თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2016, 23:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3643,
კომენტარები: 11
სერ ბობი ჩარლტონის უკანასკნელი მატჩი
1973 წელს, ზუსტად ამ დღეს.
სერ ბობი ჩარლტონის უკანასკნელი მატჩი
1973 წელს, ზუსტად ამ დღეს (28 მაისი) ფეხბურთის ლეგენდამ, სერ ბობი ჩარლტონმა თავისი 758-ე ანუ ბოლო მატჩი ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში.

1972-73 წლების სეზონში "წითლები" "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" დაუპირისპირდნენ, სერ ბობიმ კი მოედანზე უკანასკნელად დააბიჯა ფეხბურთელის სტატუსით. იმ წელს ჩემპიონატში 22 გუნდი იღებდა მონაწილეობას, "იუნაიტედი" კი მე-18 ადგილზე გავიდა. 35 წლის ფეხბურთელი კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა პირველ დივიზიონსა და ყველა ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით.

"ჩელსის" მდივანმა კენ მირსმა ინგლისის ხატოვანი ფეხბურთელი მატჩის დაწყებამდე ყუთში ჩადებული ვერცხლის სიგარით დააჯილდოვა, რასაც ორივე გუნდის გულშემატკივართა ოვაციები დაერთო მსოფლიო ჩემპიონისთვის მადლობის გადასახდელად. სერ ბობის გარკვეული კავშირი აქვს დასავლეთ ლონდონურ გუნდთან, რამეთუ ეროვნულ ნაკრებში თამაშამდე მას არაერთხელ უვარჯიშია "ჩელსის" მოედანზე.

ჩარლტონი "წითლებს" ზღაპრულ მატჩში კაპიტნობდა - "ჩელსიმ" 1-0 იმარჯვა პიტერ ოსგუდის გოლით - და საფინალო სასტვენი დიდებულად ჟღერადი იყო "იუნაიტედის" ლეგენდისთვის, მთელი სტადიონი მას ხმამაღლა უმღეროდა. სერ ბობიმ კი თავის მხრივ მაყურებლებს განუცხადა: "სიამოვნებით ვითამაშებდი კიდევ 10 წლით, მაგრამ ეს შეუძლებელია, ვიცი. თამაში მომენატრება, მაგრამ ვარჯიში ნამდვილად არა!".



წყარო: manutd.com
ლეგენდები, ვიდეოები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Memphis_Depay
30 აპრილი 2016 10:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ეეეჰ როდის დაბრუნდება ის დიდება sad
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top