თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2016, 18:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4040,
კომენტარები: 12
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 34-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"ასტონ ვილა" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 34-ე ტური
თარიღი: შაბათი, 16 აპრილი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი
მატჩის დასაწყისი: 18:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, შვანიშტაიგერი, იანუზაი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ერერა
განაცხადი: De Gea, Romero, Borthwick-Jackson, Darmian, Jones, McNair, Rojo, Smalling, Valencia, Varela, Blind, Fosu-Mensah, Carrick, Fellaini, Herrera, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Young, Depay, Martial, Rashford, Rooney.
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ შვაინშტაიგერი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს, მომდევნო შეხვედრას დიდი ალბათობით, ანდერ ერერაც გამოტოვებს, რომელმაც "ვესტ ჰემთან" მატჩში მიიღო დაზიანება. გუნდს უბრუნდებიან უეინ რუნი და ფილ ჯონსი, რომელთაც ორშაბათს რეზერვების შემადგენლობაში ითამაშეს.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)

"ასტონ ვილა"

ტრავმირებულები: კოზაკი, ამავი, აგბონლაჰორი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: გრილიში
განაცხადი: Bunn, Guzan, Bacuna, Clark, Hutton, Lescott, Okore, Richards, Richardson, Gil, Gueye, Grealish, N'Zogbia, Sanchez, Sinclair, Veretout, Westwood, Ayew, Gestede, Kozak, Traore.

თამაშს გამოტოვებს "ვილას" კაპიტანი გაბრიელ აგბონლაჰორი, რადგანაც კლუბის მთავარი მწვრთნელის, ერიკ ბლექის თქმით, მას ორი თვე დასჭირდება ფორმის აღსადგენად. ჯორდან ამავი ამ სეზონში ვერ ითამაშებს, ხოლო ჯეკ გრილიშის მონაწილეობა მატჩში საეჭვოა. დისკვალიფიკაციის შემდეგ გუნდის შემადგენლობას უბრუნდება ალან ჰატონი.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 53 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-წ-მ-მ-წ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)


"ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 14 მატჩში "იუნაიტედმა" მხოლოდ 7 გოლი გაუშვა.

"წითელმა ეშმაკებმა" სახლში მხოლოდ ორი მატჩი წააგეს პრემიერ ლიგის მასშტაბით. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "ლესტერს" აქვს.

ლუი ვან გაალის გუნდმა "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული ბოლო 4 მატჩი მოიგო, მათგან სამში კი კარი "მშრალად" შეინახა.

"წითელმა ეშმაკებმა" მიმდინარე სეზონში 15-ჯერ მოახერხეს კარის "მშრალად" შენახვა- საუკეთესო შედეგი პრემიერ ლიგაში.

პრემიერ ლიგის ბოლო 15 მატჩიდან "იუნაიტედს" 10-ში გოლი არ გაუშვია.

მიუხედავად ამისა, "იუნაიტედმა" 12 ქულით ნაკლები აიღო და 20 გოლით მეტი გაიტანა, ვიდრე გასული სეზონის ამავე ეტაპზე.

მიმდინარე სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" გასულია უფრო ნაკლები გოლი, ვიდრე პრემიერ ლიგის ნებისმიერ სხვა სტადიონზე- მხოლოდ 27 ბურთი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)

"ასტონ ვილა"


მე-20 ადგილი, 16 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-წ-წ-წ-წ-წ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)


ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ "ასტონ ვილა" ინგლისის პირველ დივიზიონში ყოფნის 28-წლიანი პერიოდის შემდეგ ელიტას დატოვებს, გუნდი მე-16 ადგილს 15 ქულით ჩამორჩება და ამავე ადგილზე მყოფ "ნორვიჩთან" შედარებით ბურთების შეფარდება გაცილებით ცუდი აქვს.

"ასტონ ვილამ" ზედიზედ 8 მატჩი წააგო ინგლისის ჩემპიონატში. ეს კლუბის მეორე ყველაზე ცუდი შედეგია არსებობის ისტორიაში. 1963 წელს "ვილელებმა" 11 მატჩი წააგეს ზედიზედ.

ბოლო 8 მატჩში, რომლებიც მათი წაგებით დასრულდა, "ასტონ ვილამ" 24 გოლი გაუშვა და მხოლოდ 3 გაიტანა.

"ვილას" ბოლო 15 გასვლით მატჩში არ გაუმარჯვია- 3 ფრე, 12 წაგება.

ბირმინგემელებმა ბოლო 12 გასვლით მატჩში 5 გოლი გაიტანეს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ "ვილა" დარჩენილ ხუთივე მატჩს მოიგებს პრემიერ ლიგაში, პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში მაინც ყველაზე ნაკლებ ქულას დააგროვებს- ადრე მსგავსი მაჩვენებელი 38 ქულას უდრიდა 2011/11, 2013/14 და 2014/15 წლების სეზონში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 14 გოლი (7 ლიგაში).

უეინ რუნის ასტონ ვილას კარში პრემიერ ლიგაში 13 გოლი აქვს გატანილი. ასე ხშირად ამ ფორვარდისგან გოლს მხოლოდ "ნიუკასლი" უშვებდა- 14 გოლი.

მარუან ფელაინიმ "ვილას" 4 გოლი გაუტანა- მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს პრემიერ ლიგაში.

თუ მოედანზე ეშლი იანგი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)

"ასტონ ვილა"


წამყვანი ბომბარდირები: აიუ - 6 გოლი (5 ლიგაში).

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 185-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 97 შეხვედრაში იზეიმა, "ასტონ ვილამ" 49-ში, ხოლო 39 მატჩი ფრედ დასრულდა.

"ასტონ ვილა" "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში ბოლო 12 მატჩსი ვერ ამარცხებდა- 3 ფრე, 9 წაგება.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვილას" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 40 მატჩში მხოლოდ 1 წააგო- 29 მოგება, 10 ფრე, 1 წაგება.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 84 მოგება, "ასტონ ვილა" - 43 მოგება, ფრე - 38.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 33 მოგება, "ასტონ ვილა" - 3 მოგება, ფრე - 11.

"იუნაიტედის" სტადიონზე

ლიგა: "იუნაიტედი" - 55 მოგება, "ასტონ ვილა" - 11 მოგება, ფრე - 17.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 18 მოგება, "ასტონ ვილა" - 1 მოგება, ფრე - 5.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)


უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"


"მანჩესტერ იუნაიტედი" 3 - 1 "ასტონ ვილა"


შაბათი, 4 აპრილი, 2015 წელი.
სწრებადობა: 75, 397
მსაჯი: როჯერ ისტი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: რუნი 79', ერერა 43', 90+2'
გოლი "ასტონ ვილას" რიგებში: ბენტეკე 80'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, ენტონი ტეილორმა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩი განსაჯა, 131 ყვითელი და 4 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ლი ბეტსი, დარენ კანი
სათადარიგო მსაჯი: დეივ უები
მატჩის წინ
12 კომენტარი
№1
ავტორი: zeg
15 აპრილი 2016 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Championships kidev erti titulovani gundi uertdeba.IQ upro meti championi gundi tamashobs vidre premierligashi
0
№2
ავტორი: Lexter
15 აპრილი 2016 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
იმედია შანს მისცემს ახალგაზრდებს
0
№3
ავტორი: Iunaitedi
15 აპრილი 2016 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1307
ეხლა ჩვენ იმის დრო არაგვაქვს ვინმე დ ვასვენოტ რახამ აქამდე მარტიალი გადავწვიტ თამაშით ბარემ სუ ითამაშოს იმიტორო ქულების დაკარგვის დრო არაა და ძირითადი შემადგენლობა ნორმალური დააყენოს.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
15 აპრილი 2016 19:48
  • სიახლეები: 7004
  • კომენტარები: 8685
შაბათს თამაში, 4 დღეში თამაში, მერე კვირას თამაში და ოთხ დღეში ისევ თამაში. ერთადერთი იოლი მატჩი ეს გვექნება და რატომ არ უნდა დავასვენოთ. ასტონ ვილას მისივე აკადემიის გუნდმა მოუგო. ისე აქვს დაკარგული მოტივაცია, ისეთ საზიზღარ ფეხბურთს თამაშობენ, რომ საერთოდაც თუ თამაშობენ, ეგეც საკითხავია. მარსიალი რომ დაჯდეს სკამზე, დეპაი შევიდეს, რეშფორდი, ლინგარდი და მატა, ან პერეირა, მაგრამ ეს ზედმეტად ახალგაზრდული გამოვა. მარუანი ათამაშოს, ვალენსია ათამაშოს, ბორტუიკ-ჯექსონი, შეიძლება. რომელიმე მაინც უნდა გამოიყვანოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
15 აპრილი 2016 20:30
  • სიახლეები: 1557
  • კომენტარები: 12134
იმედია პერეირას ეღირსება 10 წუთი მაინც თამაში
0
№6
ავტორი: Memphis_Depay
15 აპრილი 2016 20:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
დეპაი ათამაშოს ლინგარდის ნაცვლად არ შეიძლება?! angry
0
№7
ავტორი: Iunaitedi
15 აპრილი 2016 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1307
ციტატა: Memphis_Depay
დეპაი ათამაშოს ლინგარდის ნაცვლად არ შეიძლება?! angry

ვანგაალისთვის არ შეიძლება areyoukiddingme მემგონი ყველაზე ბევრი ლინგარდს ააქვს ნატამაშები wink
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 აპრილი 2016 10:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მომენატრა დიდი ანგარიშით გამარჯვება და რავიცი აბა... winked
0
№9
16 აპრილი 2016 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
მარსიალი დაასვენოს და მემფისი ათამაშოს
0
№10
ავტორი: Lady in red
16 აპრილი 2016 13:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
იმედია ეხლა არ გაიგიჟებს თავს ასტონ ვილა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 ნოემბერი 2019, 18:00
შეფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2019, 19:50
ასტანა
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
30 ნოემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ასტონ ვილა
პრემიერ ლიგა
შეფილდი23 ნოემბერი
ასტანა28 ნოემბერი
ასტონ ვილა30 ნოემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

10 ნოემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი3
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
7 ნოემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი3
პარტიზანი0
ევროპა ლიგა
2 ნოემბერი 2019, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი10 ნოემბერი
პარტიზანი7 ნოემბერი
ბორნმუთი2 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top