თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2016, 14:51
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2410,
კომენტარები: 17
თასის ფინალისთვის მსაჯთა ბრიგადა ცნობილია
ინგლისის თასის ფინალურ შეხვედრას გამოცდილი და ავტორიტეტული არბიტრი განსჯის.
თასის ფინალისთვის მსაჯთა ბრიგადა ცნობილია
ინგლისის თასის ფინალს, რომელიც 21 მაისს "უემბლის" სტადიონზე გაიმართება და ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "კრისტალ პალასი" დაუპირისპირდება, მარკ კლატენბურგი განსჯის. ეს ინფორმაცია ინგლისის მსაჯთა კომიტეტის თავჯდმომარემ, კეიტ ჰაკეტმა გაასაჯაროვა:

"ყველა არბიტრი არ არის მზად ასეთი მატჩებისთვის.

სტატისტიკით, ის არბიტრები, რომლებიც ყველაზე ნაკლებ შეცდომას უშვებენ და ნაკლებ პრობლემას წარმოშობენ, საუკეთესოები არიან. ასეთები არიან: კლატენბურგი, დინი, ტეილორი და ოლივერი, დანარჩენები კი არასტაბილურები არიან და არასანდოები ასეთი რანგის მატჩებისთვის."


კომენტარი თავად მარკ კლატენბურგმაც გააკეთა:

"ნამდვილად არ ველოდი. ჩვეულებრივ ტექსტურ შეტყობინებას ვიღებთ ხოლმე, როდესაც დადგინდება ამა თუ იმ მატჩის არბიტრის ვინაობა, ამჯერად კი ინგლისის ფეხბურთის ფედერაციიდან დამირეკეს და მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა.

ვფიქრობ, ყველა არბიტრი, რომელსაც ჯერ კიდევ არ უმსაჯია ინგლისის თასის ფინალი, ყოველ სეზონში მაქსიმუმს აკეთებს, რათა დაიმსახუროს "უემბლიზე" მატჩის განსჯის უფლება.

სეზონის სტარტზე ჩემი ამოცანა სწორედ იქ მოხვედრა იყო და ძალიან გახარებული ვარ, ეს უდავოდ დიდი პატივი და მიღწევაა."


მიმდინარე სეზონში მარკ კლატენბურგმა "იუნაიტედის" 4 შეხვედრა განსაჯა, მათგან 2 ფრედ დასრულდა ხოლო 2-ში "წითლებმა იმარჯვეს.

ასევე ცნობილია ვინ იქნებიან მისი ასისტენტები: ჯონ ბრუქსი, ენდრიუ ჰალიდეი და მეოთხე არბიტრი ნეილ სუარბრიკი.
ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 აპრილი 2016 14:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გუშინ ბაიერნი-ატლეტიკოზე იყო და, არაფერი დაუშავებია. ამას ფეხბურთელებთანაც მაგარი ურთიერთობა აქვს და გამიხარდა ეს რომ დანიშნეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Barcelona_Fun
28 აპრილი 2016 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
იმედია, სამართლიანად იმსაჯებს და თამაშს არ გააფუჭებს
0
№3
ავტორი: Wardell
28 აპრილი 2016 14:59
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ჩემი აზრით ყველაზე კარგი მსაჯია დღეს-დღეობით.
0
№4
ავტორი: Barcelona_Fun
28 აპრილი 2016 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ციტატა: Wardell
ჩემი აზრით ყველაზე კარგი მსაჯია დღეს-დღეობით.

ალბათ... სანამ რიცოლი ბარსა-ატლეტიკოს განსჯიდა იქამდე იტალიელი მიმაჩნდა ახლა...
0
№5
ავტორი: hemi
28 აპრილი 2016 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
კლატენბურგს არა უშავს, გუშინ არ მომეწონა მაინც და მაინც და ვნახოთ ფინალში იმედია წესიერად იმსაჯებს
0
№6
ავტორი: RojoDiablo
28 აპრილი 2016 15:10
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Barcelona_Fun
ალბათ... სანამ რიცოლი ბარსა-ატლეტიკოს განსჯიდა იქამდე იტალიელი მიმაჩნდა ახლა...

მაგრამ ინიესტაც რომ გასაგდები იყო, ეგეც შეცდომაა და აღიარეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Wardell
28 აპრილი 2016 16:05
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ციტატა: Barcelona_Fun
ციტატა: Wardell
ჩემი აზრით ყველაზე კარგი მსაჯია დღეს-დღეობით.

ალბათ... სანამ რიცოლი ბარსა-ატლეტიკოს განსჯიდა იქამდე იტალიელი მიმაჩნდა ახლა...


თუ გაბის პენალტს გულისხმობ, მანდ ლაინსმენის ბრალი უფროა ვიდრე რიცოლისი, ლაინსმენს უდნა დაენახა რო საჯარიმოში იყო გაბი იმიტორო გვერდიდან უყურებდა, ესე წინა ხედით ვერანაირად ვერ გაარჩევდა ხელი შიგნით ქონდა თუ გარეთ, მითუმეტეს როცა ფეხები გარეთ ქონდა.
0
№8
ავტორი: R10NEY
28 აპრილი 2016 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
იმედია ნორმალურად იმსაჯებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ UNITED TILL I DIE
№9
ავტორი: Barcelona_Fun
28 აპრილი 2016 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ციტატა: RojoDiablo
მაგრამ ინიესტაც რომ გასაგდები იყო, ეგეც შეცდომაა და აღიარეთ

ეგეც მართალია, მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივარს არ უნდა უნდოდეს ინიესტას გაგდება ბევრი მიზეზის გამო.
0
№10
ავტორი: gela-manchesteri
28 აპრილი 2016 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ცესიერად იმსაჯოს და ვინც გინდა ის იყოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top