თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2016, 11:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4087,
კომენტარები: 18
"ფეხბურთელებმა ბრალი ვან გაალს დასდეს"
ლუი ვან გაალის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა "ტოტენჰემთან" 3-0 წაგებული მატჩის შემდეგ ბრალი ლუი ვან გაალს დასდეს და მას უცოდინარი უწოდეს.

კლუბთან დაახლოებულმა წყარომ The Sun-ს განუცხადა: "ყველაფერი მწვრთნელს დააბრალეს.

ყველაფერი კარგად ისმოდა. როგორც ჩანს, მისთვის ბევრი დრო აღარ აქვთ".


გამოცემა ასევე იტყობინება, რომ ვან გაალი შესვენებაზე მარკუს რეშფორდს გაუბრაზდა, რადგანაც ჰოლანდიელის აზრით, რეშფორდი "ზედმეტად ბევრ დროს ხარჯავდა სიღრმეში ბურთის მისაღებად".

სხვა გამოცემა, The Times-ი იტყობინება, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელების შეშფოთება დღითი დღე იზრდება, რადგანაც მათი აზრით, ჰოლანდიელს ცუდ შედეგებთან გამკლავების უნარი არ აქვს.

ვან გაალი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ რეშფორდის პოზიციაზე ეშლი იანგი ათამაშა ნაცვლად ენტონი მარსიალისა.

ინგლისელმა ვინგერმა, რომელმაც ვან გაალის გუნდში არაერთხელ მოირგო მარცხენა მცველის, მარჯვენა ვინგერისა და მარცხენა ვინგერის როლი, პრემიერ ლიგის საუკეთესო დაცვის წინააღმდეგ ცხრიანის პოზიციაზე ითამაშა.

ჰოლანდიაში ორშაბათს ხმები დაირხა, რომ ვან გაალი "აიაქსში" დაბრუნებას აპირებს.

ჰოლანდიური გუნდის ყოფილი მწვრთნელი, კო ადრიაანსე ამბობს: "ვან გაალს აქვს "აიაქსის" ახალგაზრდული აკადემიის ხელმძღვანელობის ამბიცია. ამის კეთება ყველაზე მეტად სიამოვნებს და წლების განმავლობაში სურდა, რომ ეკეთებინა.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ჭორები
18 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
12 აპრილი 2016 12:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Lee Sharpe
Lee Sharpe

მე თუ მკითხავ, ეგ ადრე იყო ეგრე, როცა მართლაც ვალების გადახდის საშუალებაც აქცია ხელმძღვანელობამ კლუბი, მაგრამ ბოლო წლებში ტრანსფერებისთვის გამოყოფილი და დახარჯული თანხებიდან გამომდინარე ჩანს, რომ გუნდისთვის სარგებელი მოაქვთ. თუმცა ეს იმდენად შედარებითი საკითხია, რომ ასე მარტივად მადლობის გადახდა არ ღირს.

ბოლო წლებში გუნდს შემოსავალი ორჯერ და მეტჯერ გაეზარდა და ახლა უფრო თამამად იხარჯება ფული, რადგან ყველა ნორმალურ ბიზნესმენს ესმის, რომ ბიზნესი მანამ არის სარგებლის მომტანი, სანამ მისით ინვესტორს აინტერესებ. იუნაიტედმა რომ კიდევ რამდენიმე წელს წარმატებას ვერ მიაღწიოს, ისეთი ბრენდი აღარ იქნება, როგორიც ახლაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: -bero
12 აპრილი 2016 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ეს ცენზურაიზერები რამდააცენზურავათ .. თუმცა მაგენს კიდით ფულს აკეთებენ რაცმთავარია არაბ შეიხებს დაემსგავსენ ვერ ძღებიან იოლკიპალკი

2005 წლიდან მანუს ვგულშემატკივრობ და ამ ბლოკნოტას გამო არმინდა რო შემძულდეს
0
№13
ავტორი: kOsTiA
12 აპრილი 2016 12:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
Amin
0
№14
ავტორი: Iunaitedi
12 აპრილი 2016 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
კატასტროფაა გუნდში.
0
№15
ავტორი: Lee Sharpe
12 აპრილი 2016 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ციტატა: RojoDiablo

გეთანხმები, იმის თქმა უფრო მინდოდა რომ ისეთი "გულშემატკივარი" მფლობელი რომ გვყავდეს როგორიც რომანაა ვან გაალი უკვე ჰოლანდიაში იქნებოდა, იუნაიტედისთვის არადამახასიათებელია მწვრთნელების ცვლა და ალბათ არ უნდათ მოკლე დროში მეორე მწვრთნელი გაუშვან, თუმცა სეზონის ბოლოს რომ გაუშვებენ ინანებენ რომ მანამდე არ ქნეს ეგ, უეჭველი ვიცი ვან გაალი იტყვის არ მომეცა საკმარისი დროო ისეთი უნამუსო და თავხედი იაზვა ტიპია
0
№16
ავტორი: Memphis_Depay
12 აპრილი 2016 15:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
უშვებენ უკვე ხო?! აი ერთი სული მაქვს მოვიდეს ზაფხული რათა გავიგო რომ ვან გაალი აღარ არის ეშმაკების მწვრთნელი ... ჟოზე მოურინიო მოვიდეს თუ არადა ნებისმიერი სხვა უკეთესი იქნება მგონი ... fellow
0
№17
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 აპრილი 2016 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აქამდეც იყო ესეთი ჭორები, მაგრამ ისევ აქააა areyoukiddingme
0
№18
ავტორი: Count Alucard
12 აპრილი 2016 17:12
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ნეტა მალე მოვიდეს ის დრო, როდესაც წავა და დავისვენებთ... მოიესისც კი არ მიშლიდა ასე ძალიან ნერვებს...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top