თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2016, 10:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2520,
კომენტარები: 17
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალის კომენტარი "ვესტ ჰემთან" გამარჯვების შესახებ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოთხშაბათს ღამით ინგლისის თასის გადათამაშებით მატჩში თავისი კლუბის თამაში შეაქო. ლუი ვან გაალმა მატჩის შემდეგ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

შედეგი

"ფანტასტიკური იყო - ბედნიერი ვარ, ბედნიერი ვარ ფეხბურთელების, კლუბისა და გულშემატკივრების გამო. რა თქმა უნდა, ეს დიდებული შედეგია და ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ. დაცვაში ძალიან კარგები ვიყავით- ბევრი რამის საშუალებას არ ვაძლევდით. ბურთს ძალიან ხშირად კარგავდნენ და მიმაჩნია, რომ უფრო მეტი სიმშვიდის გამოვლენით მატჩს ნაადრევად დავასრულებდით. შესვენებაზე ვთქვი, რომ მესამე და მეოთხე ფაზაში სიმშვიდე უნდა გამოგვეჩინა. ეს უკეთესად შევძელით, მაგრამ ჯერ კიდევ მჯერა, რომ მატჩის უფრო ადრე დასრულებაც შეგვეძლო. დასასრული, რა თქმა უნდა, ასეთი კარგი არ აიყო, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს ფანტასტიკურია".

თამაში

"თუ მატჩს გადახედავთ, ჩვენ თამაშს 85 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით, მერე კი უცებ გაგვიტანეს გოლი პაიეს ჩაწოდების, კეროლისა და ტომკინსის თავურის შედეგად- ესეც უნარია. იმ დროს გოლმა მატჩი შეცვალა, მაგრამ დავიდ დე ხეამ გადაგვარჩინა. ფანტასტიკური საღამო იყო."

მარკუს რეშფორდის გოლი

"ფანტასტიკური გოლი. როცა ბურთი მიიღო, მის უკან ვიყავი და ღია კუთხე დავინახე, გავიფიქრე "დაარტყი!". მან ეს გააკეთა, რაც უფრო რთულია, ვიდრე თქმა."

მარუან ფელაინის თამაში

"მისი თამაში მომეწონა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ფელაინი ყოველთვის კარგად თამაშობს. მან ითამაშა ის, რაც დავავალე და მასში სწორედ ეს მომწონს. დიდებული მატჩი ჰქონდა და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, თუმცა საკმაოდ გაუმართლა."

დავიდ დე ხეა

"ის შევინარჩუნეთ და ასე იმიტომ მოვიქეცით, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისი წარმოდგენაც კი შეიძლება. მის გამო ბედნიერი ვარ".

ნახევარფინალში გასვლა

"აპტონ პარკი" რთულად სათამაშო ადგილია- აქ აგვისტოს შემდეგ არ დამარცხებულან. რთული იმიტომ იყო, რომ ყველა ტოპ-გუნდი დაამარცხეს. "ლივერპულთან" ევროპის ლიგაზე წაგების შემდეგ ინგლისის თასზე "ვესტ ჰემს" ვეთამაშეთ; 1-0 ვაგებდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ, რის შედეგადაც ანგარიში 1-1 გახდა. გუნდის სულისკვეთება კარგია, ამას ვერ უარყოფთ. ფანტასტიკური შედეგი იყო და ბედნიერი ვარ, რომ "უემბლიზე" მწვრთნელის რანგში ჩავალ."

"უემბლიზე" გაწვრთნა

"იქ ვითამაშე და გავწვრთენი ჰოლანდიის ეროვნული გუნდი, როცა 2000 წელს ინგლისს ვეთამაშეთ. ახლა ახალი სტადიონია, ჩემთვის განსხვავებული, ამიტომაც ბედნიერი ვარ. ახლა ფინალში უნდა გავიდეთ- მერე უფრო მეტად ბედნიერიც კი ვიქნები."

ინგლისის თასის მოგების მნიშვნელობა

"ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის; კლუბისთვისაა მნიშვნელოვანი, ფეხბურთელებისთვის და გუნდისთვის. ვთქვი, რომ ტიტული მინდოდა და ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ კლუბისთვის უფრო მნიშვნელოვანია".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 აპრილი 2016 10:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
3d_5 უნდა ვთქვა, საერთოდ არ ველოდი, თუ ასე ვითამაშებდით. შედეგი უფრო მოსალოდნელი იყო ჩემთვის, ვიდრე თამაშის ხარისხი. ბურთი არ გადაგვიხევია თავზე ვესტ ჰემისთვის, მაგრამ მე მინახავს, რის უფლებას აძლევენ ჩაქუჩები მეტოქეებს წელს და ამის ფონზე ჩვენი თამაში უბრალოდ ძალიან კარგი იყო.

ახლა წინ უემბლია, ბევრისთვის საოცნებო ადგილი, მაგრამ მანამდეც ბევრი საქმეა გასაკეთებელი და იმედია, ხელს არ აუშვებენ წარმტებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DRJBECKHAM
14 აპრილი 2016 11:09
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
გაბრაზებული რო ვარ ვფიქრობ გააგდეთ მეთქი მაგრამ მერე რო ვფიქრობ ვხვდები რო მოურინიოს მოსვლით მოკვდება გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდის კულტურა. არც რეშფორს, ფოსუ-მენსას, დიდი ალბათობით დეპაის და კიდე ბევრს მინიმალური შანსი ექნებათ. ისევ ჯობია რო ეს ავიტანოთ კიდე ერთი წელი და მერე გიგზმა ჩაიბაროს გუნდი
0
№3
ავტორი: scholes
14 აპრილი 2016 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
ორივეს გპასუხობთ: აი ამას ვიძახი რო დამაყრიანხოლმე 55 კომენტარს რანდენი ახალგაზრდა გამოაჩინა? სახლში ხო არ წაიღებს ეს გუნდს დარჩება ცოტაც ჩამოყალიბდებიან და მერე უკვე დალაგებულ გუნდს ჩაიბბარებს ვინმე მანჩესტერის სტილის მქონე ტრენერი და ეს უნდა იყოს ვინმე პრემიერლიგიდან აუცილებლად ! ნუ მოკლედ ბრიტანელი!
0
№4
ავტორი: DRJBECKHAM
14 აპრილი 2016 12:02
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ციტატა: scholes
ორივეს გპასუხობთ: აი ამას ვიძახი რო დამაყრიანხოლმე 55 კომენტარს რანდენი ახალგაზრდა გამოაჩინა? სახლში ხო არ წაიღებს ეს გუნდს დარჩება ცოტაც ჩამოყალიბდებიან და მერე უკვე დალაგებულ გუნდს ჩაიბბარებს ვინმე მანჩესტერის სტილის მქონე ტრენერი და ეს უნდა იყოს ვინმე პრემიერლიგიდან აუცილებლად ! ნუ მოკლედ ბრიტანელი!

ბრიტანელზე და არაბრიტანელზე არ მაქვს ლაპარაკი, თუ მაინც მოურინიო უნდა მოვიდეს მაშინ ეხლავე მოვიდეს და თუ გიგზისთვის ხდება ყველაფერი მაშინ იყს ერთი წელი კიდე
0
№5
ავტორი: GeorgeBest
14 აპრილი 2016 13:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მეტი ჩარბენა იყო და მაგიტომ მოვიგეთ
0
№6
ავტორი: Lee Sharpe
14 აპრილი 2016 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
როგორ შეგცვლით ხოლმე ერთი მოგება და აჟიტირებული კომენტარებიც წამოვა რა უცბად დაგავიწყდათ ვის გამო უყურებთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს საყვარელი გუნდის გამოკლებით, რამდენი მრავალწლიანი რეკორდი დაიმხო სამარცხვინოდ, რამდენი გუნდის გულშემატკივრების ასაგდები გახდა იუნაიტედი ამ კაცის გამო და თურმე ახალგზრდებს ზრდის და მაგიტოა დასატოვი.

უყურეთ ხოლმე ტელევიზორში ბავარიას,რეალს, ბარსელონას როგორ დომინირებენ, და ელოდეთ მერე ვან გაალის ნაყოფის გაფურჩქვნას, ოღონდ მილანს და ლივერპულს რომ დავემგვანებით მერე გვიან იქნება.
0
№7
ავტორი: Iunaitedi
14 აპრილი 2016 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ტიპი ლინგარდს არ ცვლის wink
0
№8
ავტორი: bastian777
14 აპრილი 2016 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
ორი სეზონი არაა საკმარისი რომ გუნდმა ვერაფერი ვერ მოიგო? ლიგაზე ძლივს გავიდა ან რა აზრი ქონდა მაგ გასვლას ჯგუფში ჩარჩა თან როგორ ჯგუფში. წელს კი საერთოდ ვერ გავა ლიგაზე. რას გავს გუნდი ნაგვითაა სავსე, van gaal, rojo, jones, darmian, mata, felaini, carick, blind. young, valencia, სანამ ეს არ გაიწმინდება არაფერი არაა საშველი დამიჯერეთ.
0
№9
ავტორი: Lee Sharpe
14 აპრილი 2016 13:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ციტატა: bastian777

ბლინდისნაირი ფეხბურთელის ყოლის ფუფუნება ყველა გუნდს არ აქვს ყველანაირი გაგებით უნივერსალია, გონებრივი შესაძლებლობების ხარჯზე ყველაფერს კარგად ასრულებს, ტაქტიკურად განსწავლულია, დახვეწილი პასის კულტურა და თამაშის კითხვის უნარი აქვს, ფიზიკურ ორთაბრძოლებშიც არაუშავს იმის გათვალისწინებით რომ კარიერა მარცხენა მცველზე და საყრდენზე აქვს გატარებული.

ვალენსია და ჯონსი, ორივე დასატოვია, როცა ჯანმრთელანდ არიან ორივე საჭირო ფიგურაა გუნდისთვის, "სტარიჯის სინდრომი" ნაღდად უსამართლოდ მიანიჭეს ჯონსს, 24 წლისაა ჯერ და არ არის ხელი ჩასაქნევი მითუმეტეს რომ ტრავმამდე, 23 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელელთა საიში ყველგან ხვდებოდა, და აღAრ მივყვები ღირსებების და პლისების ჩამოთვლას, დარმიანიც არ არის გასაშვები სადებიუტო სეზონი აქვს და სადაც დეპაი არ ახსენე იქ დარმიანიც ცოდოა, თან იგრძნობა პოტენციალი შეტევაში განვითარების, ეპიზოდურად ჩანს ხოლმე დაცვაში ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს, მატას შემცვლელს სანამ არ მოიყვანენ მაგის გაშვება არ შეიძლება, დანარჩენში გეთანხმები, ლინგარდს მივამატებდი.
0
№10
ავტორი: bastian777
14 აპრილი 2016 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
ციტატა: Lee Sharpe
ციტატა: bastian777

ბლინდისნაირი ფეხბურთელის ყოლის ფუფუნება ყველა გუნდს არ აქვს ყველანაირი გაგებით უნივერსალია, გონებრივი შესაძლებლობების ხარჯზე ყველაფერს კარგად ასრულებს, ტაქტიკურად განსწავლულია, დახვეწილი პასის კულტურა და თამაშის კითხვის უნარი აქვს, ფიზიკურ ორთაბრძოლებშიც არაუშავს იმის გათვალისწინებით რომ კარიერა მარცხენა მცველზე და საყრდენზე აქვს გატარებული.

ვალენსია და ჯონსი, ორივე დასატოვია, როცა ჯანმრთელანდ არიან ორივე საჭირო ფიგურაა გუნდისთვის, "სტარიჯის სინდრომი" ნაღდად უსამართლოდ მიანიჭეს ჯონსს, 24 წლისაა ჯერ და არ არის ხელი ჩასაქნევი მითუმეტეს რომ ტრავმამდე, 23 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელელთა საიში ყველგან ხვდებოდა, და აღAრ მივყვები ღირსებების და პლისების ჩამოთვლას, დარმიანიც არ არის გასაშვები სადებიუტო სეზონი აქვს და სადაც დეპაი არ ახსენე იქ დარმიანიც ცოდოა, თან იგრძნობა პოტენციალი შეტევაში განვითარების, ეპიზოდურად ჩანს ხოლმე დაცვაში ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს, მატას შემცვლელს სანამ არ მოიყვანენ მაგის გაშვება არ შეიძლება, დანარჩენში გეთანხმები, ლინგარდს მივამატებდი.

შენ ვანგაალის ნათესავი ხოარახარ? რა ბლინდი რა მოგწონს მაგისი კუთხურები თუ ფიზიკურადაა ძლიერი? ცენტრალური მცველი სულ სხვა რაღაცაა, ერთი ორი თამაში გამოუვიდა და ეგაა კარგი მცველი? შეხვდეს აბა მაღალი დონის გუნდს და დაინახავ როგორი მცველია ბლინდი. ისე ლინგარდი დამავიჭყდა გეთანხმები,
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top