თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2016, 20:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2368,
კომენტარები: 13
ვან გაალი მატჩის წინ
ვან გაალი გამარჯვების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ვან გაალი მატჩის წინ
ლუი ვან გაალი ოთხეულში მოხვედრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ოთხეულში გუნდის შესაყვანად ხუთი მატჩი აქვს დარჩენილი, მათ შორის კი "უემბლიზე" ინგლისის თასის ნახევარფინალურ შეხვედრას გამართავს.

"წითელ ეშმაკებს" "სიტისთან" სატურნირო ცხრილში მიახლოება ოთხშაბათს საღამოს შეუძლიათ, თუკი "ქალაქელები" "ნიუკალს" დღეს ვერ დაამარცხებენ, ხოლო "იუნაიტედი" თავის მატჩში სამ ქულას აიღებს. "სიტის" გარდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის "არსენალიც" იბრძვის იმავე რაოდენობის ქულებით.

მაგრამ ვან გაალი აღნიშნავს, რომ მისმა გუნდმა მხოლოდ "კრისტალ პალასთან" მატჩზე უნდა იფიქროს.

"კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა მოვიგოთ, გამარჯვება გვჭირდება.

ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია მატჩის მოგება, ვიდრე "არსენალის" ან "მანჩესტერ სიტისთვის". მაგრამ ოთხქულიანი უპირატესობა აქვთ.

ძალიან მნიშვნელოვანია როტაცია ან ნახევარფინალისთვის სიმხნევე, არა, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ჩვენს თავს უნდა შევხედოთ, უნდა მოვიგოთ. თუ ვერ მოვიგებთ, ჩამორჩენას ვერ შევამცირებთ. იმ მატჩების რაოდენობის გათვალისწინებით კი, რაც დარჩენილი გვაქვს, ძალიან დიდი ჩამორჩენა შეიძლება იყოს.

მათ ჩვენზე ოთხი ქულით მეტი აქვთ, მათზე ვართ დამოკიდებულნი, ეს ვიცით, მაგრამ მხოლოდ ჩვენს თავს უნდა შევხედოთ. ბევრი გუნდი კარგავს ქულებს, მაგრამ ჩვენ სეზონის ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ.

ჩემთვის, ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი "კრისტალ პალასის" დამარცხებაა. "ევერტონთან" ნახევარფინალზე ლაპარაკი მისაღები არ არის",
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
20 აპრილი 2016 01:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: REVIVO
პრემიერლიგაში მე-4 ადგილით შეიძლება ლიგაზეც ვერგავიდეთ,თუ სიტი ლიგას მოიგებს და ოთხეულს მიღმა დარჩება. სამწუხაროდ ესეა

საბედნიეროდ, მისი გზა ნახევარფინალში შეწყდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: TOSHIBA
20 აპრილი 2016 01:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 86
ხუთივე თამაშს თუ მოვიგებთ შევალთ ოთხეულში უეჭველი, ასე რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული
0
№13
ავტორი: REVIVO
20 აპრილი 2016 08:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: REVIVO
პრემიერლიგაში მე-4 ადგილით შეიძლება ლიგაზეც ვერგავიდეთ,თუ სიტი ლიგას მოიგებს და ოთხეულს მიღმა დარჩება. სამწუხაროდ ესეა

საბედნიეროდ, მისი გზა ნახევარფინალში შეწყდება

კი თითქმის ყველას ეგონა რომ პსჟ ფინალისტიაო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top