თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2637,
კომენტარები: 13
ვან გაალი: "ფოსუ-მენსა შვაინშტაიგერის გზას გაივლის"
ლუი ვან გაალი ახალგაზრდა ფეხბურთელს ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედში" ტიმოთი ფოსუ-მენსასთვის საუკეთესო პოზიციის შერჩევას ჯერ კიდევ ახერხებს და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ჰოლანდიელი ბასტიან შვაინშტაიგერს აგონებს.

"იუნაიტედის" გულშემატკივარი, რომელიც ფოსუ-მენსას აღმავლობას ადევნებდა თვალს, მას ცენტრალურ მცველად, ფლანგის მცველად და ცენტრალურ ნახევარმცველად იხილავდა კლუბის 18, 21-წლამდელთა და პირველი გუნდის რიგებში.

როცა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ფოსუ-მენსას მომავალი ნახევარდაცვაში თამაში იყო თუ არა, მწვრთნელმა განაცხადა, რომ 18 წლის ფეხბურთელისთვის ჯერ ყველა პოზიცია ვაკანტურად რჩება.

"ეს გუნდში ვაკანტურ ადგილებზეა დამოკიდებული. ჩემს გუნდში ნახავდით, რომ ფეხბურთელები ადრეულ კარიერასთან შედარებით განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობდნენ. ეს ცოტა იღბალზეცაა დამოკიდებული. როცა გაქვს ვაკანტური ადგილი და ფიქრობ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს იქ თამაში შეუძლია, მას შანსი უნდა მისცე. თუ ამ შანსს იყენებს, უკვე მენტალურად კარგი ფეხბურთელი ხდება.

ვერ იტყვი, რომ ფეხბურთელი მხოლოდ ფლანგის მცველია. უნდა დაინახო უნარები, პოზიციური პროფილი შექმნა და შემდეგ ამ ფეხბურთელის უნარებს უნდა დააკვირდე, რათა დარწმუნდე, ერგება თუ არა პოზიციას. შეძლებს, შეასრულებს? იქნებ შეძლოს, მერე კი ამ პოზიციას მიეჯაჭვება და ის საუკეთესო ხდება.

ჰკითხეთ ბასტიან შვაინშტაიგერს, რომელიც "ბაიერნში" მარჯვენა ფლანგზე, მარჯვენა ვინგერად თამაშობდა. მე ცენტრალურ ნახევარმცველად ვაქციე, რადგან მის პროფილს შევხედე და ვიფიქრე, რომ შუაში უკეთესად ითამაშებდა და ამისგან უფრო მეტი სიამოვნება მიიღო, ვიდრე მარჯვენა ფლანგზე თამაშისგან. ბევრ ფეხბურთელს შევუცვალე პოზიცია",
- განაცხადა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
23 აპრილი 2016 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1560
ამ ასაკისთვის ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება და იმედია შეძლებს მომავალში მისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენას, ერთი ის ვერ გავიგე ბლეკეტს რას ერჩოდნენ და რითი ჯობდა ევანსი2 ანუ მაკნეირი
0
№12
ავტორი: kantona-7
23 აპრილი 2016 16:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
magrad momwons esbiwi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№13
ავტორი: MEMPHIS 7
24 აპრილი 2016 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
dz magari bichia tan dzlieriiii
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top