თბილისი:
მანჩესტერი:
24-04-2016, 09:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3015,
კომენტარები: 16
ვან გაალის ინტერვიუ MUTV-სთან
ლუი ვან გაალის მატჩის შემდგომი კომენტარი.
ვან გაალის ინტერვიუ  MUTV-სთან
ლუი ვან გაალმა ინგლისის თასზე "ევერტონის" დამარცხების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიასა და BBC-ს ინტერვიუ მისცა და მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

შთაბეჭდილებები მატჩიდან

ფანტასტიკურია ფეხბურთელების თვალებში ამ სიამოვნების დანახვა. გულშემატკივრებშიც, რადგან ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. პირველ ტაიმში ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით და უფრო მეტი მომენტი გვქონდა- მატჩის დასრულება გაცილებით ადრე შეგვეძლო. ნეიტრალური გულშემატკივრისათვის ამაღელვებელი მატჩი იყო და გაგვიმართლა, რომ ბოლო წუთზე გავიტანეთ, თუმცა გამარჯვება დავიმსახურეთ. სმოლინგს ვუთხარი, რომ იღბლიანი ბიჭია, რადგანაც ახლა გაღიმების უფლება გვაქვს! ძალიან კარგად ითამაშა. ორივე გუნდმა გამარჯვების დიდი სურვილი აჩვენა, ასე რომ, ბედნიერი ვარ იმით, რომ გამარჯვებული ჩვენ აღმოვჩნდით.

ნახევარფინალის ზეწოლა

ვფიქრობ, "ევერტონიც" განიცდიდა ზეწოლას. ჩემი აზრით, ხვალ სხვა ნახევარფინალს იხილავთ, ზეწოლა ყველა ფეხბურთელზე ხდება, რადგან ყველას სურს ფინალში გასვლა, ასე რომ, ჩემს თვალში ეს ყოველთვის ერთი და იგივეა. არაფრით განსვავებული.

გამარჯვების გოლის ავტორ ენტონი მარსიალზე

პირველ ტაიმშიც შეეძლო გატანა, როცა იმავე სიტუაციაში იმყოფებოდა და შესვენებაზე ვუთხარი, რომ დაბალ კუთხეში დაერტყა- და ასეც მოიქცა! ფანტასტიკური შესრულება იყო. ვფიქრობ, მომავალში უფრო მეტს შეძლებს, რადგან ჯერ კიდევ ბევრ რამეს ვხედავ, რაც უნდა გააუმჯობესოს და შეუძლია, გააუმჯობესოს. მხოლოდ ვარჯიშითა და თამაშით გაუმჯობესდები. ასევე, როცა უმაღლეს დონეზე თამაშობ, გაუმჯობესდები. როცა ასაკში ხარ, იცი, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მერე გამოცდილებას იღებ და სიტუაციებში უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებ.

იქნება კოულის ან ნისტელროის მსგავსი?

არ ვფიქრობ, რომ თავდამსხმელია, უფრო ვინგერია, მაგრამ მომავალში შეიძლება. თუმცა მაინც არა მგონია- ნისტელროისგან და "იუნაიტედის" სხვა ფორვარდებისგან განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია.

გოლის ავტორ მარუან ფელაინიზე


ფელაინი არის ფეხბურთელი, რომელიც აკეთებს იმას, რასაც დაავალებ და ეს მომწონს. სტანდარტულ მდგომარეობებზე თავითაც კარგად თამაშობს - ჩვენთვის და წინააღმდეგაც - რადგანაც მცირე შემადგენლობა გვყავს და გვეხმარება.

დავიდ დე ხეას შესახებ

გუშინ პენალტებზე ვივარჯიშეთ. 20 პენალტი დავარტყით- სერხიო რომერომ ერთი მოიგერია, დავიდ დე ხეამ ნული. მაგრამ დღეს მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო!

დარჩება უეინ რუნი ნახევარდაცვაში?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ითამაშებენ ჩემი ფეხბურთელები. ეს გასულ კვირასაც ავხსენი. ამჟამად ვფიქრობ, რომ მარკუს რეშფორდი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს თავდამსხმელის პოზიციაზე და ახლა უეინი გუნდს ნახევარდაცვიდან უფრო დაეხმარება. დღეს დიდებული უეინი ვიხილე ნახევარდაცვაში. პირველი შემთხვევა არ არის, იქ რომ თამაშობს. გასულ წელსაც ითამაშა, მერე კი თქვენი კოლეგები ამბობდნენ, რომ თავდამსხმელად უნდა მეთამაშებინა. ეს არ გახსოვთ?

ინგლისის თასის ფინალის მნიშვნელობა

ძალიან მომწონს, რადგან როგორც ფეხბურთელი, მწვრთნელი და შტაბის წევრი, ყველაფერს აკეთებ ტიტულის მოსაგებად, რომელთანაც ახლა ასე ახსოვს ვართ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: Memphis_Depay
24 აპრილი 2016 09:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ძალიან მინდა ამ თასის მოგება,თუმცა თუ ეს იმას ნიშნავს,რომ ვან გაალი დარჩება.მირჩევნია არ მოვიგოთ wink
0
№2
ავტორი: RojoDiablo
24 აპრილი 2016 09:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სმოლინგი მაგრად გადარჩენილა wink

დე ხეას მარტო პენალტის მოგერიებაში კი არა, ლუკაკუს ერთი-ერთზე რომ ზონა გადაუკეტა და შორეულ კუთხეში წაიყვანა, იმაშიც ეკუთვნის შექება. ჩავთვალოთ, ამ თამაშში რუნიმაც გაიტანა გოლი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Lady in red
24 აპრილი 2016 09:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ფინალში გავედით რაც მთავარია და იმედია მოვიგებთ კიდეც, დე ხეა რომ სხვა პლანეტიდან არის ვიცი უკვე და მარსიალის გოლმა ძველი დრო გამახსენა
0
№4
ავტორი: CHESTER GGMU
24 აპრილი 2016 09:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ME VER VUYURE DA RAQNA ENTONIM MITXHARIT RA ALBAD MARXENA FLANGIDAN ERT ORS GASCDA DA 9 NSHI MOWRA HO ROGOR URTYAMS BOLO WUTZE RO MOVIGET EG KAIA MAGRAM CHEMPIONTA LIGAS SXVA XIBLI AQVS ADMIN EVROPIS SUPER TASZE RAICI CHEMPIONTA LIGAS ANACVLEBSO DA EG RA TURNIRIA?
0
№5
ავტორი: kaxeti
24 აპრილი 2016 10:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
გაიკეთოს ეს თასი ვან გაალმა ერთ ადგილას ოთხეულში თუ არ მოვხვდით და ეხლა რაღად მინდა რომ მოუმატეს თამაშს როცა დედაბერი მოტ ყნეს და კარები მაგრად დაუკეტეს
0
№6
ავტორი: gela-manchesteri
24 აპრილი 2016 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
თასი ჩვენია რა
0
№7
ავტორი: I L C
24 აპრილი 2016 11:41
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ციტატა: CHESTER GGMU
ME VER VUYURE DA RAQNA ENTONIM MITXHARIT RA ALBAD MARXENA FLANGIDAN ERT ORS GASCDA DA 9 NSHI MOWRA HO ROGOR URTYAMS BOLO WUTZE RO MOVIGET EG KAIA MAGRAM CHEMPIONTA LIGAS SXVA XIBLI AQVS ADMIN EVROPIS SUPER TASZE RAICI CHEMPIONTA LIGAS ANACVLEBSO DA EG RA TURNIRIA?

არა სოტონს რომ გაუტანა მეორე გოლი მცველის შეცდომის მერე ისეთ სტილში დაარტყა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№8
ავტორი: RojoDiablo
24 აპრილი 2016 11:42
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: CHESTER GGMU
ADMIN EVROPIS SUPER TASZE RAICI CHEMPIONTA LIGAS ANACVLEBSO DA EG RA TURNIRIA?

ჭორებია და სისულელე ეგ ინფორმაცია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: CHESTER GGMU
24 აპრილი 2016 11:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
GAIXHARET ZMEBO
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
24 აპრილი 2016 12:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ფინალი უნდა მოიგონ უეჭველი მითუმეტეს იქ შედარებით სუსტი მეტოქე იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top