თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2016, 15:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4332,
კომენტარები: 12
ენტონი მარსიალი ცოლს გაშორდა
ენტონი მარსიალი სკანდალში გაეხვა.
ენტონი მარსიალი ცოლს გაშორდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, ენტონი მარსიალის ცოლმა "ინსტაგრამიდან" ოჯახური ფოტოების წაშლით კიდევ უფრო გაამძაფრა ჭორები იმის თაობაზე, რომ ფრანგი ფორვარდი ცოლს შორდება.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 წლის მარსიალისა და 19 წლის სამანტას ცოლქმრული ურთიერობა ვოკალურ შოუ The X Factor-ის ვარსკვლავთან, ემილი ვაიდმანთან მარსიალის რომანის გამო წყდება.

გასულ კვირას სამანტამ "იუნაიტედის" ფეხბურთელის "ინსტაგრამ" გვერდზე მიმდევრობა შეწყვიტა, ისევე, როგორც სოციალურ მედიაში მასთან კონტაქტი.

ორშაბათს კი სამანტამ ატვირთა ფოტო, რომელზეც მისი 8 თვის ქალიშვილ პეიტონთან ერთად არის გამოსახული და დაურთო წარწერა: "უბრალოდ მინდა, მთელი ცხოვრებაში შენთან ვიყო, პეიტონ, მე მხოლოდ დედობა მსურს".

ენტონი მარსიალი ცოლს გაშორდა


სამანტამ "ინსტაგრამიდან" მისი და მარსიალის ყველა ფოტო წაშალა, მაგრამ ქალიშვილთან გადაღებებული ფოტოები დატოვა. იგი ფოტოებს თავის 83 ათას მიმდევარს უზიარებს, მაგრამ მარსიალი მათ შორის ორი კვირაა არ იმყოფება.

ენტონი მარსიალი ცოლს გაშორდა


განქორწინების შესახებ ინფორმაცია "უაით ჰარტ ლეინზე" განცდილი 3-0 მარცხიდან ერთ საათში გავრცელდა, მანამდე კი წყვილი საკმაოდ ბედნიერად ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში.

სექტემბერში სამანტამ "ინსტაგრამზე" საუზმისას გადაღებული ფოტო ატვირთა წარწერით: "დილა მშვიდობისა, მანჩესტერ".

ამავე დროს დაამატა: "პატარავ, ჩემთვის შენ ყოველთვის საუკეთესო მეგობარი და ქმარი იქნები, მოსიყვარულე მამა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი".

იმავე თვეში მოგვიანებით დაპოსტა: "მიყვარხარ ჩემო სიყვარულო. ჩემი ცხოვრება ხარ. ჩვენ, სამუდამოდ ერთად...!!!"

ენტონი მარსიალი ცოლს გაშორდა


მაგრამ ნოემბერში სამანტამ სოციალურ ქსელში უცნობ ქალს შეტყობინება გაუგზავნა, რომ მისი ქმრისგან თავი შორს დაეჭირა.

განმარტება: "ინსტაგრამზე" დაახლოებით 43.6 მლნ. რეგისტრირებული მომხმარებელია, რომელთაგან დაახლოებით 21.8 მლნ. მამაკაცია, ქალები კი სამანტამ გააფრთხილა: "ჩემი კაცის პროფილს მოშორდით".

ყოფილ წყვილს ერთად ქალიშვილი პეიტონი შეეძინა და გასულ წელს მარსიალმა აღნიშნა, რომ ვარჯიშიდან დაბრუნების შემდეგ ცოლსა და ბავშვთან ერთად ყოფნაზე მეტად არაფერი სიამოვნებდა.

წყარო: mirror
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
15 აპრილი 2016 01:00
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მარსიალ შე მექალთანე:D
0
№12
ავტორი: zeg
16 აპრილი 2016 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Raiyo xalxo daweret rame 1500naxva aqvs
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top