თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2016, 15:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4331,
კომენტარები: 12
ენტონი მარსიალი ცოლს გაშორდა
ენტონი მარსიალი სკანდალში გაეხვა.
ენტონი მარსიალი ცოლს გაშორდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, ენტონი მარსიალის ცოლმა "ინსტაგრამიდან" ოჯახური ფოტოების წაშლით კიდევ უფრო გაამძაფრა ჭორები იმის თაობაზე, რომ ფრანგი ფორვარდი ცოლს შორდება.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 წლის მარსიალისა და 19 წლის სამანტას ცოლქმრული ურთიერობა ვოკალურ შოუ The X Factor-ის ვარსკვლავთან, ემილი ვაიდმანთან მარსიალის რომანის გამო წყდება.

გასულ კვირას სამანტამ "იუნაიტედის" ფეხბურთელის "ინსტაგრამ" გვერდზე მიმდევრობა შეწყვიტა, ისევე, როგორც სოციალურ მედიაში მასთან კონტაქტი.

ორშაბათს კი სამანტამ ატვირთა ფოტო, რომელზეც მისი 8 თვის ქალიშვილ პეიტონთან ერთად არის გამოსახული და დაურთო წარწერა: "უბრალოდ მინდა, მთელი ცხოვრებაში შენთან ვიყო, პეიტონ, მე მხოლოდ დედობა მსურს".

ენტონი მარსიალი ცოლს გაშორდა


სამანტამ "ინსტაგრამიდან" მისი და მარსიალის ყველა ფოტო წაშალა, მაგრამ ქალიშვილთან გადაღებებული ფოტოები დატოვა. იგი ფოტოებს თავის 83 ათას მიმდევარს უზიარებს, მაგრამ მარსიალი მათ შორის ორი კვირაა არ იმყოფება.

ენტონი მარსიალი ცოლს გაშორდა


განქორწინების შესახებ ინფორმაცია "უაით ჰარტ ლეინზე" განცდილი 3-0 მარცხიდან ერთ საათში გავრცელდა, მანამდე კი წყვილი საკმაოდ ბედნიერად ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში.

სექტემბერში სამანტამ "ინსტაგრამზე" საუზმისას გადაღებული ფოტო ატვირთა წარწერით: "დილა მშვიდობისა, მანჩესტერ".

ამავე დროს დაამატა: "პატარავ, ჩემთვის შენ ყოველთვის საუკეთესო მეგობარი და ქმარი იქნები, მოსიყვარულე მამა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი".

იმავე თვეში მოგვიანებით დაპოსტა: "მიყვარხარ ჩემო სიყვარულო. ჩემი ცხოვრება ხარ. ჩვენ, სამუდამოდ ერთად...!!!"

ენტონი მარსიალი ცოლს გაშორდა


მაგრამ ნოემბერში სამანტამ სოციალურ ქსელში უცნობ ქალს შეტყობინება გაუგზავნა, რომ მისი ქმრისგან თავი შორს დაეჭირა.

განმარტება: "ინსტაგრამზე" დაახლოებით 43.6 მლნ. რეგისტრირებული მომხმარებელია, რომელთაგან დაახლოებით 21.8 მლნ. მამაკაცია, ქალები კი სამანტამ გააფრთხილა: "ჩემი კაცის პროფილს მოშორდით".

ყოფილ წყვილს ერთად ქალიშვილი პეიტონი შეეძინა და გასულ წელს მარსიალმა აღნიშნა, რომ ვარჯიშიდან დაბრუნების შემდეგ ცოლსა და ბავშვთან ერთად ყოფნაზე მეტად არაფერი სიამოვნებდა.

წყარო: mirror
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 აპრილი 2016 16:01
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ძალიან ცუდი! იმედია, სათამაშო ფსიქოლოგიას არ დაეტყობა. არადა, როგორი ისყვარულით წერდა ხოლმე ყოველთვის მარსიალი მის შვილზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Memphis_Depay
14 აპრილი 2016 16:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
მყავდეს ესეც ირინა შეიკი რაა wink
0
№3
ავტორი: Donkirvala
14 აპრილი 2016 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
ასეთ ეჭვიანს მეც გავშორდებოდი :D
0
№4
ავტორი: scholes
14 აპრილი 2016 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
რა მახინჯია მარტლა :D არ უხდება ახალგაზრდა ბიჭია ცოტა გაერთოს და მერე დაიჯახოს შეიკი ან ვიკტორია ადამსისპონტი ))))
0
№5
ავტორი: GeorgeBest
14 აპრილი 2016 16:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბავშვეების კეთება კი მოასწრო, მოედანზე ხე ჰყავს და როცა მოუნდება დარგავს, იმენა კაცია რა
0
№6
ავტორი: Iunaitedi
14 აპრილი 2016 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: RojoDiablo
ძალიან ცუდი! იმედია, სათამაშო ფსიქოლოგიას არ დაეტყობა. არადა, როგორი ისყვარულით წერდა ხოლმე ყოველთვის მარსიალი მის შვილზე.

ხო მეც ეგ მინდოდა მეთქვა რო სათამაშო ფსიქოლოგიას არ დაეტყობა იმედია. მოედანზე ხმას ვერ ამოაგებინებ და გარეთ ნახე რადგეშია. wink მარა კაია მოედანზე სერიოზულკი როა.
0
№7
ავტორი: Malboro463
14 აპრილი 2016 18:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
გამოწერილი მყავს ინსტაგრამზე lol
ამ ფოტოზეა მახნჯი თორე ისე არაუშავს wink
0
№8
ავტორი: G_G_M_U
14 აპრილი 2016 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ამან ახლა მარსიალზე არ უნდა იმოქმედოს პირიქით უნდა ანახოს რა სისულელე გააკეტა
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 აპრილი 2016 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია არაა სიმართლე, მაგრამ თუ ეს ყველაფერი სიმართლეა პირადი ურთიერთობა გარკვეულ წილად ხელს მაინც შეუშლის მარსიალს.


ისე რა დროს ამის ცოლი იყო??? areyoukiddingme
0
№10
ავტორი: zeg
14 აპრილი 2016 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
რა მარსიალის ცოლი ღადაობთ?სერიოზულად განიცდით ხო? ვიზიარებ ხალხო ისე გამიტყდა რო გავალ ეხლა ქალაქში და მტკვარს მოუყვები ამ საზარელ ამბავს.ისე როგორ იკადრა მაგ უნამუსომ არა რა გათახსირდა სუულ..........
წავიდეს ეხლა და ზანგის ბავშვი ზარდოს aaaeee
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top