თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2016, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2505,
კომენტარები: 15
ჰენდერსონი: "მე უფრო რთული ვითარება მაქვს"
"იუნაიტედის" 19 წლის მეკარის გულახდილი ინტერვიუ.
ჰენდერსონი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დინ ჰენდერსონი იმედს გამოთქვამს, რომ მარკუს რეშფორდისა და ტიმოთი ფოსუ-მენსას კვალს გაჰყვება, მაგრამ აცნობიერებს, რომ პირველ გუნდში მოხვედრა მეტისმეტად რთული იქნება.

19 წლის მეკარე იჯარის წესით ჩრდილოეთ კონფერენციის გუნდში "სტოკპორტ ქაუნთიში" იყო განათხოვრებული მიმდინარე სეზონში, მაგრამ თებერვალში "იუნაიტედს" დაუბრუნდა, რადგანაც დე ხეამ ტრავმა მიიღო.

ჰენდერსონი ინგლისის თასზე "შრუსბერის" წინააღმდეგ მატჩში სერხიო რომეროს შემცვლელად სათადარიგო მეკარედ დასახელდა.

ჰენდერსონი, რომელიც "იუნაიტედში" "კარლაისლიდან" 14 წლის ასაკში გადავიდა, აცხადებს: "მეც იგივე ამბიციები მაქვს, რაც "იუნაიტედის" ბიჭებს, 100 პროცენტით. მეკარეს ცოტა მეტი დრო სჭირდება. რა თქმა უნდა, დავიდი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და მისგან ბევრს ვსწავლობ.

მარკუსი და ტიმი ჩემი კარგი მეგობრები არიან, მე კი პირველ გუნდში მათთან ერთად თამაში მინდა. მეკარეთა მწვრთნელი ყოველთვის მოდის ჩემი თამაშის სანახავად და მასწავლის, რა უნდა გავაუმჯობესო.

მუდმივად ვსწავლობ მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის წინაშე თამაშით და მადლობელი ვარ "სტოკპორტის" ასეთი გამოცდილების მოცემის გამო."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
28 აპრილი 2016 11:39
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ახაკგაზრდულებში კარგი მეკარეები გყვავს, მაგრამ დე ხეა თუ არ წავიდა შანსი არ აქვთ.
0
№2
ავტორი: BaChOo
28 აპრილი 2016 11:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
დე ხეა თუ მანჩესტერში აპირებს კარიერის დასრულებას აკადემიის მეკარეებს მინიმალურიც კი არ ექნებათ ალბათ შანსი areyoukiddingme
0
№3
ავტორი: gaga1987
28 აპრილი 2016 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
გაანათხოვრონ ჯობია.
0
№4
ავტორი: Legends For Ever
28 აპრილი 2016 12:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
Shansi ar Aq 1 gundis
0
№5
ავტორი: კანტონა
28 აპრილი 2016 12:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
სადაც დე ხეაა იქ არავის აქ შანსი
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
28 აპრილი 2016 13:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გაუჭირდება ნამდვილად
0
№7
ავტორი: RojoDiablo
28 აპრილი 2016 13:37
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ისეთი გვარი გაქვს, სანამ არ გაკაპიტნდები, არაფერი გეშველება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: hemi
28 აპრილი 2016 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
მგონია რო ნორმალური გუნდი როცა დავდგებით და მარტო მეკარეზე არ ვიქნებით დამოკიდებული თასის თამაშებზე და ამხანაგურებზე უმშა მიეცეს შანსი იქნებადა რომეროს ჯობია და ეს გვეყოლება მეორე, ყოველთვის კარგია აკაფემიის აღზრდილები გუნდში თუმდაც სათადარიგოზე
0
№9
ავტორი: PLANeta
28 აპრილი 2016 15:13
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ეს ძალიან მომწონს კარგი მეკარეა სწრაფია და რეაქცია აქვს საკმაოდ კარგი + ძლიერიცაა Mაგრამ შანსი 0
0
№10
ავტორი: gela-manchesteri
28 აპრილი 2016 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ციტატა: AkkRed
ახაკგაზრდულებში კარგი მეკარეები გყვავს, მაგრამ დე ხეა თუ არ წავიდა შანსი არ აქვთ.

დევიდი არც ცავა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top