თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2016, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2487,
კომენტარები: 26
სიმპსონი: "ვარდის გარეშეც შეგვიძლია მოგება"
"ლესტერ სიტის" მცველი მომდევნო მატჩზე საუბრობს.
სიმპსონი:
"ლესტერ სიტის" მცველი დენი სიმპსონი ამბობს, რომ მის გუნდს პრემიერ ლიგის მოგება "ოლდ ტრაფორდზე" ჯეიმი ვარდის გარეშეც შეუძლია.

"მელიების" თავდამსხმელი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ 10 ათასი ფუნტითა და 1 შეხვედრის გამოტოვებით დასაჯა "ვესტ ჰემთან" მატჩში მსაჯისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო.

თუმცა 29 წლის ფეხბურთელის არყოფნა "სუონსისთან" მატჩში კლაუდიო რანიერის გუნდს საერთოდ არ შეუმჩნევია, რამეთუ ლეონარდო ულიოას დუბლის წყალობით "ლესტერმა" 4-0 გაიმარჯვა.

იმ შემთხვევაში, თუ "ლესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაამარცხეს, პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდება და სიმპსონს იმედი აქვს, რომ მის გუნდს ამის გაკეთება წამყვანი ბომბარდირის გარეშეც შეუძლია.

"ვფიქრობ, ჩვენ უბრალოდ შეტყობინება გავუგზავნეთ ყველას, ვინც ჩვენდამი ნეგატიურად იყვნენ განწყობილი.

გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც კარგად თამაში შეუძლიათ. ლეო "სუონსისთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ჯეფ შლუპი კი შემოვიდა და ბრწყინვალე იყო.

დემარაი გრეიც შემოვიდა და ყველამ ვნახეთ, რა თამაში აჩვენეს მან და მარკ ოლბრაიტონმა.

ყველაფერი გუნდზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთიანი გუნდი გვყავს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში მოდიან, ასევე კარგად თამაშობენ.

"ოლდ ტრაფორდზე" როდესაც არ უნდა ჩავიდეთ, ყოველთვის დიდი მატჩი გვაქვს.

გვინდა, ამისგან სიამოვნება მივიღოთ და რთულ კვირას მოუთმენლად ველოდებით. "ოლდ ტრაფორდზე" ჩავალთ, ვითამაშებთ და სამი ქულის აღებას ვეცდებით",
- განაცხადა სიმპსონმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
26 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 აპრილი 2016 11:07
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ერთი ფეხბურთელის გუნდი არ არის "ლესტერი", მაგრამ მეტისმეტად დამოკიდებულია სწრაფ ფეხბურთელებზე და კონტრშეტევებზე. დიდი დანაკლისია ვარდი ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ ოკაზაკისაც შეუძლია იმავე როლის შესრულება და სხვა სახის საფრთხეს ქმნის ულიოა.

საერთოდ არ მაძლევს სიმშვიდის საფუძველს ვარდის არყოფნა. არ იყო ფორმაში, ვერ თამაშობდა, რომ გუნდი მაინც იგებდა. არ იყო საერთოდ შემადგენლობაში, რომ მაინც მოიგეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 აპრილი 2016 11:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გასაგებია, რომ კარგად ითამაშეს სოუნსითან, მაგრამ მანჩესტერი სოუნსი არაა და პლიუს ამას ოლდ ტრაფორდზე ვთამაშობთ სადაც არაერთი მატჩი ჩაგვიტარებია მშრალად. ვარდის გარეშეც სერიოზული ძალაა ლესტერი რა თქმა უნდა, მაგრამ ამით დიდად არაფერი იცვლება. ჩვენ მოსაგები გვაქვს თამაში და უნდა მოვიგოთ კიდევაც. ლესტერი ნამდვილად იმსახურებს ჩემპიონობას, მაგრამ არა ოლდ ტრაფორდზე!!!
0
№3
ავტორი: Zeba
27 აპრილი 2016 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
მოუნდა ბიჭებს ოლდ ტრაფოდზე გაჩემპიონება, cerealguy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll Never Die, We'll Never Die, 
We'll Never Die, We'll Never Die, 
We'll Keep The Red Flag Flying High, 
Cos Man United Will Never Die...
№4
ავტორი: stepno
27 აპრილი 2016 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგრად მიხარია ლესტერი რო ხდება ჩემპიონი ძალიან მაგარი ბიჭები არიან და მართლა დაიმსახურეს ჩემპიონობაა love love რაც შეეხება მანჩესტერში ანუ ოლდტრაფორდზე გამარჯვებაა ადვილი არასოდეს ყოფილაა არათუ ლესტერისთვის არამედ მსოფლიოში არცერთი გუნდისთვის რა ფორმაშიც გინდა იყოს მანჩესტერი.
ჩემი აზრით 2:1 ან 3:1 დამთავრდება love love
0
№5
ავტორი: Lady in red
27 აპრილი 2016 11:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ეს თამაში უნდა მოვიგოთ, მათ თუ ჩემპიონობა უნდათ ჩვენ ლიგაზე გასვლა გვინდა და ოლდ ტრაფორდზე უბრალოდ უფლება არ უნდა მისცენ სხვა გუნდს ჩემპიონობა იზეიმონ,კი ლესტერი იმსახურებს ჩემპიონობას, მაგრამ არა ოლდ ტრაფორდზე. ასე რომ ველოდები ჩვენი ბიჭების კარგ თამაშს გამარჯვებისთვის
0
№6
ავტორი: nikala2000
27 აპრილი 2016 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
მაგის გამო მოგი****ვენ დედას ! cerealguy2
0
№7
ავტორი: The Special One
27 აპრილი 2016 11:57
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ვარდი დიდი დანაკლისია,რაც მთავარია სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№8
ავტორი: MANUTD1878
27 აპრილი 2016 11:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ფრთხილად ზედმეტმა ამბიციებმა ოლდტრაფორდზე გაჩემპიონება კი არა საერთოდ ტიტულის გარეშე არ დარჩეთ

მოუნდა მთვარეზე..........
0
№9
ავტორი: MEMPHIS 7
27 აპრილი 2016 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ki ki waigeb samshi erts
0
№10
ავტორი: f.c.mu
27 აპრილი 2016 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 373
ძაღლადაც აღარ გვაგდებენ ამათი ..........................

ამ სეზონში ყველა გრანდმა ჩაისვარა თორე ლესტერს ვინ აბლატავებდა, გამოჩნდება ყველაფერი მეორე სეზონში, ოთხეულშიც ვერ შევა.

პრემიელ ლოგაში, ოლდ ტრაფორდზე, მანჩესტერის წაგებით რო ლესტერი გაჩემპიონდება მაგრად ტეხავს, უეჭველი უნდა მოვუგოთ
რადაც არ უნდა დაგვიჯდეს

ისედაც მიზერული შანსები გვაქ ლიგაზე გასვლის, ამთთან თუ წავაგეთ უკვე შანსი არაააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top