თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2278,
კომენტარები: 24
ფერდინანდი: "ვან გაალს დარჩენის ერთადერთი შანსი აქვს"
რიო ფერდინანდი "იუნაიტედის" მწვრთნელის შანსებზე საუბრობს.
ფერდინანდი:
რიო ფერდინანდს მიაჩნია, რომ ლუი ვან გაალს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტის შენარჩუნების ერთადერთი შანსი ინგლისის თასის მოგებითა და პრემიერ ლიგის ოთხეულში შესვლით მიეცემა.

"წითელმა ეშმაკებმა" "ევერტონის" დამარცხების შემდეგ ინგლისის თასის ფინალში გააღწიეს, სადაც 21 მაისს "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდებიან.

"იუნაიტედი" ჯერ კიდევ იბრძვის ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად და მეოთხე ადგილზე მყოფ "არსენალს" ხუთი ქულითა და ერთი მატჩით ჩამორჩება. ფერდინანდს კი მიაჩნია, რომ მიზნის მიღწევა ვან გაალს დარჩენის საბაბს მისცემს.

"თუ ინგლისის თასს მოიგებს და ჩემპიონთა ლიგაზე გავა, შეუძლია იჯდეს და თქვას, რომ ეს პროგრესია.


"მანჩესტერ იუნაიტედში" მომუშავე ხალხს მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ, გულშემატკივრებს რომ ვეკითხები, მპასუხობენ, რომ გუნდი არ თამაშობს იმ ფეხბურთს, რომლის ხილვაც მათ სურთ.

მათ სურთ ისეთი ფეხბურთის ხილვა, რომელიც მათი კლუბის ისტორიის შესაფერისია. ეს ყოველთვის ძალიან ბევრი შემტევი, შემტევი ფეხბურთი იყო.

თუმცა შაბათს იმ მატჩს ვუყურე და თუ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი ბრუნდება, ლუი ვან გაალს დიდებული არგუმენტი ჰქონია ნაბიჯის წინ გადასადგმელად.

ამ სეზონში "იუნაიტედი" მოსაწყენ და არასანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ვან გაალი ქებას იმის გამო მაინც იმსახურებს, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები, რომელთა შორის რეშფორდი ასხივეს, გუნდში გამოაჩინა.

ფეხბურთისთვის დიდებულია, ქვეყანაში მომუშავე მწვრთნელებისთვის კი შესანიშნავი ასეთი მიდგომა.

ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემა და ინგლისის თასის ფინალში გასვლა - თუმცა ჩემპიონატში არც ისე კარგად თამაშობენ - "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ვან გაალის კარგი ნაწილია",
- განაცხადა ფერდინანდმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
24 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
27 აპრილი 2016 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ლიგაზე რომცც გავიდეს გუნდი მაინც უნდა გაუშვან ესეც და გიგსიც არცერთი არა დასატოვებელი
0
№2
ავტორი: ikeoni
27 აპრილი 2016 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ვნახოთ ბევრი აღარ დარჩა
0
№3
ავტორი: PLANeta
27 აპრილი 2016 13:37
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
არაა შანსი არაა იმედია ვუდვორდი ამას არ იკისრებს cerealguy
0
№4
ავტორი: LASHQARA
27 აპრილი 2016 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
თუ გავიდა ლიგაზე და თასიც მოიგოო დატოვონ იქნებ მართლა შემდეგი სეზონიდან დაიქოქოს გუნდი winked სხვა მოვიდეს ახალი ხედვებით და არ გაამართლოს უფრო გაგვიტყდება, ეს სტაბილურად ლიგაზე სულ გაგვიყვანს ასე თუ ისე დაამუღამეს ფეხბურთელებმაც ლუის ფილოსოფია... რავიციი ვნახოთ love am
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 აპრილი 2016 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ხოო ნუ თუ ოთხეულშიც შევედით და ლიგის თასიც მოვიგეთ შეიძლება მერე მართლა ქონდეს შანსი ვან გაალს იმისა, რომ გუნდში დარჩეს, თუმცა მე მაინც მირჩევნია რომ მანჩესტერი მოურინიომ ჩაიბაროს. ამ ეტაპზე ჟოზეზე კარგი ვარიანტი ფიზიკურად არ არსებობს ასე, რომ თუ ვან გაალი წავა ის უნდა მოვიდეს აუცილებლად.
0
№6
ავტორი: SAF
27 აპრილი 2016 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
yuno
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№7
ავტორი: SANDROGRIGA
27 აპრილი 2016 14:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ სეზონში ხშირად იყო ერთ-ორ თამაშიანი გამონათებები და არ ღირს უცებ ,,გაღმერთება" ვან გაალის, გასაშვებია მაინც. რო დატოვონ სატრანსფერო ფანჯარაზე კიდე რაღაცას იბოდიალებს და მერე იტყვის არ შეესაბამებიან დონეს ფეხბურთელებიო და გასისადაც ასე იქნება... მოკლედ უნდა გაუშვან
0
№8
ავტორი: Lalana
27 აპრილი 2016 14:45
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ყველაზე სუსტი წერტილი რაც არის გუნდში ეს შეტევაში სწრაფად გადასვლაა.ჩვენ გუნდს ყოველთვის საოცარი კონტრ შეტევები ჰქონდაა,აი საოცარიი,ახლა კი ეგ ნაწილი საერთოდ მკვდარია,ვერ ამოაქვთ ბურთი სწრაფად,არა და ამის საშუალება ნამდვილად გვაქვს,უბრალოდ ვან გაალი ვერ ნერგავს გუნდში ამას.
0
№9
ავტორი: Memphis_Depay
27 აპრილი 2016 15:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ასოციაციის თასიც რომ მოიგოს მაინც უნდა გაუშვან !!!
0
№10
ავტორი: sandroo
27 აპრილი 2016 15:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ვფიქრობ მასე თუ მოხდა და ოთხეულში შევედით და მერე დატოვებს ბოლო სეზონში ტრებლის მოიგებს, არ დაგავიწყდეთ ფერგიუსონს ამაზე მეტად აგინებდნენ თავიდან.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top