Redarmy.ge - ს ძვირფასო მომხმარებლებო, ძალიან გთხოვთ ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხოთ. ჩვენს საიტზე იგეგმება ძირეული ცვლილებები, რომელიც რამდენიმე დღეში განხორციელდება. იმ ადამიანებს, ვინც ამ საიტზე შექმნის დღიდანაა, კარგად ახსოვს თუ რა გზა გავიარეთ მანამ, სანამ ამ საიტის სახელს შევარჩევდით. გამომდინარე იქიდან, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალური საიტი MANUTD.COM არის, ჩვენც გვსურდა ამ დომეინის დარეგისტრირება .GE პლატფორმაზე, თუმცა კონკურენტი საიტის არსებობის გამო ეს არ მოხერხდა.
რამდენიმე დღის წინ ჩვენ დაგვიკავშირდა ჩვენი კონკურენტი საიტის მფლობელი, გიორგი ნაჭყებია, რომელმაც გამოიჩინა კეთილი ნება და საკუთარი სურვილითა და ინიციატივით შემოგვთავაზა საჩუქრად თავისი დომეინი, ანუ MANUTD.GE .
ჩვენ, ცხადია, ეს კეთილი შემოთავაზება მივიღეთ, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას. ახლა ცვლილებების შესახებ :
- REDARMY.GE - ს არსებული საიტის სახელი (მხოლოდ და მხოლოდ) შეიცვლება და მის ნაცვლად გახდება MANUTD.GE.
- იმისთის, რათა REDARMY.GE - ს მომხმარებლებს არ შეექმნათ დისკომფორტი, ეს სახელი კვლავ დარჩება ძალაში და ისინი, ვინც ამ სახელს აკრეფენ ავტომატურად გადამისამართდებიან ახალ დომეინზე.
- გარკვეული დროის შემდეგ, REDARMY.GE - ს შეეცვლება კონცეფცია და ის გახდება ფანზონის საიტი, სადაც განთავსდება შეკრებებისა და მსგავსი ტიპის სიახლეები.
- MANUTD.GE იქნება მთავარი საიტი, სადაც განთავსდება ტრადიციული სიახლეები. ამ ყველაფრისთვის საჭიროა მცირე დრო, თუმცა ტექნიკური პრობლემების მოგვარების პერიოდში შეიქმნება მცირე ხარვეზები, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.