თბილისი:
მანჩესტერი:
29-04-2016, 22:23
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2569,
კომენტარები: 22
ვან გაალი მატჩის წინ
ლუი ვან გაალის პრესკონფერენცია "ლესტერთან" მატჩის წინ.
ვან გაალი მატჩის წინ
კვირას გასამართი მატჩის წინ, რომელშიც "წითლები" პრემიერ ლიგის ლიდერსა და ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატს "ლესტერს" დაუპირისპირდებიან, ლუი ვან გაალმა პრესკონფერენცია გამართა.

კლაუდიო რანიერის შეგირდები მდევარ "ტოტენჰემს", ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, 7 ქულით უსწრებენ და თუკი "ოლდ ტრაფორდზე" გასამართ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვეს, ჩემპიონები დროზე ადრე გახდებიან, რაც ძალიან არ სურს ჰოლანდიელ სპეციალისტს, ვან გაალის თქმით, ის და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებენ, რათა "მელიებმა" ჩემპიონობა "ოცნებათა თეატრში" არ იზეიმონ.

"ვფიქრობ, "ლესტერი" აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, რადგან ჯერ კიდევ რბოლაში ვართ და ჩამორჩენა არაფრით არ შეიძლება. ვერ დავუშვებთ, რომ მათ "ოლდ ტრაფორდზე" იზეიმონ ჩემპიონობა. ვფიქრობ, ისინი მაინც მოახერხებენ პრემიერ ლიგის მოგებას, თუმცა მომავალ კვირას ჩვენ უბრალოდ ცოტა ხნით გადავდებთ მათ ზეიმს.

თუ არ ვცდები, მე ვიყავი პირველი, რომელმაც თქვა, რომ "ლესტერს" შეუძლია პრემიერ ლიგის მოგება და ახლა გარი ლინეკერმა ტრუსებში უნდა იაროს, რადგან ეს თითქმის გარდაუვალია. ჩემთვის ეს სიურპრიზი ნამდვილად არ არის. ეს უკვე მრავალჯერ ვთქვი. მე მჯერა, რომ გუნდის სწორად აწყობით ყველაფერი გამოვა და მათმა მენეჯერმა შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა.

მათ ძალიან გაუმართლათ, რადგან ჰქონდათ შანსი თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში ერთი და იმავე შემადგენლობით ეასპარეზათ, ასევე მათ არ გაუმართავთ ბევრი მატჩი და მხოლოდ პრემიერ ლიგაზე იყვნენ კონცენტრირებულნი. პრემიერ ლიგისთვის და მთლიანად სპორტისთვის ძალიან კარგი რამ ხდება, რადგან ჩემპიონობა მხოლოდ 3-4 გუნდს შორის აღარ თამაშდება."


ლუი ვან გაალმა რამდენიმე სიტყვით თავის ვიზავისაც გამოეხმაურა და კლაუდიო რანიერი შეაქო.

"ადვილი არასდროსაა ასეთ წარმატებას მიაღწიო, თანაც ასეთი გუნდით. "ვალენსია"- "ბარსელონას" დაპირისპირებაც მეტ-ნაკლებად დერბია და მის წინააღმდეგ თამაში არასდროს ყოფილა მარტივი, რადგან გუნდის ორგანიზება კარგად გამოსდის."
პრესკონფერენცია
22 კომენტარი
№1
ავტორი: de gea1
29 აპრილი 2016 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
ყველა დარჩენილი თამაში უნდა მოვიგოთ ან სიტი წაიფორხილებს ან არსენალი

არსენნალი სიტია აქედან რომელიმემ უნდა წააგოს და ჩვენ ყველა მოვიგოთ
0
№2
ავტორი: ფაჯიშილი
29 აპრილი 2016 22:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ციტატა: de gea1
ყველა დარჩენილი თამაში უნდა მოვიგოთ ან სიტი წაიფორხილებს ან არსენალი

არსენნალი სიტია აქედან რომელიმემ უნდა წააგოს და ჩვენ ყველა მოვიგოთ

მანდედან რომელიმე კი წაიფორთხიალებს მაგრამ მანჩესტერიც წაიფორთხიალებს თან ორჯერ
0
№3
ავტორი: Ueidi
29 აპრილი 2016 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
Sul 3 tamashi darcha da samive tu ver moviget am kacs aukrdzalon saertod mwvrtneloba da gundis naxevarsac aacmevinon mteli sezonia vitment cud tamashs da sul 3 tamashi ra gaxda gadadon tavi da sheaklan bolomde. Es erti ragac akisriat am etapze da tvitonac kargad unda xvdebodnen
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 აპრილი 2016 22:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ზეგ თუ ვერ მოვიგეთ, საბოლოოდ დავემშვიდობებით ოთხეულს, მაგრამ მჯერა რო მოვიგებთ winked
0
№5
ავტორი: de gea1
29 აპრილი 2016 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
ციტატა: ფაჯიშილი
ციტატა: de gea1
ყველა დარჩენილი თამაში უნდა მოვიგოთ ან სიტი წაიფორხილებს ან არსენალი

არსენნალი სიტია აქედან რომელიმემ უნდა წააგოს და ჩვენ ყველა მოვიგოთ

მანდედან რომელიმე კი წაიფორთხიალებს მაგრამ მანჩესტერიც წაიფორთხიალებს თან ორჯერ

მეც ეგრე ვფიქრობ
0
№6
ავტორი: ikeoni
29 აპრილი 2016 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
აუცილებლად უნდა მოვიგოთ am
0
№7
ავტორი: GeorgeBest
29 აპრილი 2016 23:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველი არა მეოცე იყო

ეტყობა ლესტერთან ცუდი თამაში მააგით გაამართლა თორე ლესტერის ჩემპიონობის სჯეროდა არა როხო
0
№8
ავტორი: MUfan#1
29 აპრილი 2016 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
სიტი,სოტონთან დაკარგავს ქულებს ეხლა დარწმუნებული ვარ.
0
№9
ავტორი: levionok
29 აპრილი 2016 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ra mtqmaunda waiporxileben mat ertmanetshi satamasho aqvt 8 maiss da romelimem unda moigos sitic dziritadad ligaze piqrobs arsenali ashkarad araa karg pormashi 9 qulit uechvelat shevalt minimum otxeulshi da maqsimum sameulshi, tan mgonia rom arc lesters endomeba didad old tragirdze gamarjveba mat urchevniat tavianti gulshematkivris winashe izeimon da es motivacias artmevs maniustan tamashshi unda gavidet ligazeeeee
0
№10
ავტორი: gela-manchesteri
29 აპრილი 2016 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ლესტერს უნდა მოუგოთ და დარჩენილი ორი მაჩიც მივაყოლოთ დიდი იმედი არ მაქ იმის რო 4ულში შევალთ და ტასზე რამეს ვიზავთ მარა მაინც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top