თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2016, 19:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3426,
კომენტარები: 19
"რეშფორდი ნამდვილად ნიჭიერია, მაგრამ არავინ დამაჯეროს, რომ ლინგარდი ახალი გიგზია"
ჰარი რედნაპის გრაფა.
"ტოტენჰემის" ყოფილი მწვრთნელის, ჰარი რედნაპის გრაფა:

"ბოლო პერიოდში ხშირად მესმის, რომ ლუი ვან გაალს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვენ, თუკი ინგლისის თასს მიმდინარე სეზონში ვერ მოიგებს.

იდეა მდგომარეობს იმაში, რომ, თუ ოთხეულში ვერ მოხვდებიან, ვან გაალს ეს თასი ძალიან გამოადგება მომდევნო სეზონში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის შენარჩუნების თუნდაც მცირე შანსების მოსაპოვებლად.

ვწუხვარ, მაგრამ ეს სრული სისულელეა. "მანჩესტერ იუნაიტედის" დირექტორთა საბჭო უნდა მიხვდეს, რომ ლუი ვან გაალი არის ადამიანი, რომელსაც გუნდის გაძღოლა შეუძლია. და მისი ბედი მხოლოდ ერთმა "კრისტალ პალასთან" მატჩმა არ უნდა გადაწყვიტოს.

"რეშფორდი ნამდვილად ნიჭიერია, მაგრამ არავინ დამაჯეროს, რომ ლინგარდი ახალი გიგზია"


ვფიქრობ, თავის საქმეს თავს სტაბილურად ართმევს. მთლად დარწმუნებული არა ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" იდეალური ადამიანია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, როგორი რთული დავალება იდგა მის წინაშე, როცა კლუბი ჩაიბარა.

სერ ალექს ფერგიუსონი ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელია ბრაიან კლაფსა და ბილ შენკლისთან ერთად, მაგრამ შემადგენლობა, რომლითაც ბოლო სეზონში პრემიერ ლიგა მოიგო, დიდებული ნამდვილად არ ყოფილა.

ყველამ დავინახეთ, რა მოუვიდა ამ შემადგენლობას დევიდ მოიესის ხელში, და ვხედავთ ახლა ლუი ვან გაალის ხელშიც. ეს შემადგენლობა სწორედ იმ გუნდის შესაფერისია, რომელსაც სატურნირო ცხრილში ასეთი ადგილი უნდა ეჭიროს, ტოპ-ექვსეულის გუნდის და არა - გრანდის.

"რეშფორდი ნამდვილად ნიჭიერია, მაგრამ არავინ დამაჯეროს, რომ ლინგარდი ახალი გიგზია"


მომენტი, როცა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც როი კინი, პოლ სქოულზი, რიო ფერდინანდი და რაიან გიგზი კარიერის დასრულებას გადაწყვეტდნენ, გარდაუვალი იყო. ყველანი ვაცნობიერებდით, რომ ფერგიუსონის ნებისმიერ მემკვიდრეს გუნდის გარდაქმნისას დიდი სამუშაო ელოდა.

მოიესის ადგილას მოსული ვან გაალი სწორედ ამით დაკავდა. და მან ამჯობინა, ახალგაზრდების განვითარებით გადაეჭრა პრობლემა.

ეს შესანიშნავია, ოღონდ, მათ შემადგენლობაში ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების მთელ რიგს ვერ ვხედავ. და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ რომელიღაც მათგანი თქვენი საყვარელი ფეხბურთელია.

მარკუს რეშფორდს უდავო ნიჭი აქვს და მართლა ვიმედოვნებ, რომ თავის პოტენციალს სრულად წარმოაჩენს.

ენტონი მარსიალი ასევე შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ მას მოუწევს შეეგუოს სამუდამოდ არასაკმარისი ფეხბურთელის სტატუსს, "იუნაიტედმა" ხომ მასზე ამდენი დახარჯა.

მაგრამ დანარჩენი რა გვაქვს? ჯესი ლინგარდი? დიახ, ცუდი ფეხბურთელი არ არის, მაგრამ არ ღირს ლაპარაკი ახალ დევიდ ბექჰემზე ან რაიან გიგზზე. მოდით, არც კი დავიწყოთ. რამდენიმე წლის წინ "იუნაიტედის" შემადგენლობაში თავის გამოჩენის მინიმალური შანსიც კი არ ექნებოდა.

"რეშფორდი ნამდვილად ნიჭიერია, მაგრამ არავინ დამაჯეროს, რომ ლინგარდი ახალი გიგზია"


კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ, ალბათ, არცერთი მათგანი არ იწვევს აღფრთოვანებას. ვერ ვიტყვით, რომ ისინი ისეთივე კარგები არიან, როგორც ჰარი კეინი ან დელე ალი.

ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელთა ეს თაობა პრემიერ ლიგას ვერ მოიგებს.

ახლა კი "იუნაიტედის" მთელ შემადგენლობას გადახედეთ და გულახდილად მიპასუხეთ, მათგან რომელი მოხვდებოდა ფერგის საუკეთესო შემადგენლობაში. დავიდ დე ხეა- ფანტასტიკური მოთამაშეა და, ალბათ, მას ექნებოდა შანსი, მაგრამ პეტერ შმეიხელს ან ედვიდ ვან დერ სარს არ ამჯობინებდით?

უეინ რუნი ასეთ შემადგენელობაში მოხვდებოდა, მაიკლ კერიკი კი საერთოდ ფერგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ნაწილი იყო, მაგრამ ის არ ახალგაზრდავდება.

რაც შეეხება დანარჩენებს, მეტს ვერავის ვხედავ, ვინც ამ სტანდარტს თუნდაც უახლოვდება. ეს კი პრობლემებს უსვამს ხაზს, რომელიც "იუნაიტედს" მომდევნო სეზონში ექნება. და სულერთია, ვინ იქნება მწვრთნელი.

ვფიქრობ, მათ მინიმუმ 2-3 ტოპ-კლასის ფეხბურთელი უნდა იყიდონ. მათი პოვნა კი ადვილი არ არის. ვან გაალის თავიდან მოშორება მაინც რომ გადაწყვიტონ, რა ვარიანტები ექნებათ? ყველაზე ნათელი ჟოზე მოურინიო მოსჩანს, მაგრამ მჯერა, კიდევ იქნება სხვებიც.

ყოველი ზემოთქმულის გათვალისწინებით, ნამდვილად მჯერა, რომ "იუნაიტედი" ინგლისის თასის ფინალში მოიგებს. თუმცა წინააღმდეგი არც იმისა ვიქნები, რომ "კრისტალ პალასს" ერგოს თასი.

"რეშფორდი ნამდვილად ნიჭიერია, მაგრამ არავინ დამაჯეროს, რომ ლინგარდი ახალი გიგზია"
სხვა
19 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 აპრილი 2016 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რაღაც მომენტში შეიძლება დავეთანხმოთ რედნაპს, მაგრამ კეინის და ალის შედარება ჩვენს ახალაგზრდებთან მე მგონი ძალიან ადრეა. კი გასაგებია ესენიც ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, მაგრამ არა ბავშვები. ჩვენ კი ბავშვებით ვთამაშობთ, რომლებსაც აქვთ იმის პერსპექტივა და ნიჭი, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელები გახდნენ. აი ლინგარდზე კიდე ძნელად მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც რედნაპს არ დაეთანხმება (თუმცა არც ისე ძნელად... wink )
0
№2
ავტორი: hemi
27 აპრილი 2016 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
მოკლედ რა ყველას ჩვენი დაბოლება და ჩაძირვა უნდა ოღონდ იუნაიტედი არ იყოს ძლიერ, კაცი რო ვან გაალის დარჩენას გირჩევს და ფერგის შენკლის გვერდით აყენებს რა უნდა უთხრა, აი შემადგენლობაზე რო ლაპარაკობს მანდ ცდება ყველაზე მეტად ჩვენც ვიცით რო არ გვყავდა ვარსკვლავწყვეტელი ხალხი და მაგიტო მიეცა 300 მილიონი და ვინ იყიდა როხო? ერერა? კი არის ჟილკიანია მარა გამომიყვანეთ მე და მთელი ჩემი არსებით თუ არ ვითამაშე ნახავთ, კიდე მატეო და რაფაელი გაუშვა ან ის ალბათ ბლინდი და ნახევარმცველს დაცვაში რო ათამაშებს და 30 მილიონად ნაყიდი დეპაი სკამზე უზის დებილი ლინგარდი ძირითადშია, ლუის უდუდესი მინუსი მოკლედ ტრანსფერებია მერე მაგის ფილოსოფია გონია ყველაფერი გამოსფის არაა დომხალია გუნდის თამაში 2 წელიწადში მართლა ვერ ვნახე 3 გადაბმულუ ნორმალური თამაში ბოლოს რედნაპი კიდე სირობს კი რეშფორდი და მარტიალი კაია მარა დანარჩენებს ესე არ ყნდა გადაუსვა ხაზი, ამ სასტავიტ 100% ვიცი ფერგი თუ ვერ მოიგებდა მეორეზე გავიდოდა და ჩემპიონთა ლიგაზეც მეოთხედფინალი კაკ მინიმუმ მიდი მერე და ილაპარაკე რაღაცეები
0
№3
ავტორი: RojoDiablo
27 აპრილი 2016 19:58
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან, ძალიან სადავო საკითხია ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემის გამო შექება. შანსი მაშინ ჰქვია მიცემულ შესაძლებლობას, როცა სხვა გამოსავალი გაქვს და მაინც მას იყენებ, ის კი, რაც ვან გაალმა გააკეთა, მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობა იყო. გუნდს ფორვარდი არ ჰყავდა და გამოიყვანა ყველასთვის უცნობი ბიჭი. კარგი, დავუშვათ, რომ ლუიმ მართლაც ამოიცნო რეშფორდი, მაშინ რატომ თავიდანვე ის არ ამოირჩია და მანამდე უილ კინს აყენებდა განაცხადში? ჩემი აზრით, ეს ადასტურებს, რომ შანსი კი არ მისცა, არამედ ვითარებიდან გამომდინარე მოიქცა ასე.

ერთადერთი შანსი, პირდაპირი გაგებით, მიეცა მარსიალს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: gela-manchesteri
27 აპრილი 2016 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ეს რედნაპი კიდე ვერ მოიშორა ამ ინგლისმა რა
0
№5
ავტორი: Lady in red
27 აპრილი 2016 20:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ციტატა: RojoDiablo
ძალიან, ძალიან სადავო საკითხია ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემის გამო შექება. შანსი მაშინ ჰქვია მიცემულ შესაძლებლობას, როცა სხვა გამოსავალი გაქვს და მაინც მას იყენებ, ის კი, რაც ვან გაალმა გააკეთა, მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობა იყო. გუნდს ფორვარდი არ ჰყავდა და გამოიყვანა ყველასთვის უცნობი ბიჭი. კარგი, დავუშვათ, რომ ლუიმ მართლაც ამოიცნო რეშფორდი, მაშინ რატომ თავიდანვე ის არ ამოირჩია და მანამდე უილ კინს აყენებდა განაცხადში? ჩემი აზრით, ეს ადასტურებს, რომ შანსი კი არ მისცა, არამედ ვითარებიდან გამომდინარე მოიქცა ასე.

ერთადერთი შანსი, პირდაპირი გაგებით, მიეცა მარსიალს!

გეთანხმები და იმასაც უნდა ხვდებოდეს,რომ ლინგარდი არ არის ძირითადის მოთამაშე
0
№6
ავტორი: Count Alucard
27 აპრილი 2016 20:30
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ძლივს ვიღაცამ საღად ისაუბრა... ბოლომდე ვერა მაგრამ უმეტესად ვეთანხმები რედნაპს, განსაკუთრებით ფეხბურთელების შეფასებაში ლინგარდა არასდროს იყო საოცრად ნიჭიერი და არც ახლა არის საოცარი ფეხბურთელი... საშუალო დონის ინგლისელია, რომელიც საშუალო დონის გუნდში უნდა თამაშობდეს...
0
№7
ავტორი: GeorgeBest
27 აპრილი 2016 20:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: RojoDiablo
ძალიან, ძალიან სადავო საკითხია ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემის გამო შექება. შანსი მაშინ ჰქვია მიცემულ შესაძლებლობას, როცა სხვა გამოსავალი გაქვს და მაინც მას იყენებ, ის კი, რაც ვან გაალმა გააკეთა, მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობა იყო. გუნდს ფორვარდი არ ჰყავდა და გამოიყვანა ყველასთვის უცნობი ბიჭი. კარგი, დავუშვათ, რომ ლუიმ მართლაც ამოიცნო რეშფორდი, მაშინ რატომ თავიდანვე ის არ ამოირჩია და მანამდე უილ კინს აყენებდა განაცხადში? ჩემი აზრით, ეს ადასტურებს, რომ შანსი კი არ მისცა, არამედ ვითარებიდან გამომდინარე მოიქცა ასე.

ერთადერთი შანსი, პირდაპირი გაგებით, მიეცა მარსიალს!

იმ დღეს ჯგუფში მაგაზე გვქონდა დავა wink მეც იგივეს ვფიქრობ, მარსიალსაც პირველივე გაბრწყინების გამო მიეცა შანსი თორე დარმუნებული ვარ არც ეგ იქნებოდა გამონაკლისი
0
№8
ავტორი: Memphis_Depay
27 აპრილი 2016 20:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
კრისტალს ბაზრობს !!! დეპაიმ ითამაშოს მარჯვენა ვინგერად ... დაიბრუნოს თავისი თავის რწმენა ... განვითარდეს ... დაინახოს რომ მწვრთნელი ენდობა !!! და მერე მარსიალი რაშფორდი დეპაი დარწმუნებული ვარ ძლიერ შეტევას შექმნიან !!! შეტევა ვერ იქნება ძლიერი როცა მხოლოდ ცალი ფლანგიდან ხდება !!! უკვე დიდი ხანია მარჯვენა ფლანგი ჩამკვდარია და ლინგარდი არაა ახალი გიგზი მარჯვენა ფლანგი გამოაცოცხლოს !!!
0
№9
ავტორი: The Special One
27 აპრილი 2016 21:05
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: Count Alucard
ძლივს ვიღაცამ საღად ისაუბრა... ბოლომდე ვერა მაგრამ უმეტესად ვეთანხმები რედნაპს, განსაკუთრებით ფეხბურთელების შეფასებაში ლინგარდა არასდროს იყო საოცრად ნიჭიერი და არც ახლა არის საოცარი ფეხბურთელი... საშუალო დონის ინგლისელია, რომელიც საშუალო დონის გუნდში უნდა თამაშობდეს...

და არ თამაშობს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№10
ავტორი: Malboro463
27 აპრილი 2016 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
პერეირა საერთოდ მოტეხა დავიჯერო ლინგარდზე ნიჭიერი არა?
ვანგალს ტყულად აქებს შარშანდელი სეზონის მერე გუნდი ასეთ დღეში არ უნდა ყოფილიყო და არამგონია მომდევნო სეზონი იყოს უკეთესი. თან სიტი,ტოტენჰემი,ჩელსი, ლივვერპული უფრო ძლიერები იქნებიან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top