თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2016, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2670,
კომენტარები: 17
ფინალისტების სათამაშო ფორმა
ისტორია მეორდება.
ფინალისტების სათამაშო ფორმა
"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასის ფინალში საგარეო მაისურს მოირგებს.

"იუნაიტედის" 28 ათასი გულშემატკივარი აღმოსავლეთ ტრიბუნიდან ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პირველად უგულშემატკივრებს საყვარელ გუნდს ტურნირის ფინალში, რომელიც "უემბლიზე" გაიმართება.

"წითელი ეშმაკები" "კრისტალ პალასს" 26 წლის წინაც შეხვდნენ ინგლისის თასის ფინალში და "იუნაიტედს" მაშინაც თეთრი ფორმა ეცვა. 1990 წელს გამართული შეხვედრა დამატებითი დროის ჩათვლით 3-3 დასრულდა. 113-ე წუთზე მარკ ჰიუზის მიერ გატანილი გოლით "იუნაიტედმა" გადათამაშების უფლება მოიპოვა.

"წითლები" "უემბლიზე" 5 დღის შემდეგ დაბრუნდნენ და გადათამაშებაში 1-0 გაიმარჯვეს. ლი მარტინის გოლმა სერ ალექს ფერგიუსონს "იუნაიტედში" პირველი ტიტული მოუპოვა.

ფინალისტების სათამაშო ფორმა


"იუნაიტედს" სულ შვიდ ფინალში მოურგია თეთრი მაისური. პირველად ეს 1909 წელს მოხდა ინგლისის თასის მატჩში, რომელიც "წითლების" გამარჯვებით დასრულდა, 1957 წელს კი სერ მეტ ბასბის გუნდი იმავე მაისურით "ასტონ ვილასთან" დამარცხდა. 1983 წელს "იუნაიტედი" "მილქ ქაპის" ფინალში "ლივერპულს" შეხვდა და ასევე წააგო.

1991 წელს სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი თასების მფლობელთა თასის ფინალში "ბარსელონას" როტერდამში დაუპირისპირდა თეთრი მაისურით და 2-1 იმარჯვა, მაგრამ 2009 და 2011 წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალებში სწორედ კატალონიელთა წინააღმდეგ დამარცხდა 2-0 და 3-1 შესაბამისად.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 აპრილი 2016 16:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
წელს გადათამაშება არ მოგვიწევს, მაგრამ ასეთი დამთხვევაც არაფერს ნიშნავს ჩემთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Lady in red
28 აპრილი 2016 16:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
იმედია გაგვახარებენ და ამ თასს მოიგებენ
0
№3
ავტორი: gela-manchesteri
28 აპრილი 2016 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ერთი ეს თასიღა დაგვჩა და ეს მაინც მოვიგოთ რა
0
№4
ავტორი: hemi
28 აპრილი 2016 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
moica tasis pinalshi gadatamashebac mosula? penalebi da tema ara?
0
№5
ავტორი: Iunaitedi
28 აპრილი 2016 17:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
თუუნდათ შიშვლები გამოვინენ მოიგონ და wink
0
№6
ავტორი: PLANeta
28 აპრილი 2016 17:45
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
თეთრი არ მინდოდა მაგრამ მოიგინ და რას დავეძებ. ფაქტი: მარსიალს ამ მაისურით თეთრ ფორმას ვგულისხმობ გოლი არ გაუტანია იმედია ამ ნავსს გატეხავს megustamucho
0
№7
ავტორი: Iunaitedi
28 აპრილი 2016 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: PLANeta
თეთრი არ მინდოდა მაგრამ მოიგინ და რას დავეძებ. ფაქტი: მარსიალს ამ მაისურით თეთრ ფორმას ვგულისხმობ გოლი არ გაუტანია იმედია ამ ნავსს გატეხავს megustamucho

ხო წითელი ფორმა მაინც თავისას შვრება winked
0
№8
ავტორი: Mufc7
28 აპრილი 2016 19:21
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
თეთრ ფორმასთან 2009 და 2011 წლები მახსენდება ხოლმე, ამ ფინალში დიდი იმედი მაქვს, თვითონაც გაიხარებენ და ჩვენც გაგვაბედნიერებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: SANDROGRIGA
28 აპრილი 2016 20:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია მოიგონ და რა აზრი აქ
0
№10
ავტორი: stepno
28 აპრილი 2016 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Gavargvevt
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top