თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2016, 10:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5502,
კომენტარები: 13
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ინგლისის თასის მატჩის პრევიუ.
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ბოლეინ გრაუნდი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის თასი, მე-6 რაუნდი, გადათამაშება
თარიღი: ოთხშაბათი, 13 აპრილი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: როჯერ ისტი
მატჩის დასაწყისი: 22:00, (ჩვენი დროით)

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


ტრავმირებულები: კოლინზი, ჯენკინსონი, ბაირამი, საკო,
დისკვალიფიკაცია: არავინ
განაცხადი: Adrian, Randolph, O'Brien, Ogbonna, Cresswell, Oxford, Noble, Kouyate, Song, Obiang, Moses, Lanzini, Payet, Antonio, Valencia, Carroll, Emenike, Sakho.

"ჩაქუჩების" რიგებში ვერ ითამაშებს დიაფრა საკო, სლავენ ბილიჩი ირწმუნება, რომ ფეხბურთელმა მუხლი დაიზიანა და ერთი კვირას იუქმებს.


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: შოუ, შვაინშტაიგერი, იანუზაი უ.კინი,
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ფოსუ-მენსა
განაცხადი:De Gea, Romero, J Pereira, Darmian, Riley, Rojo, Varela, Valencia, Love, Borthwick-Jackson, Fosu-Mensah, Jones, Blind, Smalling, Poole, McNair, Schneiderlin, Herrera, Rothwell, Fellaini, Carrick, Weir, A Pereira, Lingard, Januzaj, Depay, Martial, Rashford
კაპიტანმა უეინ რუნიმ ორშაბათს რეზერვისტთა შემადგენლობაში ითამაშა. შემადგენლობას უბრუნდება ფილ ჯონსი, ხოლო მატჩში ახალგაზრდა ფოსუ-მენსას მონაწილეობა საეჭვოა.


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


მე–6 ადგილი, 52 ქულა (პრემიერ ლიგა


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): მ-მ-ფ-ფ-ფ-ფ


სახლში "არსენალთან" ნათამაშები ფრის შემდეგ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 52 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

"ვესტ ჰემმა" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში ფრე ითამაშა.

"ჩაქუჩებმა" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 24 მატჩში მხოლოდ 2 წააგეს- 10 მოგება, 12 ფრე, 2 წაგება.

ინგლისის თასი

"ვესტ ჰემი" ინგლისის თასის სამგზის მფლობელია - 1964, 1975 და 1980 წლებში.

"ჩაქუჩები" ორჯერ დამარცხდნენ ტურნირის ფინალში - 1923 და 2006 წლებში.

უკანასკნელად ტურნირის ფინალში "ლივერპულს" დაუპირისპირდნენ და პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

2011 წლის შემდეგ "ვესტ ჰემი" პირველად გავიდა ინგლისის თასის მეოთხედფინალში.

მიმდინარე სეზონის გათამაშებაში მესამე რაუნდში "ვულვერჰემპტონს" სძლიეს 1-0, მეოთხე რაუნდში გადათამაშებაში დაამარცხეს "ლივერპული" 2-1, ხოლო მეხუთე რაუნდში "ბლექბერნი" 5-1 გაანადგურეს.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 53 ქულა (პრემიერ ლიგა)


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): წ-ფ-ფ-მ-მ-წ


გასვლაზე "ტოტენჰემთან" წაგების შემდეგ გუნდი პრემიერ ლიგაში 53 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

ინგლისის თასი

ინგლისის თასი 11-ჯერ მოიგეს ("არსენალის" შემდეგ მეორე საუკეთესო შედეგი), უკანასკნელად 2004 წელს, როცა "მილენიუმზე" "მილუოლს" 3-0 სძლიეს.

ტურნირის ფინალში შვიდჯერ დამარცხდნენ, ბოლოს "ჩელსის" წინააღმდეგ 1-0 ანგარიშით, 2007 წელს.

გასულ სეზონში ტურნირზე გამოსვლა მე-6 რაუნდში "არსენალთან" "ოლდ ტრაფორდზე" მეოთხედფინალურ მატჩში დამარცხების შემდეგ დაასრულეს.

ტურნირის მიმდინარე გათამაშების მესამე რაუნდში "იუნაიტედმა" "შეფილდ იუნაიტედი" დაამარცხა 1-0 უეინ რუნის მიერ გატანილი თეთმეტმეტრიანი დარტყმით, მე-4 რაუნდში გასვლაზე "დერბი ქაუნთის" სძლია 1-3, ხოლო მე-5 რაუნდში "შრუსბერის" 3-0.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის თასის მე-6 რაუნდში პრემიერ ლიგის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო ორი მატჩი წააგო ერთნაირი ანგარიშით 1-2 - 2014 "სუონსისთან", 2015 წელს "არსენალთან".

"იუნაიტედმა" "აპტონ პარკზე" ჩატარებულ ბოლო 15 მატჩში მხოლოდ 2 წააგო.

"წითლებმა" ინგლისის თასზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 4 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

ლუი ვან გაალმა ინგლისის თასზე ჩატარებული 9 შეხვედრიდან 6 მოიგო - 6 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


წამყვანი ბომბარდირები: პაიე - 12 გოლი (9 ლიგაში)

დიმიტრი პაიემ "ვესტ ჰემის" მიერ ყველა ტურნირზე გატანილ 23 გოლში მიიღო მონაწილეობა - 12 გოლი, 11 საგოლე გადაცემა - 13-თ მეტი, ვიდრე "ვესტ ჰემის" ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი – 14 გოლი (7 ლიგაში).

თუ მოედანზე მაიკლ კერიკი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 131-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 61-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "ვესტ ჰემმა" 42-ჯერ, ხოლო 28 მატჩი ფრედ დასრულდა.

"ჩაქუჩებს" "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ ბოლო 9 მატჩში არ მოუგიათ (8 მოგება, 1 ფრე).

ინგლისის თასზე

ინგლისის თასზე გუნდები ერთმანეთს 10-ჯერ შეხვდნენ. ორივე გუნდმა 4-4 გამარჯვება მოიპოვა, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა, რასაც გადათამაშება მოჰყვა.

ინგლისის თასზე გუნდები კენჭისყრის შედეგად 9-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. თითოეული კლუბი ორ-ორჯერ გავიდა მომდევნო ეტაპზე, წარმატებები კი გუნდებმა მონაცვლეობით იზეიმეს.

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა პრემიერ ლიგაში


"მანჩესტერ იუნაიტედი" 0-0 "ვესტ ჰემი"

5 დეკემბერი, 2015 წელი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა ინგლისის თასზე


"მანჩესტერ იუნაიტედი" 1-1 "ვესტ ჰემი"

ინგლისის თასის მე-6 რაუნდი

13 მარტი, 2016 წელი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: მარსიალი 83'
გოლი "ვესტ ჰემის" რიგებში: პაიე 68'

მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა როჯერ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩი განსაჯა, 92 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ადრიან ჰოლმსი, პიტერ კირკუპი
სათადარიგო არბიტრი: ნილ სუორბრიკი
მატჩის წინ
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
13 აპრილი 2016 09:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
წარმოდგენა არ მაქვს, რატომ შეიძლება, რომ "ვესტ ჰემს" მოვუგოთ, მაგრამ იმედი მაინც მაქვს.

ისეთი კარგი გუნდია სახლში ვესტ ჰემი და იმდენად ცუდად ვთამაშობთ ჩვენ გასვლაზე, რომ თითქმის წინასწარ არის გადაწყვეტილი ეს საქმე, მაგრამ სიტისთანაც ასე ეგონა ბევრს და მოვიგეთ.

უბრალოდ, ცოტა ძნელია წარმატება, როცა გუნდის მთელ სათამაშო სქემას მარსიალი და მისი ინდივიდუალური შესაძლებლობები წარმოადგენს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
13 აპრილი 2016 11:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ტოტენჰემთან უფრო იმედიანად ვიყავი

სახლში ძლიან მაგარად თამაშობენ, მოტივაციაც დიდია და ჩვენი ფორმის ფონზე ძნელია იმედი გქონდეს. ტეხავს როცა იუნაიტედს ვესტ ჰემთან ესე წარმოიდგნ მარა რეალობა ესეთია

იმედია ვცდები და თასზე მაინც ვიბრძოლებთ
0
№3
ავტორი: Lee Sharpe
13 აპრილი 2016 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
არაფრის მომგებები ესენი არ არიან გამოიყვანს დღესაც უაზრო სასტავს და გაგვაბუებენ
0
№4
ავტორი: WAYNE Elashvili
13 აპრილი 2016 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
დღეს მაინც ათამაშოს დეპაი... ამ მატას ათასჯერ ჯობია love
0
№5
ავტორი: mesxi
13 აპრილი 2016 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
რუუნი საერთო არ წერია რატო?
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 აპრილი 2016 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მაინც უნდა წავაგოთ და რაღა ლიგის თამაშებს დაამთხვიეს??? derpwhy
0
№7
ავტორი: Memphis_Depay
13 აპრილი 2016 14:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ვერ ვხვდები ამ თასის მოგება მინდა თუ არა no რომ მოიგოს მერე დატოვებენ ამ დებილ კაცს და რომ ვერ მოიგოს კიდევ ერთი სეზონი უტიტულოდ ... 2014 წლიდან მოყოლებული არ მოგვიგია არაფერი recourse
0
№8
ავტორი: Iunaitedi
13 აპრილი 2016 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: ვახო ( G G M U)
მაინც უნდა წავაგოთ და რაღა ლიგის თამაშებს დაამთხვიეს??? derpwhy

wink
აბა დგევანდელი ჩარბენები ვნახოთ wink
0
№9
ავტორი: Count Alucard
13 აპრილი 2016 15:22
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ძალიან მეეჭვება ამ მატჩში წარმატება ვესტ ჰემს სახლში ძალიან დიდი ხანია არ წაუგია...
0
№10
ავტორი: Rosso Diavolo
13 აპრილი 2016 15:37
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ტოტენჰემმა ისეთ გვიქნა ახლა ეს მატჩიც რო ვერ მოვიგოთ მერე ვიღუპებით მართლა...

რუნი განაცხადში არ არის?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top