პრემიერ ლიგის 34-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"ასტონ ვილა" (პრევიუ)
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 34-ე ტური
თარიღი: შაბათი, 16 აპრილი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი
მატჩის დასაწყისი: 18:00, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ, შვანიშტაიგერი, იანუზაი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ერერა
განაცხადი: De Gea, Romero, Borthwick-Jackson, Darmian, Jones, McNair, Rojo, Smalling, Valencia, Varela, Blind, Fosu-Mensah, Carrick, Fellaini, Herrera, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Young, Depay, Martial, Rashford, Rooney.
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ შვაინშტაიგერი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს, მომდევნო შეხვედრას დიდი ალბათობით, ანდერ ერერაც გამოტოვებს, რომელმაც "ვესტ ჰემთან" მატჩში მიიღო დაზიანება. გუნდს უბრუნდებიან უეინ რუნი და ფილ ჯონსი, რომელთაც ორშაბათს რეზერვების შემადგენლობაში ითამაშეს.
"ასტონ ვილა"
ტრავმირებულები: კოზაკი, ამავი, აგბონლაჰორი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: გრილიში
განაცხადი: Bunn, Guzan, Bacuna, Clark, Hutton, Lescott, Okore, Richards, Richardson, Gil, Gueye, Grealish, N'Zogbia, Sanchez, Sinclair, Veretout, Westwood, Ayew, Gestede, Kozak, Traore.
თამაშს გამოტოვებს "ვილას" კაპიტანი გაბრიელ აგბონლაჰორი, რადგანაც კლუბის მთავარი მწვრთნელის, ერიკ ბლექის თქმით, მას ორი თვე დასჭირდება ფორმის აღსადგენად. ჯორდან ამავი ამ სეზონში ვერ ითამაშებს, ხოლო ჯეკ გრილიშის მონაწილეობა მატჩში საეჭვოა. დისკვალიფიკაციის შემდეგ გუნდის შემადგენლობას უბრუნდება ალან ჰატონი.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-5 ადგილი, 53 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-წ-მ-მ-წ
"ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 14 მატჩში "იუნაიტედმა" მხოლოდ 7 გოლი გაუშვა.
"წითელმა ეშმაკებმა" სახლში მხოლოდ ორი მატჩი წააგეს პრემიერ ლიგის მასშტაბით. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "ლესტერს" აქვს.
ლუი ვან გაალის გუნდმა "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული ბოლო 4 მატჩი მოიგო, მათგან სამში კი კარი "მშრალად" შეინახა.
"წითელმა ეშმაკებმა" მიმდინარე სეზონში 15-ჯერ მოახერხეს კარის "მშრალად" შენახვა- საუკეთესო შედეგი პრემიერ ლიგაში.
პრემიერ ლიგის ბოლო 15 მატჩიდან "იუნაიტედს" 10-ში გოლი არ გაუშვია.
მიუხედავად ამისა, "იუნაიტედმა" 12 ქულით ნაკლები აიღო და 20 გოლით მეტი გაიტანა, ვიდრე გასული სეზონის ამავე ეტაპზე.
მიმდინარე სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" გასულია უფრო ნაკლები გოლი, ვიდრე პრემიერ ლიგის ნებისმიერ სხვა სტადიონზე- მხოლოდ 27 ბურთი.
"ასტონ ვილა"
მე-20 ადგილი, 16 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-წ-წ-წ-წ-წ
ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ "ასტონ ვილა" ინგლისის პირველ დივიზიონში ყოფნის 28-წლიანი პერიოდის შემდეგ ელიტას დატოვებს, გუნდი მე-16 ადგილს 15 ქულით ჩამორჩება და ამავე ადგილზე მყოფ "ნორვიჩთან" შედარებით ბურთების შეფარდება გაცილებით ცუდი აქვს.
"ასტონ ვილამ" ზედიზედ 8 მატჩი წააგო ინგლისის ჩემპიონატში. ეს კლუბის მეორე ყველაზე ცუდი შედეგია არსებობის ისტორიაში. 1963 წელს "ვილელებმა" 11 მატჩი წააგეს ზედიზედ.
ბოლო 8 მატჩში, რომლებიც მათი წაგებით დასრულდა, "ასტონ ვილამ" 24 გოლი გაუშვა და მხოლოდ 3 გაიტანა.
"ვილას" ბოლო 15 გასვლით მატჩში არ გაუმარჯვია- 3 ფრე, 12 წაგება.
ბირმინგემელებმა ბოლო 12 გასვლით მატჩში 5 გოლი გაიტანეს.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ "ვილა" დარჩენილ ხუთივე მატჩს მოიგებს პრემიერ ლიგაში, პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში მაინც ყველაზე ნაკლებ ქულას დააგროვებს- ადრე მსგავსი მაჩვენებელი 38 ქულას უდრიდა 2011/11, 2013/14 და 2014/15 წლების სეზონში.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 14 გოლი (7 ლიგაში).
უეინ რუნის ასტონ ვილას კარში პრემიერ ლიგაში 13 გოლი აქვს გატანილი. ასე ხშირად ამ ფორვარდისგან გოლს მხოლოდ "ნიუკასლი" უშვებდა- 14 გოლი.
მარუან ფელაინიმ "ვილას" 4 გოლი გაუტანა- მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს პრემიერ ლიგაში.
თუ მოედანზე ეშლი იანგი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.
"ასტონ ვილა"
წამყვანი ბომბარდირები: აიუ - 6 გოლი (5 ლიგაში).
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 185-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 97 შეხვედრაში იზეიმა, "ასტონ ვილამ" 49-ში, ხოლო 39 მატჩი ფრედ დასრულდა.
"ასტონ ვილა" "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში ბოლო 12 მატჩსი ვერ ამარცხებდა- 3 ფრე, 9 წაგება.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვილას" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 40 მატჩში მხოლოდ 1 წააგო- 29 მოგება, 10 ფრე, 1 წაგება.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები
გოლების საერთო რაოდენობა
საგოლე პოზიციები
გოლის გატანის დრო
ბარათები
პენალტები
სახლში და გასვლაზე
ლიგა: "იუნაიტედი" - 84 მოგება, "ასტონ ვილა" - 43 მოგება, ფრე - 38.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 33 მოგება, "ასტონ ვილა" - 3 მოგება, ფრე - 11.
"იუნაიტედის" სტადიონზელიგა: "იუნაიტედი" - 55 მოგება, "ასტონ ვილა" - 11 მოგება, ფრე - 17.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 18 მოგება, "ასტონ ვილა" - 1 მოგება, ფრე - 5.
უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"
"მანჩესტერ იუნაიტედი" 3 - 1 "ასტონ ვილა"
შაბათი, 4 აპრილი, 2015 წელი.
სწრებადობა: 75, 397
მსაჯი: როჯერ ისტი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: რუნი 79', ერერა 43', 90+2'
გოლი "ასტონ ვილას" რიგებში: ბენტეკე 80'
მსაჯთა ბრიგადა:
მთავარმა მსაჯმა, ენტონი ტეილორმა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩი განსაჯა, 131 ყვითელი და 4 წითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: ლი ბეტსი, დარენ კანი
სათადარიგო მსაჯი: დეივ უები