თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2016, 23:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3674,
კომენტარები: 11
სერ ბობი ჩარლტონის უკანასკნელი მატჩი
1973 წელს, ზუსტად ამ დღეს.
სერ ბობი ჩარლტონის უკანასკნელი მატჩი
1973 წელს, ზუსტად ამ დღეს (28 მაისი) ფეხბურთის ლეგენდამ, სერ ბობი ჩარლტონმა თავისი 758-ე ანუ ბოლო მატჩი ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში.

1972-73 წლების სეზონში "წითლები" "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" დაუპირისპირდნენ, სერ ბობიმ კი მოედანზე უკანასკნელად დააბიჯა ფეხბურთელის სტატუსით. იმ წელს ჩემპიონატში 22 გუნდი იღებდა მონაწილეობას, "იუნაიტედი" კი მე-18 ადგილზე გავიდა. 35 წლის ფეხბურთელი კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა პირველ დივიზიონსა და ყველა ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით.

"ჩელსის" მდივანმა კენ მირსმა ინგლისის ხატოვანი ფეხბურთელი მატჩის დაწყებამდე ყუთში ჩადებული ვერცხლის სიგარით დააჯილდოვა, რასაც ორივე გუნდის გულშემატკივართა ოვაციები დაერთო მსოფლიო ჩემპიონისთვის მადლობის გადასახდელად. სერ ბობის გარკვეული კავშირი აქვს დასავლეთ ლონდონურ გუნდთან, რამეთუ ეროვნულ ნაკრებში თამაშამდე მას არაერთხელ უვარჯიშია "ჩელსის" მოედანზე.

ჩარლტონი "წითლებს" ზღაპრულ მატჩში კაპიტნობდა - "ჩელსიმ" 1-0 იმარჯვა პიტერ ოსგუდის გოლით - და საფინალო სასტვენი დიდებულად ჟღერადი იყო "იუნაიტედის" ლეგენდისთვის, მთელი სტადიონი მას ხმამაღლა უმღეროდა. სერ ბობიმ კი თავის მხრივ მაყურებლებს განუცხადა: "სიამოვნებით ვითამაშებდი კიდევ 10 წლით, მაგრამ ეს შეუძლებელია, ვიცი. თამაში მომენატრება, მაგრამ ვარჯიში ნამდვილად არა!".



წყარო: manutd.com
ლეგენდები, ვიდეოები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
28 აპრილი 2016 23:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ბობი მანჩესტერის სული და გულია
0
№2
ავტორი: GeorgeBest
28 აპრილი 2016 23:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველა რეკორდი რო ამას ეკუთვნოდა

მოვლენაა ეს კაცი love საკმაოდ დიდი ხანი გაძლო რეკორდმა
0
№3
ავტორი: hemi
28 აპრილი 2016 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ლეგენდაა კაცი მანჩესტერის სული იყო და ახლაც ბოლომდე უყვარს ტრიბუნებზე ამას და ფერგის რო ვხედავ ეგ მახარებს ხოლმე მარტო თამაშის შემხედვარე
0
№4
ავტორი: RojoDiablo
29 აპრილი 2016 00:05
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დიდ ტრაგედია გამოვლილი და რაც მთავარია, ნამდვილად გამოვლილი. საერთოდ არ ჩარჩა შიშში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: SANDROGRIGA
29 აპრილი 2016 01:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
უდიდესი ლეგენდა
0
№6
ავტორი: LASHQARA
29 აპრილი 2016 03:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
ეჰჰ ბობი ბობიი ვინ შეწვდება შენ ტიტულებსს love am დიდი ადამიანიი am
0
№7
ავტორი: de gea1
29 აპრილი 2016 11:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
მაგარი კაცია
0
№8
ავტორი: gela-manchesteri
29 აპრილი 2016 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ბობიიიი
0
№9
ავტორი: de gea1
29 აპრილი 2016 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
მგონი გვესჰველა მაურინიო მოდის
0
№10
ავტორი: PLANeta
29 აპრილი 2016 16:07
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
სიტყვები უბრალოდ ზედმეტია. ბობი ჩარლტონი love manunited
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top