked
0
№3
ავტორი: Iunaitedi
30 აპრილი 2016 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Luka :)
0
№4
ავტორი: Lady in red
30 აპრილი 2016 15:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ლუკის ტრავმის შემდეგ დაგვემხო ყველაფერი თავზე,მაგრამ ეხლა რაც მთავარია კარგად არის და იმედი მაქვს ერთ მატჩს მაინც ათამაშებს
0
№5
ავტორი: gela-manchesteri
30 აპრილი 2016 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
მალე დაბრუნდი რა
0
№6
ავტორი: ფაჯიშილი
30 აპრილი 2016 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ციტატა: lefty
ევროპაზე მიყავთ ნეტა?

არა ევროპაზე არ მიყავთ, მაგრამ მის პოზიციაზე პრობლემა არააქვს ინგლისის ნაკრებს. rose ამას არაფრით არ ჩამოუვარდება კიარა და მემგონი ჯობია კიდეც.
0
№7
ავტორი: Lee Sharpe
30 აპრილი 2016 16:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ციტატა: ფაჯიშილი

რა ჯობია სად როუზი და სად შოუ, ახლოსაც ვერ მივა, ალაბას მერე საუკეთესო ახალგაზრდა მარცხენა მცველია ლუკი, საოცრად დაბალანსებულად თამაშობს შეტევაშიც და დაცვაშიც.
0
№8
ავტორი: GeorgeBest
30 აპრილი 2016 16:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა როუზი derpwhy

რა მაგრად დაიწყო სეზონი, იმენა უიღბლო როჟაა. დარწმუნებული ვარ დაიხევდა ყველას
0
№9
ავტორი: RojoDiablo
30 აპრილი 2016 17:46
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: lefty
ევროპაზე მიყავთ ნეტა?

ეგ ჯერ არავინ იცის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Memphis_Depay
30 აპრილი 2016 18:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
droze dabrundes tore roxos sacodaobit davitanje
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top