თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2016, 17:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2859,
კომენტარები: 18
პარდიუ: "ფერგიუსონი ზაჰას გამო იმედგაცრუებულია"
"კრისტალ პალასის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექსის დამოკიდებულებაზე საუბრობს.
პარდიუ:
"კრისტალ პალასის" მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ აღნიშნავს, რომ სერ ალექს ფერგიუსონი იმედგაცრუებულია "მანჩესტერ იუნაიტედში" უილფრიდ ზაჰას წარუმატებლობით.

ზაჰა ფერგიუსონის უკანასკნელი შენაძენი იყო "იუნაიტედში", მაგრამ მან მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით, სანამ "პალასში" დაბრუნდებოდა იჯარის წესით, შემდეგ კი საბოლოოდ გაიყიდებოდა.

23 წლის ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებს" 21 მაისს ინგლისის თასის ფინალში დაუპირისპირდება. პარდიუმ კი განაცხადა, რომ ფერგიუსონი ვინგერის პროგრესით მოხარული და იმედგაცრუებულია.

"ნახევარფინალამდე ზაჰას მცირე ტრავმა ჰქონდა, რომელზეც ვწუხდით, შემდეგ კი მოედანზე გავიდა და თითქმის გაიტანა ნახევარფინალის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი.

ფინალი უილფისთვის დიდი დღე იქნება. ამ ბიჭს დაუჯერებელი პოტენციალი აქვს. მიმდინარე კვირაში სერ ალექსს ვესაუბრე. მის შესახებ მკითხა, რადგან ნამდვილად იმედგაცრუებულია, რომ უილფმა "ოლდ ტრაფორდზე" არ გაამართლა",
- განაცხადა პარდიუმ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
27 აპრილი 2016 17:11
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Didi imedebi gvqonda zahasi, magram saertod veraferi gaaketa old trafordze
0
№2
ავტორი: redarmy10
27 აპრილი 2016 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ეპპ ვერგაქაჩა სამწუხაროდ

areyoukiddingme
0
№3
ავტორი: giorgiginturi
27 აპრილი 2016 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
და კიდევ რამდენია ზაჰას ნაირი და რამდენი დაადგება მის კვალსს...
0
№4
ავტორი: Mike
27 აპრილი 2016 17:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
გოლ კომის ესეთი სტატიებიც არ მჯერა biggrin2
0
№5
ავტორი: gela-manchesteri
27 აპრილი 2016 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
საქამ მაგრად ცენზურა
0
№6
ავტორი: PLANeta
27 აპრილი 2016 18:04
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ტურნეზე კარგი იყო. მაგრად გამიტყდა ზაჰას წარუმატებლობა მანჩესტერში
0
№7
ავტორი: Lee Sharpe
27 აპრილი 2016 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ზაჰასნაირები ყრია ინგლისში, ისეთი ტალანტები დაიკარგა ზაჰა სახსენებელი არაა
0
№8
ავტორი: dybbuk
27 აპრილი 2016 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ამაზე მეტად პაუელზე მწყდება გული, ტრავმებმა დატანჯა თორე მართლა მაგარი ტალანტი იყო
0
№9
ავტორი: ALEXFERGUSON
27 აპრილი 2016 18:27
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
რეალი როგორც ჩანს ხამეს როდრიგესს ყიდის და ზედ ისკოსაც მიაყოლებენ ისეთი პირი უჩანს. შეიძLება ორივეზე ფიქრი,იმ შემთხვევაში რათქმაუნდა თუ დეჰეას არ მოითხოვენ ჩათლახი მადრიდელები. ასევე იბრაგიმოვიჩის მოყვანაც სრულიად რეალურია და ამას თუ დავუმატებთ მოურინიოს მწვრთნელად,საკმაოდ მაგარი გუნდი შეიკრება. ერთი მცველიც დასამატებელია,რომ სმოლინგს შეუწყვილდეს
0
№10
ავტორი: Memphis_Depay
27 აპრილი 2016 18:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ფერგი რომ დარჩენილიყო შეძლებდა აეთამაშებინა მაგრამ ... არც მოიესია გენიოსი და არც ვან გაალი !!! ორივე მაგარი...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top