თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2636,
კომენტარები: 13
ვან გაალი: "ფოსუ-მენსა შვაინშტაიგერის გზას გაივლის"
ლუი ვან გაალი ახალგაზრდა ფეხბურთელს ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედში" ტიმოთი ფოსუ-მენსასთვის საუკეთესო პოზიციის შერჩევას ჯერ კიდევ ახერხებს და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ჰოლანდიელი ბასტიან შვაინშტაიგერს აგონებს.

"იუნაიტედის" გულშემატკივარი, რომელიც ფოსუ-მენსას აღმავლობას ადევნებდა თვალს, მას ცენტრალურ მცველად, ფლანგის მცველად და ცენტრალურ ნახევარმცველად იხილავდა კლუბის 18, 21-წლამდელთა და პირველი გუნდის რიგებში.

როცა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ფოსუ-მენსას მომავალი ნახევარდაცვაში თამაში იყო თუ არა, მწვრთნელმა განაცხადა, რომ 18 წლის ფეხბურთელისთვის ჯერ ყველა პოზიცია ვაკანტურად რჩება.

"ეს გუნდში ვაკანტურ ადგილებზეა დამოკიდებული. ჩემს გუნდში ნახავდით, რომ ფეხბურთელები ადრეულ კარიერასთან შედარებით განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობდნენ. ეს ცოტა იღბალზეცაა დამოკიდებული. როცა გაქვს ვაკანტური ადგილი და ფიქრობ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს იქ თამაში შეუძლია, მას შანსი უნდა მისცე. თუ ამ შანსს იყენებს, უკვე მენტალურად კარგი ფეხბურთელი ხდება.

ვერ იტყვი, რომ ფეხბურთელი მხოლოდ ფლანგის მცველია. უნდა დაინახო უნარები, პოზიციური პროფილი შექმნა და შემდეგ ამ ფეხბურთელის უნარებს უნდა დააკვირდე, რათა დარწმუნდე, ერგება თუ არა პოზიციას. შეძლებს, შეასრულებს? იქნებ შეძლოს, მერე კი ამ პოზიციას მიეჯაჭვება და ის საუკეთესო ხდება.

ჰკითხეთ ბასტიან შვაინშტაიგერს, რომელიც "ბაიერნში" მარჯვენა ფლანგზე, მარჯვენა ვინგერად თამაშობდა. მე ცენტრალურ ნახევარმცველად ვაქციე, რადგან მის პროფილს შევხედე და ვიფიქრე, რომ შუაში უკეთესად ითამაშებდა და ამისგან უფრო მეტი სიამოვნება მიიღო, ვიდრე მარჯვენა ფლანგზე თამაშისგან. ბევრ ფეხბურთელს შევუცვალე პოზიცია",
- განაცხადა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
23 აპრილი 2016 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უდაოა რომ ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს ძალიან ნიჭიერი ახალგაზდრაა და იმედიააა წინსვლას განაგრძობს bully
0
№2
ავტორი: Lady in red
23 აპრილი 2016 12:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ძალიან კარგი ბიჭია ყველაფერი წინ აქვს და მისგან მეტს ველი, თუ რა თქმა უნდა შანსი მიეცემა. ლუი თუ ფეხბურთელებს ადგილებს ურჩევს დავიჯერო იმას ვერ ხვდება, რომ როხო საერთოდ არ უნდა ათამაშოს
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
23 აპრილი 2016 12:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მთავარია არ დაიკარგოს და მომავალშიც დაიმკვიდროს ადგილი გუნდში
0
№4
ავტორი: RojoDiablo
23 აპრილი 2016 12:53
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დღეს არა მგონია, ათამაშოს. მაინც მეტად დაძაბული და მნიშვნელოვანი მატჩია და არ ღირს ახალგაზრდისთვის მინდობა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: de gea1
23 აპრილი 2016 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
უძლიერესი ბიჭია
0
№6
ავტორი: PLANeta
23 აპრილი 2016 13:18
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ვალენსიას ალბათ ვინგერობა დაავიწყდა troll
0
№7
ავტორი: Iunaitedi
23 აპრილი 2016 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: RojoDiablo
დღეს არა მგონია, ათამაშოს. მაინც მეტად დაძაბული და მნიშვნელოვანი მატჩია და არ ღირს ახალგაზრდისთვის მინდობა

ევრას დაუძახოთ wink
0
№8
ავტორი: Memphis_Depay
23 აპრილი 2016 14:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
რამდენჯერაც ითამაშა ბოლომდე დაიხარჯა მოედანზე და საკმაოდ საიმედოდ მოქმედებდა განსხვავებით სხვა მცველებისგან
0
№9
ავტორი: hemi
23 აპრილი 2016 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ეს ბასტიანს დაემსგავსოს და მეტი რაღა გვინდა ჩათვალეთ ცენტრში ბურჯი გვეყოლება
0
№10
ავტორი: s.a.b.a
23 აპრილი 2016 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
Kaia bevri kargi axalgaazrdaa romlebsac shegidzliat cnobili fexburtelebis gza gaiaros
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top