"კრისტალ პალასის" მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ აღნიშნავს, რომ სერ ალექს ფერგიუსონი იმედგაცრუებულია "მანჩესტერ იუნაიტედში" უილფრიდ ზაჰას წარუმატებლობით.
ზაჰა ფერგიუსონის უკანასკნელი შენაძენი იყო "იუნაიტედში", მაგრამ მან მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით, სანამ "პალასში" დაბრუნდებოდა იჯარის წესით, შემდეგ კი საბოლოოდ გაიყიდებოდა.
23 წლის ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებს" 21 მაისს ინგლისის თასის ფინალში დაუპირისპირდება. პარდიუმ კი განაცხადა, რომ ფერგიუსონი ვინგერის პროგრესით მოხარული და იმედგაცრუებულია. "ნახევარფინალამდე ზაჰას მცირე ტრავმა ჰქონდა, რომელზეც ვწუხდით, შემდეგ კი მოედანზე გავიდა და თითქმის გაიტანა ნახევარფინალის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი.
ფინალი უილფისთვის დიდი დღე იქნება. ამ ბიჭს დაუჯერებელი პოტენციალი აქვს. მიმდინარე კვირაში სერ ალექსს ვესაუბრე. მის შესახებ მკითხა, რადგან ნამდვილად იმედგაცრუებულია, რომ უილფმა "ოლდ ტრაფორდზე" არ გაამართლა", - განაცხადა პარდიუმ.