თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2016, 10:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2521,
კომენტარები: 17
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალის კომენტარი "ვესტ ჰემთან" გამარჯვების შესახებ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოთხშაბათს ღამით ინგლისის თასის გადათამაშებით მატჩში თავისი კლუბის თამაში შეაქო. ლუი ვან გაალმა მატჩის შემდეგ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

შედეგი

"ფანტასტიკური იყო - ბედნიერი ვარ, ბედნიერი ვარ ფეხბურთელების, კლუბისა და გულშემატკივრების გამო. რა თქმა უნდა, ეს დიდებული შედეგია და ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ. დაცვაში ძალიან კარგები ვიყავით- ბევრი რამის საშუალებას არ ვაძლევდით. ბურთს ძალიან ხშირად კარგავდნენ და მიმაჩნია, რომ უფრო მეტი სიმშვიდის გამოვლენით მატჩს ნაადრევად დავასრულებდით. შესვენებაზე ვთქვი, რომ მესამე და მეოთხე ფაზაში სიმშვიდე უნდა გამოგვეჩინა. ეს უკეთესად შევძელით, მაგრამ ჯერ კიდევ მჯერა, რომ მატჩის უფრო ადრე დასრულებაც შეგვეძლო. დასასრული, რა თქმა უნდა, ასეთი კარგი არ აიყო, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს ფანტასტიკურია".

თამაში

"თუ მატჩს გადახედავთ, ჩვენ თამაშს 85 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით, მერე კი უცებ გაგვიტანეს გოლი პაიეს ჩაწოდების, კეროლისა და ტომკინსის თავურის შედეგად- ესეც უნარია. იმ დროს გოლმა მატჩი შეცვალა, მაგრამ დავიდ დე ხეამ გადაგვარჩინა. ფანტასტიკური საღამო იყო."

მარკუს რეშფორდის გოლი

"ფანტასტიკური გოლი. როცა ბურთი მიიღო, მის უკან ვიყავი და ღია კუთხე დავინახე, გავიფიქრე "დაარტყი!". მან ეს გააკეთა, რაც უფრო რთულია, ვიდრე თქმა."

მარუან ფელაინის თამაში

"მისი თამაში მომეწონა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ფელაინი ყოველთვის კარგად თამაშობს. მან ითამაშა ის, რაც დავავალე და მასში სწორედ ეს მომწონს. დიდებული მატჩი ჰქონდა და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, თუმცა საკმაოდ გაუმართლა."

დავიდ დე ხეა

"ის შევინარჩუნეთ და ასე იმიტომ მოვიქეცით, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისი წარმოდგენაც კი შეიძლება. მის გამო ბედნიერი ვარ".

ნახევარფინალში გასვლა

"აპტონ პარკი" რთულად სათამაშო ადგილია- აქ აგვისტოს შემდეგ არ დამარცხებულან. რთული იმიტომ იყო, რომ ყველა ტოპ-გუნდი დაამარცხეს. "ლივერპულთან" ევროპის ლიგაზე წაგების შემდეგ ინგლისის თასზე "ვესტ ჰემს" ვეთამაშეთ; 1-0 ვაგებდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ, რის შედეგადაც ანგარიში 1-1 გახდა. გუნდის სულისკვეთება კარგია, ამას ვერ უარყოფთ. ფანტასტიკური შედეგი იყო და ბედნიერი ვარ, რომ "უემბლიზე" მწვრთნელის რანგში ჩავალ."

"უემბლიზე" გაწვრთნა

"იქ ვითამაშე და გავწვრთენი ჰოლანდიის ეროვნული გუნდი, როცა 2000 წელს ინგლისს ვეთამაშეთ. ახლა ახალი სტადიონია, ჩემთვის განსხვავებული, ამიტომაც ბედნიერი ვარ. ახლა ფინალში უნდა გავიდეთ- მერე უფრო მეტად ბედნიერიც კი ვიქნები."

ინგლისის თასის მოგების მნიშვნელობა

"ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის; კლუბისთვისაა მნიშვნელოვანი, ფეხბურთელებისთვის და გუნდისთვის. ვთქვი, რომ ტიტული მინდოდა და ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ კლუბისთვის უფრო მნიშვნელოვანია".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Lee Sharpe
14 აპრილი 2016 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ციტატა: bastian777

საქმეც მაგაშია ცენტრალურ მცველს რომ არ უნდა მოაწოდებინონ კუთხურები, კაჩავიკები სიტის ყავს კომპანი და მანგალა და ტენის ზედა შვიდეულის ყველა გუნდი, ცენტალური მცველ იკარგად ვიცი რაც არის 2 ტიპის კაცია საჭირო სმოლინგი ფიზიკური მონაცემების ხარჯზე მაღალ ცხრიანს ყოველთვის დაუდგება, 2 ვე ერთი ტიპის მცველი არ შეიძლება ეგ ჩემი მოგონილი არაა, მეორე მცველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შორეული გადაცემების გაკეთების უანრი და შენ თუ ბლინდის მაგ პლუსს ვერ ხედავ ნუ მიუდგები ეგრე კრიტიკულად, მოიყვანონ ჰუმელსი ჩემზე მეტად არავინს გაეხარდება ნამდვლი მცველია რასაც ქვია, ბლინდის მოვალეობასაც შეითავსებს და ფიზიკურადაც ძლიერია მაგრამ არ მოყავთ, მანდამდე ბლინდი საუკეთესო ვარაინტია. ბლინდისნაირ ფეხბურთელებს დიდი მწვრთნელები ყოველთვის აფასებენ რადგან ყველანაირ წყობა ს და ტაქტიკას ერგებიან, რომელ გაშვებაზეა ლაპარაკი დიდხას ნა შევინარცუნოთ მსგავსი ფეხბურთელი
0
№12
ავტორი: bastian777
14 აპრილი 2016 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
არ ვიცი შეიძლება მე ვცდები მაგრამ საერთოდ არ მომწონს ამის თამაში, არც სისწრაფე აქვს სათანადო და ფიზიკურად სუსტია, ლაპორტე ჰუმელსი ან ვარანი კარგი იქნებოდა,
0
№13
ავტორი: Memphis_Depay
14 აპრილი 2016 15:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ვსოოო ... ეხლა ფელაინის აღარ ამოაგდებს გუნდიდან ... და კერიკი შნეიდერლინის დუეტი ჩვეულებრივი კატასტროფაა ჩემი აზრით
0
№14
ავტორი: DRJBECKHAM
14 აპრილი 2016 15:46
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ბლინდი იდეალური ფეხბურთელია, გადახედეთ გუნდებს და რამდენია ისეთი ფეხბურთელი რომელსაც 3 პოზიციაზე შეუძლია თამაში.
და რა ჯობია მოურინიო მოვიდეს და მოათრიოს გადაბერებული ვარსვკალვები? ნორმალური რო ჩვენთან არ წამოვა ეგ ყველამ ვიცით
0
№15
ავტორი: TOSHIBA
14 აპრილი 2016 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 86
მართალია ბლინდი და სმოლინგი ერთმანეთს კარგად ავსებენ, როგორც ბარსას ყავს პიკე და მასკერანო მაგ პონტში არიან ესენიც, უბრალოდ კაი კრაინები გვჭირდება და კაი დაცვა გყვავს საერთოდ. წელს ეს დაცვა და დე ხეა რო არ გვყოლოდა კაცმა არ იცის რომელ ადგილზე ვიქნებოდით
0
№16
ავტორი: bastian777
14 აპრილი 2016 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
SHAW-ზე მაგარი კრაინი ვინ გინდა მეტი, ძალიან მაგარი ფეხბურთელია, სისწრაფე ტექნიკა გადაცემები, ყველაპერი აქვს, აი მარჯვნივ კი დარმიანი არაფრად არ ვარგა არა და რა კარგად დაიწყო, იმედია გამოსწორდება. humelsi, james rodrigez, lukaku ან ibrahimovich. მაგარი გუნდი დადგება. ვან გაალის გარეშე რა თქმა უნდა

de gea darmian smalling hummels shaw james shneiderlin shwainstiger ronney ibrahimovich martial
0
№17
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 აპრილი 2016 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამას ხო ეხლა მეტი არ უნდოდა, ერთი 2 წელი კიდე არ წავა ეს foreveralonehappy
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top