"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დინ ჰენდერსონი იმედს გამოთქვამს, რომ მარკუს რეშფორდისა და ტიმოთი ფოსუ-მენსას კვალს გაჰყვება, მაგრამ აცნობიერებს, რომ პირველ გუნდში მოხვედრა მეტისმეტად რთული იქნება.
19 წლის მეკარე იჯარის წესით ჩრდილოეთ კონფერენციის გუნდში "სტოკპორტ ქაუნთიში" იყო განათხოვრებული მიმდინარე სეზონში, მაგრამ თებერვალში "იუნაიტედს" დაუბრუნდა, რადგანაც დე ხეამ ტრავმა მიიღო.
ჰენდერსონი ინგლისის თასზე "შრუსბერის" წინააღმდეგ მატჩში სერხიო რომეროს შემცვლელად სათადარიგო მეკარედ დასახელდა.
ჰენდერსონი, რომელიც "იუნაიტედში" "კარლაისლიდან" 14 წლის ასაკში გადავიდა, აცხადებს: "მეც იგივე ამბიციები მაქვს, რაც "იუნაიტედის" ბიჭებს, 100 პროცენტით. მეკარეს ცოტა მეტი დრო სჭირდება. რა თქმა უნდა, დავიდი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და მისგან ბევრს ვსწავლობ.
მარკუსი და ტიმი ჩემი კარგი მეგობრები არიან, მე კი პირველ გუნდში მათთან ერთად თამაში მინდა. მეკარეთა მწვრთნელი ყოველთვის მოდის ჩემი თამაშის სანახავად და მასწავლის, რა უნდა გავაუმჯობესო.
მუდმივად ვსწავლობ მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის წინაშე თამაშით და მადლობელი ვარ "სტოკპორტის" ასეთი გამოცდილების მოცემის გამო."