თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2016, 20:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2367,
კომენტარები: 13
ვან გაალი მატჩის წინ
ვან გაალი გამარჯვების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ვან გაალი მატჩის წინ
ლუი ვან გაალი ოთხეულში მოხვედრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ოთხეულში გუნდის შესაყვანად ხუთი მატჩი აქვს დარჩენილი, მათ შორის კი "უემბლიზე" ინგლისის თასის ნახევარფინალურ შეხვედრას გამართავს.

"წითელ ეშმაკებს" "სიტისთან" სატურნირო ცხრილში მიახლოება ოთხშაბათს საღამოს შეუძლიათ, თუკი "ქალაქელები" "ნიუკალს" დღეს ვერ დაამარცხებენ, ხოლო "იუნაიტედი" თავის მატჩში სამ ქულას აიღებს. "სიტის" გარდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის "არსენალიც" იბრძვის იმავე რაოდენობის ქულებით.

მაგრამ ვან გაალი აღნიშნავს, რომ მისმა გუნდმა მხოლოდ "კრისტალ პალასთან" მატჩზე უნდა იფიქროს.

"კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა მოვიგოთ, გამარჯვება გვჭირდება.

ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია მატჩის მოგება, ვიდრე "არსენალის" ან "მანჩესტერ სიტისთვის". მაგრამ ოთხქულიანი უპირატესობა აქვთ.

ძალიან მნიშვნელოვანია როტაცია ან ნახევარფინალისთვის სიმხნევე, არა, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ჩვენს თავს უნდა შევხედოთ, უნდა მოვიგოთ. თუ ვერ მოვიგებთ, ჩამორჩენას ვერ შევამცირებთ. იმ მატჩების რაოდენობის გათვალისწინებით კი, რაც დარჩენილი გვაქვს, ძალიან დიდი ჩამორჩენა შეიძლება იყოს.

მათ ჩვენზე ოთხი ქულით მეტი აქვთ, მათზე ვართ დამოკიდებულნი, ეს ვიცით, მაგრამ მხოლოდ ჩვენს თავს უნდა შევხედოთ. ბევრი გუნდი კარგავს ქულებს, მაგრამ ჩვენ სეზონის ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ.

ჩემთვის, ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი "კრისტალ პალასის" დამარცხებაა. "ევერტონთან" ნახევარფინალზე ლაპარაკი მისაღები არ არის",
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 აპრილი 2016 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დღეს ყველა ნიუკასლის ფანები ვართ wink

ყველაზე ცუდი ესააა, რომ უკვე ჩვენ თავზე აღარ ვართ დამოკიდებულნი და დარჩენილი თამაშები სულ რომც მოვიგოთ არსენალმა და სიტიმ ქულები თუ არ დაკარგეს არაფერი გვეშველება areyoukiddingme
0
№2
ავტორი: Lady in red
19 აპრილი 2016 21:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
შევიდეთ ოთხეულში და შემდეგ სეზონში იქნებ გვეშველოს რამე
0
№3
ავტორი: devidi
19 აპრილი 2016 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
ეს ვინ მოათრიეს ოთხეული სანატრელი გაგვიხადა
0
№4
ავტორი: GeorgeBest
19 აპრილი 2016 21:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გამარჯვება როდის არ გვჭირდებოდა ამ სეზონში? derpwhy
0
№5
ავტორი: Lalana
19 აპრილი 2016 22:21
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
რა დრო დაგვიდგა,რომ სიტისა და არსენალის წაგებებზე ვართ დამოკიდებულიი.წინა წელს ვფიქრობდი,მაინც პირველი წელია-მეთქიი მაგრამ ვუყურებ და საშინელ დღეშია გუნდი.ახლახან წავიკითხე სქაი სპორტზე,რომ მაურინიო პარიზში მიდის,თან მგონი ოფიციალური არისო და იმედიაა ვცდები,თორემ დიდი შანსია მაგ შემთხვევაში ჩვენი ღაბაბა ისევ იმ სკამზე მიწებებული ვიხილოთ მომავალში.
0
№6
ავტორი: Memphis_Depay
19 აპრილი 2016 23:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
droze mogvshordes raa !!!
0
№7
ავტორი: Iunaitedi
20 აპრილი 2016 00:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
როდის იქნება სიახლე ვანგაალი მატჩის ბოლოს foreveralonehappy
0
№8
ავტორი: ფაჯიშილი
20 აპრილი 2016 00:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
სიტიმ დაკარგა ქულები, ეხლა მთავარია სწორი ფილოსოფია და 2 ქულამდე შევამცირებთ, იანგის ჩარბენები გვინდა
0
№9
ავტორი: Iunaitedi
20 აპრილი 2016 01:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: ფაჯიშილი
სიტიმ დაკარგა ქულები, ეხლა მთავარია სწორი ფილოსოფია და 2 ქულამდე შევამცირებთ, იანგის ჩარბენები გვინდა

იანგი უნივერსალი გახადა ვანგაალმა wink
0
№10
ავტორი: REVIVO
20 აპრილი 2016 01:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
პრემიერლიგაში მე-4 ადგილით შეიძლება ლიგაზეც ვერგავიდეთ,თუ სიტი ლიგას მოიგებს და ოთხეულს მიღმა დარჩება. სამწუხაროდ ესეა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top