თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2016, 17:51
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 4271,
კომენტარები: 47
ფან-კლუბების გაერთიანება
REDARMY.GE სახელს იცვლის.
ფან-კლუბების გაერთიანება
მოგესალმებით მეგობრებო,

Redarmy.ge - ს ძვირფასო მომხმარებლებო, ძალიან გთხოვთ ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხოთ.
ჩვენს საიტზე იგეგმება ძირეული ცვლილებები, რომელიც რამდენიმე დღეში განხორციელდება.
იმ ადამიანებს, ვინც ამ საიტზე შექმნის დღიდანაა, კარგად ახსოვს თუ რა გზა გავიარეთ მანამ, სანამ ამ საიტის სახელს შევარჩევდით. გამომდინარე იქიდან, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალური საიტი MANUTD.COM არის, ჩვენც გვსურდა ამ დომეინის დარეგისტრირება .GE პლატფორმაზე, თუმცა კონკურენტი საიტის არსებობის გამო ეს არ მოხერხდა.

რამდენიმე დღის წინ ჩვენ დაგვიკავშირდა ჩვენი კონკურენტი საიტის მფლობელი, გიორგი ნაჭყებია, რომელმაც გამოიჩინა კეთილი ნება და საკუთარი სურვილითა და ინიციატივით შემოგვთავაზა საჩუქრად თავისი დომეინი, ანუ MANUTD.GE .

ჩვენ, ცხადია, ეს კეთილი შემოთავაზება მივიღეთ, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას.
ახლა ცვლილებების შესახებ :

- REDARMY.GE - ს არსებული საიტის სახელი (მხოლოდ და მხოლოდ) შეიცვლება და მის ნაცვლად გახდება MANUTD.GE.

- იმისთის, რათა REDARMY.GE - ს მომხმარებლებს არ შეექმნათ დისკომფორტი, ეს სახელი კვლავ დარჩება ძალაში და ისინი, ვინც ამ სახელს აკრეფენ ავტომატურად გადამისამართდებიან ახალ დომეინზე.

- გარკვეული დროის შემდეგ, REDARMY.GE - ს შეეცვლება კონცეფცია და ის გახდება ფანზონის საიტი, სადაც განთავსდება შეკრებებისა და მსგავსი ტიპის სიახლეები.

- MANUTD.GE იქნება მთავარი საიტი, სადაც განთავსდება ტრადიციული სიახლეები.
ამ ყველაფრისთვის საჭიროა მცირე დრო, თუმცა ტექნიკური პრობლემების მოგვარების პერიოდში შეიქმნება მცირე ხარვეზები, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

პატივისცემით,
REDARMY.GE - ს ადმინისტრაცია.
სიახლეები
47 კომენტარი
№21
ავტორი: GeorgeBest
17 აპრილი 2016 21:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: Mike
ის საიტი არ მევასება რა, + საბავშო ბაღია , არის გინება და ფურთხება, იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

ისევ ამ საიტზე ვრჩებით, უბრალოდ სხვა დომენით. იქნება მატება მარა გინებას და "უაზრო" ხალხს გავაკონტროლებთ
0
№22
ავტორი: Iunaitedi
17 აპრილი 2016 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Gio7
ისე შენნაირი იქით არამაგონია ვინმე იყოს სიახლეების მხრივ

რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ეს კომპლიმენტია, ამიტომ გმადლობ, გიო.

ციტატა: Fenix
ერთი მითხარი მანჩესტერი რატოა უფრო წითელი? წითელი მაისური+შავი შორტი, ლივერპული ორივე წითელ აი საიდან უფრო წითელი ;)

+ ეშმაკი შავია ფენიქსი წითელი ;))))

რა იცით, ეს მაისურზე გამოკიდება რა areyoukiddingme

ციტატა: depay7
Rojo diabolo iq ariqneba?

იქნება, მემფის.

derpthumb
0
№23
ავტორი: Malboro463
17 აპრილი 2016 22:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ის საიტი გაუქმდა?
დიზაინი იგივე დარჩება?
0
№24
ავტორი: love united
17 აპრილი 2016 22:30
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ციტატა: Fenix
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Fenix
მიხვდით ხო REDARMY რომ ლივერპულის სახელია wink

თქვენ როდის მიხვდებით, რომ წითელი ერთის ფერია მხოლოდ? tongue

ერთი მითხარი მანჩესტერი რატოა უფრო წითელი? წითელი მაისური+შავი შორტი, ლივერპული ორივე წითელ აი საიდან უფრო წითელი wink ;)

+ ეშმაკი შავია ფენიქსი წითელი ;))))

მოიცა ეშმაკი რატოა შავი? :დ
0
№25
ავტორი: gilmour
17 აპრილი 2016 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მშვენიერი ამბავია! მთავარია ხარისხი შენარჩუნდეს ამ საიტზე და არ გაპაფსავდეს:) თავიდანვე არ მომეწონა როცა გაიყო და ორი საიტი გაჩნდა იუნაიტედის, გაერთიანებას რა ჯობია. იტოგში ქონის ვენდობი მეც, ვიცი რომ ჩვენთვის ცუდს არ იზამ:)
0
№26
ავტორი: tupaca
17 აპრილი 2016 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ძალიან კარგი მე ისედაც ორივე საიტზე ვარ :))
0
№27
ავტორი: Ueidi
17 აპრილი 2016 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
Ravi cudi ar unda iyos imedia ufro jiniani da mravalferovani formati eqneba manchesters bevri ertguli fani yavs da vimsaxurebt wesier garemos imedia momavali sezonidan klubic gagvanebivrebs kargi tamashit da shedegit droa chveni dominirebis axlandel fexburtshic
0
№28
ავტორი: ilker
17 აპრილი 2016 23:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
მეორე საიტზე მყოფი მწერლები თქვენთან ერთიანდებიან? იქაც კარგები იყვნენ.
პ.ს კაი გადაწყვეტილებაა, გავერთიანდებით და იმედია რაოდენობის ზრდასთან ერთად ხარისხი არ მოიკლებს manunited
0
№29
ავტორი: Jubo
17 აპრილი 2016 23:21
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ძალიან მაგარია

0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№30
ავტორი: SAF
17 აპრილი 2016 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ციტატა: chudikone
ისტორიული გაერთიანება manunited




ჯერ კიდევ როდის ვითხოვდი გაერთიანებას love


ეგრე რა..... ჯიგრები ხართ.....

ციტატა: Jubo
ძალიან მაგარია

მარა უნებურად ამომიტივტივდა გონებაში ერთი კითხვა. ოფიციალურობის სტატუსიც გადმოგველოცება? trolldad

lol lol კაი თუ ძმა ხარ ძლივს შეთანხმდნენ lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top