ლუი ვან გაალის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა "ტოტენჰემთან" 3-0 წაგებული მატჩის შემდეგ ბრალი ლუი ვან გაალს დასდეს და მას უცოდინარი უწოდეს.
კლუბთან დაახლოებულმა წყარომ The Sun-ს განუცხადა:
"ყველაფერი მწვრთნელს დააბრალეს.
ყველაფერი კარგად ისმოდა. როგორც ჩანს, მისთვის ბევრი დრო აღარ აქვთ".გამოცემა ასევე იტყობინება, რომ ვან გაალი შესვენებაზე მარკუს რეშფორდს გაუბრაზდა, რადგანაც ჰოლანდიელის აზრით, რეშფორდი "ზედმეტად ბევრ დროს ხარჯავდა სიღრმეში ბურთის მისაღებად".
სხვა გამოცემა, The Times-ი იტყობინება, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელების შეშფოთება დღითი დღე იზრდება, რადგანაც მათი აზრით, ჰოლანდიელს ცუდ შედეგებთან გამკლავების უნარი არ აქვს.
ვან გაალი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ რეშფორდის პოზიციაზე ეშლი იანგი ათამაშა ნაცვლად ენტონი მარსიალისა.
ინგლისელმა ვინგერმა, რომელმაც ვან გაალის გუნდში არაერთხელ მოირგო მარცხენა მცველის, მარჯვენა ვინგერისა და მარცხენა ვინგერის როლი, პრემიერ ლიგის საუკეთესო დაცვის წინააღმდეგ ცხრიანის პოზიციაზე ითამაშა.
ჰოლანდიაში ორშაბათს ხმები დაირხა, რომ ვან გაალი "აიაქსში" დაბრუნებას აპირებს.
ჰოლანდიური გუნდის ყოფილი მწვრთნელი, კო ადრიაანსე ამბობს:
"ვან გაალს აქვს "აიაქსის" ახალგაზრდული აკადემიის ხელმძღვანელობის ამბიცია. ამის კეთება ყველაზე მეტად სიამოვნებს და წლების განმავლობაში სურდა, რომ ეკეთებინა.წყარო:
M.E.N.