თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2016, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2479,
კომენტარები: 15
ლუკ შოუ დაბრუნებაზე საუბრობს
ახალგაზრდა მცველი თავის შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს.
ლუკ შოუ დაბრუნებაზე საუბრობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი ლუკ შოუ "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას ესაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში გულშემატკივართა კიდევ ერთხელ ხილვა სურს.

შოუმ სეზონი შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ სათამაშო ფორმა მოედანზე გასვლის შანსთან ერთად დაკარგა, როცა სექტემბერში ჩემპიონთა ლიგის მატჩში პსვ-ს წინააღმდეგ ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო.

დარბაზსა და საცურაო აუზში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ 20 წლის მცველი ღია ცის ქვეშ ვარჯიშებს 4 აპრილს დაუბრუნდა, თუმცა ჯერ მხოლოდ ფიზიოთერაპევტთან ვარჯიშობს.

Manchester United Foundation-ზე დასწრების შემდეგ ინგლისელი კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას გაესაუბრა.

ლუკ, დიდებულია ვარჯიშებზე დაბრუნება და რომ კარგად გამოიყურები...

"ღია ცის ქვეშ ვარჯიშებს ახლა დავუბრუნდი, ჯერ კიდევ ფიზიოთერაპევტთან ერთად, მაგრამ დღითი დღე უკეთ ვხდები და ფორმაში ვდგები. ამიერიდან სეზონის ბოლომდე ასე გავაგრძელებ და ვნახავ, რა მოხდება. ამჟამად ყოველთვის, როცა გარეთ გავდივარ, ფეხებზე დისკომფორტს არ ვგრძნობ. დასაწყისში ყრუ ტკივილები მქონდა, მაგრამ ახლა ისიც გაქრა. ახლა მხოლოდ მძიმე შრომაზე გადასვლაღა დარჩა და იმედი მაქვს, გულშემატკივარს სეზონის დასრულებამდე კიდევ ვიხილავ."

როცა ფეხბურთელი ტრავმას იღებს, მისთვის რთული უნდა იყოს გასახდელი ოთახის გარემოსთან განშორება, ასე რომ, დიდებულია გასახდელ ოთახში კიდევ ერთხელ დაბრუნება?


"დიახ, რა თქმა უნდა. ფეხბურთი ძალიან მენატრებოდა. ძალიან მიჭირდა მისი ყურება, რადგან ძალიან მენატრებოდა და უბრალოდ იქ ყოფნა მინდოდა. ახლა დაბრუნების პროცესში ვარ და შემიძლია, ყურებითაც დავტკბე, რადგან მოედანზე მალე ისევ გავალ ბიჭებთან ერთად. მათთან ერთად გასახდელ ოთახში ყოფნა დიდებულია, ასე რომ, მოუთმენლად ველი".

სამედიცინო შტაბი როგორ გეპყრობოდა გამოჯანრმთელების პროცესში?

"ჰო, ბრწინყვალედ. როგორც ვთქვი, მათთვისაც არ იყო ადვილი, რადგან ხანდახან ჩემს უხასიათობას უნდა გამკლავებოდნენ, მაგრამ ეს მომენტი ყველამ წარმატებით გამოვიარეთ. უღრმესი მადლობა მათ! ჯერ არ გავსულვარ, მაგრამ ჩემი დატვირთვა კვლავ გრძელდება. მთელ შტაბს მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეს და რაც ბოლო შვიდ თვეში ჩადეს".



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: redarmy10
30 აპრილი 2016 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
როხოს რაეშველება ამის დაბრუნების შემდეგ ნეტა თვითონ თუიცის :დდ

კარგია დაბრუნდეს კარგ ფორმაში იყო და იმედია ზუსტად ეგრე დაბრუნდებაა
0
№12
ავტორი: hemi
30 აპრილი 2016 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
შოუს დაბრუნება ძაან კაია, ვნახოთ აბა თუ აღიდგენს ფორმას
0
№13
ავტორი: PLANeta
30 აპრილი 2016 20:21
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ციტატა: redarmy10
როხოს რაეშველება ამის დაბრუნების შემდეგ ნეტა თვითონ თუიცის :დდ

კარგია დაბრუნდეს კარგ ფორმაში იყო და იმედია ზუსტად ეგრე დაბრუნდებაა

mocking2 წავა ალბათ
0
№14
ავტორი: stepno
1 მაი 2016 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
love დაბრუნდი მალეე რაა ლუუუუკ
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
2 მაი 2016 20:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
არადა რა ფორმაში იყო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top